Sunday, April 4, 2010

არ მომწონხართ, მაგრამ მიყვარხართ

დღეს ერთხელ უკვე ვთქვი, რომ რაღაცნაირი დღეა. ანუ, ცუდი. თორემ კარგ დღეს ’რაღაცნაირის’ ეპითეტით არ შევამკობდი.

მთელი დღეა თვალში მხვდება ფეისბუქზე გაჩენილი ცინიკური სტატუსები.. ისედაც უხასიათოდ ვარ, ვერაფრით გამოვიკეთე განწყობა და კიდევ ეს დამცინავი სიტყვები - ჯერ იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით და მერე უკვე აღდგომას გაჩნდა უამრავი. ერთი ადამიანი მეგობრებიდან ამოვშალე, უბრალოდ არ მინდოდა დამატებითი გამღიზიანებელი ფაქტორი დამემატებინა. თან არც ვიცნობდი ვინ იყო და დიდ დანაკლისს ვერ ვგრძნობ. მესმის, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი და ზოგჯერ ბევრის ზედმეტადაც ’მესმის’ [და ხანდახან ყველაფერი არც უნდა ’გესმოდეს’]. მაგრამ არ მიყვარს, როცა იმას ეხებიან, რაც ძალიან ჩემია.

მე კიდევ მინდა რომ ჩემთვის შევიგრძნო რაღაცეები, ხომ შეიძლება რომ ეს მაინც მაცადონ? ჰო, მართალია - თუ ასე მინდოდა, გამომერთო ფეისბუქი და მორჩა. მაგრამ არ გამოვრთე და საბოლოოდ ისევ მე აღმოვჩნდი დამნაშავე.

მიუხედავად ცუდი განწყობისა, ფიზიკური ტკივილებისა, რომელიც ვერაფრით გავიყუჩე და გუშინდელი იმედგაცრუებისა, მაინც მაქვს განწყობა, ჩემი, საზეიმო და ყვითელი.

მოკლედ, ეხლა რამდენიმე ადამიანი მახსოვხართ და ვგრძნობ, როგორ მიყვარხართ. რამდენიმე წუთის წინ ნასტასიას პოსტი წავიკითხე და გული სითბოთი ამევსო. ხვალ კვირაა და ყველას უნდა ვუთხრა - ქრისტე აღსდგა! იმიტომ კი არა, რომ უნდა, მსიამოვნებს და სულ მინდა ვიმეორო..


11 comments:

  1. ნატალია, რატო გვყვავხარ ცუდად? :(
    შენ არ იცი როგორ გეთანხმები,აი,რატო არ იცის ამ ხალხმა შუალებუდი პოზიციის დაკავება და რატომ უნდა მოგეჩხირონ მარჯვნივ მყოფებიც და მარცხნივ მყოფებიც, ვერ გავიგე :(

    ხოოდა, მალე გამოკეთება და რაც მთავარია

    ქრისტე აღსდგა :)
    გეწეოდეს

    ReplyDelete
  2. უი რატომ ხარ ცუდად???რა გაწუხებს???

    მეც არ მესმის ხალხის, რომლებიც ასე დასცინიან ამ ყველაფერს.

    ქრისტე აღსდგა, ღმერთი გფარავდეს. :****

    ReplyDelete
  3. ჭეშმარიტად :)))
    ღმერთი გფარავდეს ^_^



    ქეთისთან რა კომენტარიც დავტოვე იგივეს დავტოვებ რა აქაც :უსერ:

    პირადად მეც არ მაქვს პრეტენზია სხვა რელიგიის მიმდევრებზე, არც სექტანტებზე
    და არც ათეისტებზე, მაგრამ რატომ აყენებენ სხვის რელიგიას შეურაწყოფას?

    პასუხი: იმიტომ რომ დაუნები არიან :))
    ბევრი ბლოგერია კიდე აქ ეგეთი :|

    არ გწამს, ნუ გწამს, ვინ გაძალებს...

