მახსოვს, როგორ ველოდი მის გამოსვლას. იმედი იწყებდა ჩვენებას და მაშინ გადავწყვიტე, მეყურებინა. თუმცა საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი; თვითმფრინავი კუნძულზე ჩამოვარდა, მერე? ალბათ დახმარებას ელოდებიან, გადარჩენას ცდილობენ - დიდი-დიდი, 4-5 სერია გაგრძელდეს. მერე რაღა მოხდება? ინტერესი მაინც დიდი მქონდა, მისმა პოპულარობამ მოახდინა გავლენა, ხალხის აზრმა, რომლებიც უკვე უყურებდნენ შოუს.
პირველივე სერიამ გამიტაცა. ყველაფერი უფრო კარგად გათვლილი და საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედგინა - პერსონაჟების ტიპაჟებით, კუნძულზე თავგადასავლებით, მათი წარსულიდან საინტერესო ეპიზოდებით და თითოეულის პიროვნების თანდათან გახსნით.
მერე იმედმა ჩვენება შეწყვიტა, მგონი II სეზონზე. მაშინვე ინტერნეტით გავაგრძელე ყურება და მას შემდეგ ასე მოვყვები.. ყოველი წლის მაისიდან ვიწყებ ლოდინს, თუ როდის მოვა იანვარი. იანვრიდან მაისამდე - როდის მოვა ყოველი ოთხშაბათი. ასე გადის წლები და ახლოვდება დასასრული. ეს დასასრული კი ერთ კვირაში დადგება; [შოუ სულ 7 წელს გაგრძელდა: 2004-2010]
თავიდან ვიფიქრე, რომ ყველა საინტერესო პერსონაჟი დამეხასიათებინა. მაგრამ ახალს ვერაფერს ვიტყოდი, და მხოლოდ ერთზე შევჩერდი: ის არასდროს ყოფილა ჩემი ფავორიტი. ხან დიდ სიძულვილს იწვევდა ჩემში, ხან - აღმაფრთოვანებდა..
ბენი - შოუს ყველაზე, ყველაზე საინტერესო პერსონაჟი. [როგორც ვიცი, თავიდან მას არ ჰქონდა დიდი როლი, მაგრამ ისე ითამაშა, რომ სცენარი შეცვალეს და ისე ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად იქცა]. ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერს შეუძლია უღალატოს. რომელსაც არავინ ენდობა, მაგრამ მაინც ყოველთვის ახერხებს ყველას დარწმუნებას. რომელიც ყოველთვის ცივი გონებით მოქმედებს და ადვილად წირავს ადამიანებს. უფრო სწორედ, მოქმედებდა - შოუს მიწურულს ის შეიცვალა. თუმცა, ჯერ კიდევ ორი სერიაა დარჩენილი და არ ვიცი რას მოიმოქმედებს ის. მინდა, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
თითქმის არასდროს მომწონდა ჯეკი. სულ სულ თავიდან, დასაწყისში კი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ზედმეტად იდეალური იყო.
სამაგიეროდ, მომწონს სოიერი. თაღლითი, რომელიც მაშინ აკეთებს სიკეთეს, როცა მისგან არავინ ელის და პირიქით.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო სოიერი-ქეითი-ჯეკის სამკუთხედი და ყოველთვის პირველ ორს ვგულშემატკივრობდი.
როგორც ქეითმა თქვა, მათ შორის სულიერი კავშირი არსებობს და ეს წყვილი უფრო მომწონს, ვიდრე ჯეკი-ქეითი.
ჩემი კიდევ ერთი ფავორიტი, რომელიც სერიალში ბოლოს გამოჩნდა, არის ჯეიკობი. არ ვიცი რა დავინახე, მაგრამ ძალიან სიმპატიური მეჩვენებ(ა)ოდა.
სიმპატიებს რომ თავი დავანებოთ, სხვა ბევრი საინტერესო პერსონაჟია, რომელიც არ ჩამოვთვალე. ამ პოსტით არც მიცდია, რომ ჩემი აზრი სრულად მომეხსენებინა სერიალის შესახებ. მგონია, რომ ვერ შევძლებ, ნაწილობრივ მაინც, ამის გაკეთებას. უბრალოდ ძალიან მინდოდა, რომ პოსტი დამეწერა Lost-ზე.
ერთი სეზონი მაქვს მარტო ნანახი და არ მგონია, რომ დანარჩენების უნააობით რამე დამაკლდა..
