Tuesday, September 28, 2010

ჩემი დაღლილი მეძავები და შემოდგომა

  ეს შემოდგომაც თავს დამატყდა. სულ ისეთი ამინდებია, ქუჩებში რომ უნდა იხეტიალო. აი, მაგალითად ლესელიძის გვერდით არის პატარა ქუჩა. დიდი არაფერი, ჩვეულებრივი, ვიწრო ქუჩაა, თანაც - დამრეცი. იქ პატარა ძველებური სახლს ასევე ძველებური ფანჯარა აქვს და ერთხელ ამ ფანჯრიდან ქალი იყურებოდა. აი, იცით როგორი? არიელში რომ არის ბოროტი, რვაფეხა ჯადოქარი, იმას გავდა. დიდი წითლად შეღებილი ტუჩებით. სანამ არ ჩავიარეთ თვალს არ გვაშორებდა. რაღაცნაირად შემეშინდა, რომ დავინახე. ის კი შეიძლება უბრალო მეძავი იყო, ყველაფრისგან დაღლილი. მე კიდევ ათასი რაღაც გავიფიქრე..



   დაღლილ მეძავებზე გამახსენდა - ნამდვილი მარკესის ამინდებია. მოყვითალო და მზიანი. არა, მარკესს აუტანელი სიცხეებიც უხდება, სულს რომ გიხუთავს, ისეთი.

   მაგრამ მე მარკესს არ ვკითხულობ ახლა.

  გუშინ ბებოს ბიბლიოთეკას მივაკითხე. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, ბებოს თაროებს მივაკითხე-მეთქი. მიყვარს წიგნების არჩევის პროცესი, თან იქ სულ ძველი წიგნებია და ეს ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე პრიალა ფურცლები. ცოტახნით ეზოში ვკითხულობდი. მერე ძილის წინ. როგორ მიყვარს, ღამე ძალიან რომ გეძინება და კითხვას მაინც ვერ ეშვები. მერე უკვე ისე გერევა ძილი, რომ ვეღარ ართმევ თავს და იძულებული ხარ წიგნი დახურო, სასთუმალთან დადო და გაითიშო. .

 წიგნები და შემოდგომა უხდება ერთმანეთს. მითუმეტეს თუ იმ საერთო ორომტრიალში არ ხარ ჩაბმული, დილით ლექციებზე რომ უნდა გაიქცე. და ათასი ვალდებულება კიდევ.

მალე გამოჯანმრთელდი, ნატალია.

12 comments:

  1. მეძავები ხან მიყვარს, ხან – მეცოდებიან, ხან მძულს :| განსაკუთრებით ლიტერატურაში ისეთებად ჰყავთ გამოყვანილი, რა ვიცი.

    მეც მარკესზე ვფიქრობდი წუხელ, ჩემს რაღაც ძველ მოთხრობას ვკითხულობდი და იქ მყავდა ნახსენები. არ გაიცნობდი ისე მარკესს? ასეთ რამეს რომ წარმოვიდგენ, სულ მაძაგძაგებს :)

    მალე გამოჯანმრთელდი, ნატალია, მართლა!!! აღარ გინდა ავად ყოფნა.

    ReplyDelete
  2. ho, shemodgoma da markesiseuli shegrznebebi zalian axlosaa ertmanettan

    male gamojanmrteldi natalia, sanam tbili shemodgomis sagamoebia bevri rom iseirno :)))))

    ReplyDelete
  3. რაღაც შემოდგომისეული ყვითელი და სევდიანი პოსტია

    ReplyDelete
  4. menatreba mSvidad gatarebuli saatebi cignebtan

    magram agar maqvs eg saatebi da ar mgonia rodesme tu meqneba

    marto moparuli cutebiga damrcha cignebtan

    ReplyDelete
  5. მარკესს მე მატარებლებში ვკითხულობ ხოლმე, როცა ბათუმში მივდივარ ან მოვდივარ და ყოველ მგზავრობაზე ვხვდები, რომ იდეალურ არჩევანს ვაკეთებ :)

    ხოოდა, მალე გამოჟანმრთელდი ჩემო ტკბილო ნატალია :*

    ReplyDelete
  6. natalia,modi eqimobana rom vitamashot, mere ra cotati avad tu iqnebi me eqimi viqnbei sul!

    ReplyDelete
  7. Sophie, მეძავების მიმართ მეც არაერთგვაროვან გრძნობებს განვიცდი ხოლმე :))

    babisa, მეც მეჩქარება გამოჯანმრთელება, თორემ მერე შემოდგომის ყვითელ დღეებს შემოდგომის ნაცრისფერი დღეები შეცვლის :))

    ნასტასია, მე იმდენი ხანია უკვე მატარებლით აღარ მიმგზავრია.. თუ რამეა, შენს გამოცდილებას გავითვალისწინებ :)

    ანუშკა, როგორც კი სიარულს შევძლებ [:D], გამოვალ. ერთი სული მაქვს როდის ვითამაშებთ ^_^

    ჰოდა, girls, მადლობა კეთილი სურვილებისთვის <3

    ReplyDelete
  8. მეძავობა ძალიან საინტერესო პროფესიად მიმაჩნია და მიყვარს ეს თემა ლიტერატურაშიც და კინოში ხომ საერთოდ...
    გამოჯანმრთელებას გისურვებ! ;)

    ReplyDelete
  9. -mapatie,rom me isic ar vicodi tu avad iyavi,male gamojanmrtelobas gisurveb,me bevrad ufrosi var,Cemi toli qva agar gdia! zogi Wiri margebelia...avadmyofobis dros maswavles kompiuteris ana-bana,Tanac shvilishvilma...

    ReplyDelete
  10. ისე წერ, გეგონება, ამ ქვეყანაზე, მხოლოდ მზე, ყავა, შოკოლადი და კეთილი ემოციებიაო.
    ნუ ხანდახან თუ დაიყმუვლებს 1-2 ლექცია :))
    ნეტა, ისე გამანაწილებინა ყველაფერი, რომ მეც ეგრე "ვწუწუნებდე" :))))

    ReplyDelete
  11. რა საოცარი დამთხვევაა, მეც მარკესის დელგადინა გამახსენდა რამდენიმე დღის წინ. ახლა მინდა "პატრიარქის შემოდგომა" წავიკითხო.

    შენ თბილი რომ ხარ, ვგრძნობ და მიხარია. მაგრამ ახლა უნდა გამოკეთდე. იარო ფერად-ფერადი ფოთლებში და ერთად იშრაშუნოთ.

    ReplyDelete
  12. რა მაგარია, გუშინ ვეუბნებოდი ჩემს კლასელს მარკესის ამინდებია-მეთქი ^_^

    ReplyDelete