Saturday, September 4, 2010

Something about myself

ვერაფრით ვეგუები ამ ხმაურიან და მტვრიან თბილისს. მანქანების ხმა უფრო ხმამაღალი მეჩვენება, ვიდრე რეალურად არის; სუნთქვა მიჭირს და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო, მაგრამ ჰაერი მაინც არ მყოფნის.

ახლა ფილმს ვუყურებ, წერილები ჯულიეტას. ჰოდა, ამ ქალაქიდან გაქცევაზე ფიქრისას, მგონია რომ ვერონა არის ის ადგილი, სადაც თავს მშვიდად ვიგრძნობდი ახლა. ვერონა იქნება თუ რომელიმე სხვა ლამაზი, ქვაფენილიანი ქალაქი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მარტო ვიყო, ქუჩებში დავდიოდე და არავინ მიშლიდეს ფიქრში ხელს.

ინტერნეტ-სამყაროც ნაკლებად მიმზიდველი გახდა ჩემთვის. ფეისბუქზე შევალ და არ ვიცი, რა ვაკეთო. ბლოგზეც ვფიქრობ, არ მინდა რომ ყველამ წაიკითხოს აქ რასაც ვწერ. შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის გავხადო ხელმისაწვდომი.

უცნაური ადამიანი გავხდი. სოფელში ძალიან კომუნიკაბელური ვიყავი და ხალხთან მაქსიმალურად ვურთიერთობდი, პარალელურად კი თავში ის აზრი მწიფდებოდა, რომ ჩემი ბლოგი ყველას არ უნდა წაეკითხა. დღიურის მაგვარ ჩანაწერებსაც ვაკეთებდი იქ და ნაწილს აქაც გადმოვწერ. არც ეს ჩანაწერები მინდა რომ ყველამ ნახოს, და მაინც ვაქვეყნებ :) მოკლედ, მე თვითონ ვერ გამიგია რა მინდა.

ახლა კი ამ დილაუთენია პოსტს გამოვაქვეყნებ და ფილმის ყურებას განვაგრძობ :)

7 comments:

  1. ...იმედია, მე არ შევალ იმ უბედურთა სიაში, რომელიც შენს ბლოგს ვერ წაიკითხავს :)))
    ან, იმედია, გადაიფიქრებ :* :*

    ReplyDelete
  2. ჰმმმ, რაღაცები ხდება...
    და ეგ როგორ უნდა ქნა, ზოგმას რომ წაგიკითხოს და ზოგმა არა? ანუ ტექნიკურ მხარეს ვგულისხმობ...

    ეხლა გაელ გარსია, რომ დავინახე, მეც ვიწერ უკვე მაგ ფილმს ;)

    ReplyDelete
  3. Zurriuss, ar shexval :)) visac endomeba, yvelas wavakitxeb [blogerebs vgulisxmob]

    undone, sheidzleba settingebidan gaketeba :)

    ReplyDelete
  4. ვაიმე წეღან ვუყურე მაგ ფილმს და ძალიან მომეწონა, საერთოდ ამანდა ძალიან მიყვარს :) დღეს პოსტიც დავწერე მაგაზე

    ReplyDelete
  5. ვენეციაში რომ მივდიოდი მატარებლით, გზად ვერონასკენ უნდა გაგვევლო, ხოდა გული ისე ამიჩქარდა, მეგონა, ჯულიეტას დავინახავდი თავისი აივნიდან :) რა უცნაურია, რომ ადამიანები წიგნებით, მუსიკით და სულ რაღაც ემოციებით ვცხოვრობთ, რომლებიც სხვადასხვა სიმბოლოებს მოაქვთ......

    არ მეგონა, თუ ასე მომენატრებოდა შენი ბლოგი. ახალი პოსტები ისეთია, მინდა ამოვბეჭდო და ძილის წინ წავიკითხო, რომ დამესიზმროს. მადლობა :)

    ReplyDelete
  6. ზურიუსთან ერთად მეც გამითვალისწინე! :)

    ReplyDelete
  7. ეგ ფილმი მე რამდენიმე დღის წინ ვნახე და ძალიან მომეწონა. საერთოდ ამანდა მომწონს თითქოს ფილმებში, არადა არაფერი გოგო არაა. მეც იმაზე ვფიქრობდი, ვერონაში მინდა ცხოვრებამეთქი.
    მეც არაერთხელ მქონია ის აზრი, რომ ყველას არ ვაკითხო ჩემი ბლოგი, ამიტომაც ლინკს არაცის ვეუბნები.



    როდე - გაელი მანდ ყოვლად დებილს თამაშობს :D

    ReplyDelete