    ReplyDelete
  4. ჭეშმარიტად აღდგა!
    ჰო მე არავინ დამინახია ეგეთი, ან უბრალოდ არ მაინტერესებს და ვაიგნორებ. ;)

    ReplyDelete
  5. ნასტასია, ჭეშმარიტად აღსდგა! გუშინ ვიყავი ცუდად, ქრონიკული ტკივილი მტანჯავდა და დღეს უკვე კარგად ვარ :)

    ქეით, :*

    clown, მეც მაგას ვამბობ - არასდროს დამიცინია სხვა რელიგიის მიმდევრებისთვის [და ათეისტებისთვის], პატივს ვცემ მათ არჩევანს, იგივე მოვითხოვ მათგანაც,

    ReplyDelete
  6. როდრიგო, გუშინ ისეთ ხასიათზე ვიყავი, ვერ დავაიგნორე : )) ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა :)

    ReplyDelete
  7. ჭეშმარიტად აღსდგა!

    აქაც გილოცავ.. :)


    რაც დაწერე, მეც მაღიზიანებს. ყველაზე მაგარი რაც არის, ეს ადამიანები ცინიკური გამონათქვამებით ბოღმისგან იცლებიან..

    თუმცა, დასაბოღმი რა არის, ვერ ვხვდები..

    ReplyDelete
  8. სულაც არ მიკვირს, იმიტომ, რომ ბევრი მსგავსი "მეგობარი" მეც ამომიშლია თავის დროზე.
    იცი, რა მგონია? როცა ადამიანი თავის რელიგიას დასცინის, მხოლოდ იმას კი არ ამჟღავნებს, რომ უზრდელია, იმასაც ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანის ნდობა არ შეიძლება. არ შეიძლება ერთს დასცინო და მეორე მოგწონდეს.

    ხან მგონია, რომ ასეთ ადამიანებს რაღაც კომპლექსი აწუხებთ, ან უბრალოდ მოდას მისდევენ, რომელიც დღეს ძალიან რადიკალურია :| ნასტასიას პოსტი ძალიან მომეწონა.
    მთავარი ზუსტად ისაა, რომ ადამიანს ლოცვა გინდოდეს, სიყვარული შეგეძლოს და არა იმაზე ფიქრი, ნეტა სხვა რას იტყვის, ან მოდი, "პროგრესული" გამოვჩნდებიო.

    + ვერ წარმომიდგენია, ქრისტიანს აღდგომა არ უყვარდეს, მაშინ ხო ყველაფერს აზრი ეკარგება.

    გილოცავთ და იმ გზით სიარულს გისურვებთ, რომელსაც თქვენი გული გიჩვენებთ - გული, კიდევ ღმერთისაა!

    ReplyDelete
  9. გილოცავ ნატალია
    ქრისტე აღდგა! მრავალს დაესწარი ;))))

    მეც ძალიან მაღიზიანებდა მსგავსი სტატუსები.. და ბევრი უცნობი "მეგობრის" შესახებ იმაზე მეტი გავიგე ამ სტატუსების მიხედვით, ვიდრე მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც დამატებული მყვანან.

    მე უბრალოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას ხოლმე.

    ReplyDelete
  10. ამგვარი სტატუსები ჩემს ფრენდების გვერდებზე არ მინახავს, მაგრამ სამაგიეროდ მოვისმინე უამრავი ხუმრობა, ანეკდოტი რელიგიაზე...
    იმის მიუხედავად,რომ ნამდვილად არ ვცხოვრობ ეკლესიური ცხოვრებით, მაინც ძალიან გამაღიზიანებელია როცა ჩემს რელიგიას ეხებიან..
    მართმადიდებლობის გარდა ჩემთვის სხვა რელიგია არ არის გულთან ახლოს,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფლება მაქვს რომელიმე ავიგდო..

    ReplyDelete
  11. ჭეშმარიტად აღსდგა! გაიხარე. სხვათაშორის მე აღდგომის დღეებშჳ არ მქონდა ინტერნეტთა ნ შეხება,მაგრამ ვფიქრობდი რომ რაღაც ცინიკური სტატუსები ნამდვილად იქნებოდა. არ ვიცი რა გითხრა,მეც საშინლად ვღიზიანდები ხოლმე,მაგრამ ალბათ საუკეთესო თავდაცვაა ისაა,რომ საკუთარ გულშჳ არ შემოუშვა ეს ცინიზმი,მაგრამ ცოტათი კი რთულია.ირიბი თუ პირდაპირი გავლენებისგან მაინც ვერ ვიზღვევთ თავს. მახსოვს ნასტასიას პოსტი :)

    ReplyDelete