როგორ მიყვარს ეს შემთხვევით მომხდარი რაღაცეები - მოულოდნელობები, რომლებიც სასიამოვნო კვალს ტოვებენ.
არა, ამ შემთხვევაში რამე განსაკუთრებულს არ ელოდოთ. უბრალოდ, ასე შემთხვევით აღმოვაჩინე ერთი მსახიობი.
რამდენიმე კვირის წინ
IMDb-ზე ვათვალიერებდი ფოტოებს და თვალი მოვკარი ვიღაც ქალის სახეს, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. გადავედი მის ფოტოზე და ვეღარც მოვწყდი..
Amira Casar -
მსახიობია, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, თუმცა ძალიან საინტერესო წარმომავლობა და ასეთივე საინტერესო გარეგნობა აქვს. დაიბადა ირლანდიაში, დედა რუსი ყავს [ან ყავდა], მამა კი - ქურთი. ალბათ ამ უკანასკნელი მიზეზის გამო, მასში რაღაც აზიური იგრძნობა, თუნდაც თვალები.. საოცარი თვალები აქვს.


და სხვანაირი სილამაზე - ერთი შეხედვით არ იძლევა ისეთ ეფექტს, როგორსაც მაშინ, თუ კარგად დააკვირდები. რაც მეტს ვუყურებ, მით უფრო ვიხიბლები. მე კი სწორედ ასეთი სილამაზე მომწონს..


ხანდახან მონიკა ბელუჩს ჰგავს თითქოს, მაგრამ მე უფრო სხვას მაგონებს..

Xisca Perello ესპანელია და ბევრისთვის უცნობი ალბათ. თვითონ ისეთი არაფერი გაუკეთებია ჯერ, რომ ცნობილი გამხდარიყო; გარდა იმისა, რომ რაფაელ ნადალის girlfriend-ია.

მის გარეგნობაშიც ყველაზე მეტად თვალები მომწონს - რაღაცნაირი, სევდიანი თვალები აქვს მუდამ.


მე ვთვლი, რომ ადამიანებს გარეგნობაზე ეტყობათ თუ როგორი პიროვნებები არიან. განსაკუთრებით - თვალებზე.
და თუ ჩემს თავს ვენდობი, ჩისკა კარგი ადამიანი უნდა იყოს, ისეთი თბილი თვალები აქვს..


ზუსტად ვერ გეტყვით, რა აქვთ ამირა კასარს და ჩისკა პერელოს საერთო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ერთმანეთთან ასოცირდებიან ჩემთვის..


პ.ს როგორც
ანუშკა თავის Hippie Song-ს, მე ამირა კასარს ვინახავდი დიდ ხანს ასე და არავის ვაჩვენებდი, რომ საბოლოოდ მასზე ეს პოსტი დამეწერა :)