Monday, April 12, 2010

Life is such a beach

წვიმიანი დღეები ერთმანეთს გადაება, მე კიდევ ეპიგასტრიუმის არეში საშინელი ტკივილი მაწუხებს. ანტაციდს ვსვამ - ისეთი გემრიელი აბებია, ერთი სული მაქვს როდის ამტკივდება რომ დავლიო, განსაკუთრებით ბანანის გემოთი მიყვარს. მაგრამ დღეს ისე მტკიოდა, აღარ მიხაროდა ტკბილი წამლის მიღება.

მიუხედავად იმისა რომ წვიმდა, ლექციაზე მაინც ფეხით წავედი და ვისიამოვნე წვიმიანი დილით.

ისე ვარ, ვერ ვხვდები რა მიხარია და რა - არა. დილით ბევრი ვიცინე, მაგრამ იმ მომენტშივე ვგრძნობდი, რომ ისტერიული უფრო იყო ის სიცილი, ვიდრე გულიანი. პატარა რაღაც მაკლდა რომ საპირისპირო ემოციით შეცვლილიყო.

ყოველ წუთში მზად ვარ აღშფოთება გამოვხატო ადამიანების მიმართ. ყველა მათი ნაკლი განსაკუთრებით მეჩხირება თვალში, და კიდევ იმაზე ვბრაზდები, რომ როცა ასეთ რაღაცას ვწერ, მაშინვე თავის მართლების სურვილი მიჩნდება - რომ ეს მხოლოდ ჩემი განწყობის ბრალია და ადამიანები სინამდვილეში ძალიან კარგები არიან, თავისი უამრავი ნაკლით. არადა სულაც არ არის ასე, და ვეცდები თავი არ ვიმართლო. მე არც ისე ცუდი ვარ, როგორიც ჩემი თავი მგონია ახლა.

რა საშინელი პოსტია ღმერთო ჩემო. იმაზე უარესია, წინა პოსტში რომ მოვიხსენიე და აღარ გამოვაქვეყნე.

10 comments:

  1. დღეს წვიმაში საშინლად დამისველდა ფეხები (ნაჭრია ბოტასებში ვერ მოვტვინე რა დამემართებოდა) და მგონი, გადავრჩი სიცხე.ს..

    ერთი სული მაქვს, გამოიდაროს.. :)

    ReplyDelete
  2. მე კიდე დღეს ექოსკოპიაზე ვიყავი და თირკმელში რაღაც მჭირს.. OMG..

    ReplyDelete
  3. sulac ar aris sashineli
    hoda
    ra gtkiva me ver gavige mainc
    eget ganwyobaze vart xolme, emre ra, egec bunebrivia hoda kargia rom am posts aqveyneb :)

    ReplyDelete
  4. aqac wvims es 2 dRea da mec cud xasiatze var :( ar miyvars uJmuri dReebi :( Tan gaciebulic viyavi da saerTod wamixda ganwyoba :) exla nel-nela vidarebT, mec da amindic :))

    dalis gamofenis sanaxavad ar midixar? :P

    ReplyDelete
  5. babisa, ra mtkiva da kuchi, chemi susti adgilia da xshirad mtkiva xolme :)

    AnnA, vapireb wasvlas, mash :)) chems jgufelebtan ertad albat :)

    ReplyDelete
  6. იცი, პოსტის ბოლოს სურათით უარყოფითი ენერგია გაანეიტრალე :)

    ReplyDelete
  7. Sophie, no, I meant 'beach'. or, I wrote beach :)

    http://img101.imageshack.us/i/on73178602vliv01.jpg/

    ReplyDelete
  8. ადამიანების მიმართ აღშფოთებაში გეთანხმები და დარწმუნებული ვარ, რომ მართლები ვართ მე და შენ მაგ მიდგომაში - როცა ადამიანებს ტვინი აქვთ და შეუძლიათ იცოდნენ, როგორ უნდა იცხოვრონ და კარგი საქმე აკეთონ, მაგრამ ამ დროს მაგ ტვინს მეათე ადგილზე უშვებენ,მუცლისთვის ცხოვრობენ და საზიზღრობებს აკეთებენ, ძნელია არ დაიწყო ეგრე ფიქრი.

    ReplyDelete
  9. მეცინება...

    იცი რაზე?
    თურმე მართლა როგორ მოქმედებს ადამიანებზე ამინდი...
    ბლოგზე ყველაზე შესამჩნევად დავინახე ეს :)

    არაუშავს, ჩვენ ქუჩებზეც გამოვა მზე, აგერ ნახავთ!

    ReplyDelete