Tuesday, May 25, 2010

როგორც ხდება ანუ დღე მესამე

ერთ კვირაში სწავლას ვამთავრებ, მაგრამ ამის არც შეგრძნება მაქვს და არც განწყობა. ყველაფერი წყნარად და ნელ-ნელა ხდება. ამიტომ სიზარმაცის დღეებს ვიწყობ, ლექციებს კვირაში ერთხელ მაინც ვაცდენ და ვუსაქმურობ.

ეს ისე, შესავლისათვის.

კარამელიანი ყავა არ მაქვს და ამიტომ გემო დავუკარგე ამ პოსტს, მაგრამ ფოტოებით ვეცდები კომპენსირებას. სოფიმ რომ მთხოვა ფეისბუქზე, ხშირად დაწერე როლან გაროსზე და ქალთა ჩოგბურთზეო, ცოტა დავფიქრდი, რამდენად საინტერესო იქნებოდა ეს უმეტესობისთვის. მაგრამ მე ხომ ძალით არ შემომყავს აქ ადამიანები, ძალიან ადვილია ასეთი პოსტების გამოტოვება, ანუ skip.

ან შეგიძლიათ მხოლოდ პირველი აბზაცი წაიკითხოთ :))

მე საერთოდ ქალთა ჩოგბურთის ხშირი მაყურებელი არ ვარ, მითუმეტეს როცა ინტერნეტით მიწევს ძირითადად თამაშების ნახვა. თუმცა ფავორიტები მყავს.

დღეს როლან გაროსის მესამე დღე იყო, და ჩემმა ორმა ფავორიტმა ქალმა მოიგო:

ჟუსტინ ენინი, რომელიც ამ ტურნირის ფავორიტიცაა [არა მარტო ჩემი :D]



და მარია შარაპოვა [რომელსაც კორტებზე ყოველთვის ძალიან კარგად აცვია]



ჰო, კიდევ ერთი ფავორიტი მყავს - კაროლინ ვოზნიაცკი [თუ ვოზნიაკი, არ ვიცი], რომელიც სულ იღიმება, სულ.




p.s გამოიცანით, ვინ მოიგო დღეს თავის პირველი თამაში?



Update: ფავორიტებს შორის ანა ივანოვიჩი დამავიწყდა :)

7 comments:

  1. ეს ქალი ჩოგბურთელები ნამეტანი დაკუნთულები და არაქალურები არიან :უსერ:

    ReplyDelete
  2. ოლეეეეეე ოლე ოლე ოლეეეეე :)))

    ReplyDelete
  3. გილოცავ სწავლის დამთვარებას და წარმატებები ^_^

    ReplyDelete
  4. მე 2 კვირაში ვამთავრებ და მერე საყვარელი გამოცდები ივნისის ბოლო დღემდე:D

    შარაპოვა მაგარია. და მე საერთოდ თამაშის დროს ხმებს რომ უშვებენ ეგ მახალისებს და კიდე პატარა კაბების ქვეშ ტაკოები რო უჩანთ ხოლმე. საყვარლები ;)

    ReplyDelete
  5. @ ntvare, რომელია არაქალური??? შარაპოვა თუ ვოზნიაცკი? ულამაზესები არიან + ივანოვიჩი კიდევ :mad:

    მადლობა, ნატალია, ისე გამიხარდა, ეს პოსტი რომ ვნახე.
    ჟუსტინი ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თიხის კორტები მისი სტიქიაა და ბევრჯერ აქვს ეს ტურნირი მოგებული. შარაპოვაზე ცოტა მეეჭვება, ძალიან მაღალია, წონაც აქვს და თიხაზე გადაადგილება ყოველთვის უჭირდა. ვოზნიაცკი ნამდვილად ფენომენია, თუმცა არ მინახავს თიხაზე როგორ თამაშობს. ანა ივანოვიჩიც ნამდვილად ფავორიტია და დიდი შანსიც უნდა ჰქონდეს წელს მოგების.

    VIVA JOUJOU!!! ჟუსტინის მეორე ფოტოზე სუნთქვა შემეკრა - მთელი სულით და სხეულით თამაშობს :love:

    ReplyDelete
  6. როდრიგო, come on, იმედია მხოლოდ მაგის გამო არ უყურებ ჩოგბურთს :D

    Sophie, ჟუსტინის დიდი იმედი მაქვს, რომ მოიგებს ამ ტურნირს. by the way, შარაპოვას ხვდება შემდეგ წრეზე. ივანოვიჩმა წააგო უკვე :|

    ReplyDelete
  7. ძალიან ლამაზი სპორტია, ქალებიც სიმპათიურებნი არიან და მამაკაცებიც.
    დამაწყებინებთ თქვენ ჩოგბურთის ყურებას :))

    ReplyDelete