Wednesday, April 28, 2010

ყავა და ბლოგი

უკვე რამდენი დღეა როცა აქ ვზივარ, გარედან წვიმის ხმა მესმის; და ეს ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ ყურიც შეეჩვია.

ახალი ჰედერი რომ მაქვს, თუ შეამჩნია ვინმემ? ძლივს მოვარგე ზომა, ხან ფოტოს ვუცვლიდი სიგრძე-სიგანეს და ხან ბლოგს. ახლა ყავის სუნი უფრო რეალური იქნება.


კიდევ, ახალი ბლოგ-ლისტი მაქვს, ჩემთვის და მხოლოდ ჩემთვის. თუმცა, მსურველებს შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ძირითადად საჩოგბურთო და კულინარიული ბლოგებია.

დღეს ისეთი გემრიელი ბლოგი დავამატე, ერთი გადავხედე მხოლოდ და კინაღამ საკუთარმა ნერწყვმა დამახრჩო. აი თვით ისიც - love and olive oil. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ეს პოსტია. თავის მხრივ, ამ ბლოგის ლისტიდან კიდევ უამრავ ნერწყვისმომდენ ბლოგზე შეიძლება გადასვლა.

აი, ეს ძალიან გავს ჩემს ლიმნიან ნამცხვარს. ძალიან გავს კი არა, ის არის ზუსტად. ინტერნეტში შემომხვდა რაღაცას რომ ვეძებდი. ოღონდ, მე ასეთი ფუმფულა არ გამომდის ხოლმე.


ოდესმე, მეც გავაკეთებ ხოლმე გემრიელ და მრავალფეროვან ნამცხვრებს. ახლა ძალიან იშვიათად და დედას დახმარებით ვაცხობ, რაც სრულ თავისუფლებას არ მაძლევს. და მაშინ, როცა ეს მოხდება, აუცილებლად მოვაწყობ ბლოგერებისთვის გემრიელ საღამოებს. ეს შეიძლება ძალიან დიდი ხნის შემდეგ იყოს, მაგრამ იქნება, საკუთარ თავს ვპირდები.

10 comments:

  1. ნამცხვარი მომინდააააააააა :(
    მაგრამ ყოელ დღე ხომ არ ვაცხობ :(
    არადა ისე მინდააა, მწეველს სიგარეტი რომ მოუნდება ხოლმე.

    ReplyDelete
  2. ლამაზი ჰედერია ^^

    ReplyDelete
  3. ნაატ ძალიან მომეწონა შენი ბლოგის ახალი "ინტერიერი" :)

    ReplyDelete
  4. ra siamovnebit gestumrebi xolme :)))

    ReplyDelete
  5. Zaan lamazia :)

    me imden yavas vsvam, kidev yavis surnelovan sanTlebs vanTeb... ise bolo dros weren, 4-5 Wiqa sasargebloc arisoooo

    4 - 5-o, ar SemSlia :-) ase ewera erT samedicino JurnalSi ;)

    ReplyDelete
  6. ooo...

    შენი შოკოლადის ნამცხვარი.. :)

    ReplyDelete
  7. არ მიყვარს ნამცხვარი ზოგადად, მაგრამ ამის დანახვაზე მომინდა...
    იმდენად მომინდა, რომ გავალ ახლ და სადმე ლტეს დავლევ... ან ნამცხვრიანს, ან უნამცხვროს...

    ReplyDelete
  8. სურნელოვანი, ფუმფულა და არომატიანი პოსტი.
    ჰედერი მომეწონა. ახლა ნამდვილად ვიცი, ვინცა ხარ :)

    ReplyDelete
  9. როგორი უსაზღვროდ საყვარელი ხარ.
    ჰედერი ძალიან საშენოა.
    მსგავს პოსტებზე თითქოს ცხელი, შაქრიანი შოკოლადისა და ვანილიანი ნამცხვრის სურნელი მომდის ხოლმე.

    ReplyDelete
  10. ზეთისხილის ბლოგი მომეწონა <3
    რა უცნაურია.. ზეთისხილი არ მიყვარს, მაგრამ თან მიყვარს :) ტოსკანაში სახლს რომ ვიყიდი აუცილებლად მექნება ზეთისხილის პლანტაციები, ოღონთ მე არ შევჭამ.. :)

    ReplyDelete