ReplyDeleteთავიდან მეც მაგრად ჩამითრია, მაგრამ სადღაც მეშვიდე-მერვე სერიაზე მივხვდი, რომ ძალიან სულელურ აბსურდს ვუყურებდი და შევეშვი.. :)
მეხუთე სეზონის სადღაც შუაში შევწყვიტე, რამეთუ ნერვებმა მიმტყუნა:)
ReplyDeleteმაგრამ გამოვიდა მეექვსე და რეჟისორის პატიოსანი სიტყვის თანახმად – უკანასკნელი სეზონი და ისევ ჩავუჯექი...
რას გვერჩის ეს ჯეფრი აბრამსი, არ ვიცი, მოკლედ:)
ყველაზე საინტერესო პერსონაჟად მეც ბენი მიმაჩნია, ასეთი დამაჯერებელი არც ერთი არ არის;
პირველი სეზონიდან ყველაზე მეტად ჯონ ლოკი მომწონდა, მაგრამ ჩემი აზრით, პატივცემულმა რეჟისორმა მის პერსონაჟს სრულიად სულელური დატვირთვა მოუძებნა...
ბოლო სერია ძალიან მომეწონა, რაღაც კვანძები იხსნება! ვაშა, მეგობრებო! ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება :)))
ReplyDeleteსოიერი მეც მიყვარს <3
თითქმის ყველაფერში გეთანხმები:
ReplyDeleteსოიერი და ქეითი <333333
ბენი
ჯეკზე ვერა იმიტომ,რომ ჯერ კდევ მიყვარს.
რაც მთავარია იმაში გეთანხმები რომ All Of Us Are LOOOOOOOOOOOOOOOOOST!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვაიმე მართლ არ ვიცი რა მეშველება მერე.......
გაიხარე ამ პოსტისთვის,კარგია ბლოგია ამიერიდან წავიკითხავ :)))))))
პირველ სეზონს უყურე მეც და ეხლა ბოლოს უყურებ და ყველაფერი კარგადაა:D
ReplyDeleteმე კეიტს მეორე ქალი მირჩევნია
და კიდე იუნკინ კიმის და დენიელ დეი კიმის ვგულშემატკივრობ სულ;)
ai axla roca mtvardeba vfiqrob rom araferi damaintrigebs da damaintereesebs ase mzafrad, kargi ragaceebi kide iqneba da gadaigeben , mara es aris (iyo) ragac ai zalian zalian adrenalini seriali <3
ReplyDeletehoda
me kide shavi boli gulis sigrmeshi mjeroda kargi iyo da ai axlac vemxrobi mas
da titusi momwons zalian arada sl 3 epizodshi iyo
da beni , rogorc msaxiobi uniklauria, ise teatris msaxiobia da ki eetyoba xolme tamahsze, profia <3
მიუხედავად იმისა, რომ არ მიყურებია მაცინ ვიტყვი, რომ ჯეკი, სოიერი და ქეითი ძალიან მესიმპატიურებოდნენ ყოველთვის.
ReplyDeleteტრელიერი მიყვარს ძალიან...
All of us are lost.
არ მიყურებია იმიტომ, რომ მანამდე 4 სეზონი ვნახე "ასტაცტა ვ ჟივიხ" რუეთის საზოგადოებრივ არხზე ანუ ოერტე-ზე გადიოდა რეალითი შოუ. ნუ თავის დროზე ალბათ რუსებმა ვინმესგან გადაიღეს, არვიცი ეგ. მაგრამ არ მიყვარს ხოლმე დუბლირებული რაღაცეების ყურება. ამიტომაც Lost"-ისთვის არ მიყურებია.
სწორი პოსტია! :იმჰო:
ReplyDeleteვისაც ლოსთის თუნდაც ერთი სეზონი არა აქვს ნანახი და აქ კომენტარის დაწერას ბედავს, მიმირტყმევინებია მისი თავი მეორე მისნაირისათვის...
ლოსთი, მიუხედავად იმისა, რომ მაგრად აურია, მაინც თავისებურ ხიბლს ატარებს. თუნდაც იმიტომ, რომ მონტაჟი, სიუჟეტები და მუსიკა ისევ მაღალ დონეზეა და ყველაფერი ძალიან მაღალ ხარსხში კეთდება ;)
ზურიუს - შარზე ხარ???
ReplyDelete