Thursday, April 1, 2010
ყვითელი კვირა
იერუსალიმი ყვითელი ქალაქია, მზე და ქვიშა აძლევს ასეთ ფერს..
’ოსტატი და მარგარიტა’ რის გამო მომეწონა იცით? ისე იყო აღწერილი პილატეს ეპიზოდები, რომ მეგონა იქ ვიყავი - პირველ საუკუნეში. შემაწუხებელ სიცხეში, ბრბოს ხმაური მესმოდა შორიდან, ’ბარაბა, ბარაბა’-ს რომ გაიძახოდნენ..
ეს კვირაც ასეთია - იმ პერიოდში გაბრუნებს. ყოველი დღე რაღაცას ნიშნავს, და ყოველი დღე მოლოდინით არის აღსავსე - კვირა დღის მოლოდინით.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში დიდი ხანია აღარ დავდივარ, სულ რომ არ ვიყო ჩართული სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებში, ვნების კვირას მაინც მეცვლება განწყობა.
მახსოვს, პარასკევს გარდამოხსნას რომ ვესწრებოდი ხოლმე, გული საშინლად მიცემდა და თავს ცუდად ვგრძნობდი, თითქოს ვიტანჯებოდი.. არავის უთქვამს, რომ ამ დღეს მე ქრისტე უნდა დავიტირო, არც მოძღვრის შეგონებები მომისმენია ამ საკითხზე - ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა, ჩემი გონება თავისდაუნებურად გლოვობდა.
მერე მღვდელი რომელიღაცა ბერის დაწერილ სიტყვებს კითხულობდა [დღემდე არ ვიცი ვისას].. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ცრემლები ყელში მებჯინებოდა და ვერაფრით ვაჩერებდი, რომ გარეთ არ გამოსულიყვნენ. მე კი საშინლად არ მიყვარს სხვასთან ტირილი, მითუმეტეს ხალხში. მაგრამ იმ დროს ეს არ გამოდიოდა, უნდა მეტირა თორემ გული ვერ გაუძლებდა მეტს. მაშინ ვფიქრობდი, ადამიანი რატომ უნდა იყოს ბოროტი, როცა აქ იდგება და ამ სიტყვებს მოუსმენს-მეთქი. მაგრამ გავიდოდა დრო და პირველ რიგში მე ვხდებოდი ასეთი.
მე იერუსალიმში ვარ ახლა, ქვეცნობიერად. შეიძლება სულ არ ვფიქრობდე ამაზე, მაგრამ ყოველ წუთს ხომ ვგრძნობ - შემაწუხებელ სიცხეს და ბრბოს ხმა მესმის - ’ბარაბა, ბარაბა’-ს რომ ყვირიან.
იერუსალიმი ყვითელი ქალაქია, მზე და ქვიშა აძლევს ასეთ ფერს. ჩემს გონებაში ასეა ყოველ შემთხვევაში.. და ვინაიდან მე ამ ქალაქში ვარ, ეს კვირაც ყვითელია ჩემთვის, ძალიან ყვითელი..
Subscribe to:
Post Comments (Atom)
<3
ReplyDeletezalian intensiuri eklesiashi siarulidan zalian araintensiurze gadavedi da agdgoma chemtvis mainc yvela dgesascaulze dgesascaulia, xooda, ai, ise minda axla ro saxarebebs vismende da sheumchnevlad gamdebodes, rogorc chem bavshvobashi xdeboda xolme da gatenil eklesiashi ara, sadme patarashi...
da
xval vgrznobde, rogor mekumsheba sinisi...
xooda, bolo ori celia cinasaagdgomo ritualebis ar shesrulebis gamo, dgesascaulis shegrznebac misustdeba da bolo dgeebia sul magase vfiqrob...
გარკვეული მდგომარეობის გამო, წლევანდელ ვნების კვირას ტაძრის გარეთ ვატარებ, მაგრამ აღდგომის ღამეს რომ არ წავიდე, არ შეიძლება..
ReplyDeleteთან მე სადაც დავდივარ, ძალიან საყვარელი ადგილია, სასულიერო გიმნაზიაა.. :)
აი, ნასტასია იცნობს ჩემს მოძღვარს.. :))
სიყივითლე ჩამომეღვენთა შიანაგანში...:)
ReplyDeleteau, natalia, am dgheebshi rasac veubnebi me chem tavs, is dacere shen :)
ReplyDeletezustad ase metireba gardamoxsnaze, zustad ase gadavechvie eklesiaSi siaruls da axla sindisi ar masvenebs..
qristes vnebani- zvelebraulad - zalian minda welsac vnaxo. mere ufro natlad warmovidgen im enas, im brbos, im periods..
ReplyDeletezalian mzimea, tu gulit gaiazreb.
iqneb wels wavide shabat dilas, gamteniisas..
მართლა მძიმე კვირაა. მეც დიდი ხანია, რაც რელიგიურ ცხოვრებას ჩამოვრჩი და აღდგომის წინა დღეებში ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები-თითქოს მარტო ვდგავარ და ამ საერთო დღესასწაულში ადგილი არ მაქვს...
ReplyDeleteნასტასია, გუშინ შენო კომენტარი რომ წავიკითხე, ძალიან მომინდა სახარების წაკითხვა და დღეს რამდენიმე თავი წავიკითხე :)
ReplyDeleteვასასი, წადი ღამისთევაზე აუცილებლად, შენ მაინც.. :)
ანუშკა, ჰო, სინდისი მღრღნის და მღრღნის, მაგრამ ჯერჯერობით მაგ ეტაპზე ვარ გაჩერებული მხოლოდ..
ბაბისა, აი, ზუსტად ეგ მინდოდა პოსტში მეხსენებინა და მერე რატომღაც აღარ დავწერე - ’ქრისტეს ვნებანი’. საოცარია ძველებრაული ენა და ეს ფილმი სწორედ ამიტომ მინდა რომ ვნახო.. დღეს იქნება ’იმედზე’, იმედია სუბტიტრებით და არა გახმოვანებით და ვუყურებ აუცილებლად.
ნატ, ხო, შორიდან ვუყურებ მეც ამ ყველაფერს, მაგრამ გულში მაინც მოვიწყობ დღესასწაულს :)
ნასტასიას ვეთანხმები...
ReplyDeleteმეც პატარა და მყუდრო ეკლესიაში მიყვარს დგომა, ჯდომა და მოსმენა. ნორმალურად სუნთქავ, თან უფრო კარგად უსმენ და, რაც მთავარია, უფრო გსიამოვნებს ის, რაც შენში და შენ გარშემო ხდება :)
მე6 კლასში ყოველ დღე დავდიოდი ეკლესიაში. ლოცვებზე სიარული მიყვარდა განსაკუთრებით, რადგან ცოტა ხალხი იყო.
მარხვას დღემდე მტკიცედ ვინახავ.
ღმერთო, მაპატიე, რომ ისე ვეღარ ვარ :(
ვასასი, შენ მაინც ნახე მართლა შენი მოძღვარი, მე ჯერ კიდე ვერ მოვაბი თავი :)
ReplyDeleteხოოდა, ნატალია, აი, ხვალ მეც გადმოვიღებ სახარებებს და ვიკითხავ ბევრს..თან სახლში ამრტო ვიქნები და ღმერთო ჩემო, როგორ დღე სასწაულებს მოვიწყობ :)