Thursday, April 15, 2010

წითელი თიხა, ჩოგბურთი და მონტე კარლო

ამ კვირას ჩოგბურთის ტურნირი მიმდინარეობს მონტე კარლოში. რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი ესწრება, სხვადასხვა ქვეყნიდან. ესწრებიან თამაშებს, ვარჯიშებს..


ინდივიდუალურ სპორტს ასეთი დადებითი მხარე აქვს - საკმაოდ მცირე რაოდენობის ადამიანები არიან და ხშირი კონტაქტი აქვთ როგორც გულშემატკივრებთან, ისე ერთმანეთთან და თითქოს ისეთი გარემო იქმნება, რომ ყველა ერთად ხართ, დიდი ხნის ნაცნობები. და თუ შემთხვევით ქუჩაში შეხვდები რომელიმე მათგანს, თავისუფლად შეგიძლია მოიკითხო - ჰეი, ნოვაკ, როგორ ხარ, მაჯა რომ გტკიოდა, კიდევ გაწუხებს? ან - რაფა, სიბრძნის კბილი კიდევ გტკივა?


მოკლედ, საჩოგბურთო სამყარო საკმაოდ ინტიმურია, თავისი ჩოგბურთელებით და გულშემატკივრებით.

მონტე კარლოზე გიამბობდით. იმის თქმა, რომ ლამაზი მხარეა, ალბათ ზედმეტი იქნება. კორტებიც ულამაზეს ადგილზეა - იქვე ზღვის ხედი იშლება, არც კორტების ზომა არის ძალიან დიდი და ესეც მყუდრო გარემოს ქმნის.


რაფას გულშემატკივრებიც არიან რა თქმა უნდა, რამდენიმე პოსტებსაც წერს ყოველდღიურად, ერთ-ერთ ფორუმზე ვეცნობი ხოლმე. წერენ, თუ როგორ დაესწრნენ ვარჯიშს, იღებენ ფოტოებს და მერე გვიზიარებენ. წერენ, რომ ახლა სადილად უნდა გავიდნენ, მერე ალბათ რომელიმე თამაშზე წავლენ. ამ ყველაფერის კითხვისას, მთელი სიცხადით წარმომიდგება ხოლმე თუ რა ხდება იქ და ოცნებებში მივდივარ [და ეს მაინცდამაინც მონტე კარლოზე დამემართა რატომღაც. არანაირი დაინტერესება არ მქონია იმ მხრივ, რომ ცნობილი ადგილია თავის კაზინოებით და ა.შ მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი].

ისე მინდა, რომ ოდესმე მოვხვდე იქ და მეც ჩავერთო სატურნირო ორომტრიალში.. ვწერო პოსტები და თქვენც გაგიზიაროთ, არაგულშემატკივრებს თუნდაც. უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორი დღეები მექნება. დროს არ დავკარგავ და მაქსიმალურად გამოვიყენებ - დავესწრები რაც შეიძლება მეტ თამაშს, ვარჯიშებს და დავაკვირდები ჩემთვის საინტერესო ადამიანებს. ბევრს ვიხეტიალებ და ძალიან, ძალიან გვიან დავბრუნდები ჩემს ნომერში.

უჰ, ძნელია ოცნებებში წასვლა.. როცა მონტე კარლოზე ფიქრობ, უცებ რეალობას დაუბრუნდები და გაგახსენდება, რომ ხვალისთვის პედიატრია გაქვს სამეცადინო :D

5 comments:

  1. მონტე კარლოში მინდა.

    მეც მაინც მეკითხებოდეს ვინმე, კიდევ გტკივა სიბრძნის კბილიო? :( :D

    2010 წელს ჩემი მიზანია ფედერერის გაცნობა :)) (ეს იმ პოსტს ეხება, მირკასთან (ცოლი) და შვილებათან რომაა).

    ReplyDelete
  2. სოფ, ჩვენც წაგვიყვანე :))

    ReplyDelete
  3. სოფი, ეხლა მომივიდა იდეა, რომ ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ნადალი-ფედერერის თამაშზე და გავიცნოთ, მე ორივესთან შეხვედრა მინდა :)) აი, მაგალითად უიმბლდონზე, ამ ზაფხულს :)

    ზურიუს, შეგიძლია შენც წამოხვიდე ;)

    ReplyDelete
  4. au mec mindaa =)) :X

    ReplyDelete
  5. აი პედიატრია რომ გაქვს ზუსტადაც სამეცდინო, აი მაგიტომ ყველაზე მაგრად იმოგზაურებ მონტე-კარლოში...

    იმიტომ რომ დაფასებ ;)

    და მე მჯერა, რომ შენ იქ მოხვდები!

    ReplyDelete