Friday, August 6, 2010

Confessions of Jane Austen [or internet] addict

გუშინ ჯენიფერ ლოპესის კლიპს ვუყურებდი იუთუბზე და დავფიქრდი, რამდენი რაღაც შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. მაშინ, 90-იანების ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში ყველაფერი ისე უბრალოდ იყო, მარტივი სიუჟეტით - კლიპში გოგო დილით იღვიძებს, ქუჩაში პოულობს ფულს, ყიდულობს ახალ ტანსაცმელს და საღამოს კლუბში მიდის. მაშინ ასეთ კლიპებს იღებდნენ, ახლა კი ადამიანებს ფეხზე ოც სანტიმეტრიანი საშინელებები აცვიათ და რობოტებს გვანან. მაშინ გოგოები უბრალოდ ცეკვავდენ, ტანის ლამაზი მოძრაობებით. ახლა კი მგონია რომ ყველაფერი ელექტრონული ხდება - მუსიკაც და ადამიანებიც.

ძნელია, შენც არ შეიცვალო. ამიტომ, ძალიან მიხარია რომ კვირას სოფელში მივდივარ. იქ ტელევიზორიც კი არ იჭერს ნორმალურად, მარტო ხმა ისმის ძირითადად და რადიოს ფუფუნებით ვტკბებით ხოლმე. ახლა მახსენდება, ბავშვობაში სოფლის ტახტზე წამოწოლილი რომ ვუსმენდი რადიოში ზღაპრებს, ან ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებზე დადგმულ აუდიო-სპექტაკლს.

სოფელში კი ისევ მე და წიგნები დავრჩებით მარტო. წავიღებ რამდენიმეს, შეიძლება უკვე წაკითხულსაც [ახლა ვფიქრობ, 'უკანასკნელი მოჰიკანი' ხომ არ წავიღო, გუშინ გადავიკითხე, მაგრამ იქ სხვა გემო ექნება :D]. ბავშვობის წიგნების პერიოდი მაქვს. დიუმას წაკითხვის სურვილი გამიჩნდა დღეს, აი მოჰიკანები გუშინ დავამთავრე, როგორც ვთქვი. ჯეინ ოსტინი მინდა მქონდეს, კარგად წაიკითხებოდა იქ. ბედის ირონიით, 'Pride and Prejudice'-ის ელექტრონული ვერსია მაქვს.

აი, ეს სასაცილო ფოტოები ვნახე ამ წუთას ინტერნეტში, ზუსტად თემის შესაფერისი -



პ.ს ჩემს პოსტებს ლამაზ ადამიანებზე, სოფლიდან ჩამოსვლის შემდეგ გავაგრძელებ :)

10 comments:

  1. ეტყობა ბავშვობის ხანაში ვბრუნდებით ყველა. გუშინ ბიულერბიუელი ბავშვები წავიკითხე, დღეს სალტკროკელებს ვკითხულობ და ასე :)

    ReplyDelete
  2. ერთადერთი, რაც დამრჩენია, არის
    ამინნნნნნ :*

    ReplyDelete
  3. საინტერესო დაკვირვებაა, კლიპებს ვგულისხმობ :)

    ReplyDelete
  4. ნატალია, ჩემი ბლოგის მისამართი ჩაასწორე რა ლისტებში: http://www.vasassi.com/

    ReplyDelete
  5. Dissolved Girl, რას არ მივცემდი, ეხლა ეგ წიგნები რომ მქონდეს სახლში :)

    Dato, რთულია არ შეამჩნიო :)

    Vasasi, done :)) და გილოცავ საკუთარ მისამართს :*

    ReplyDelete
  6. როგორ მენატრება ეგ პერიოდი, როცა ჯეილოსნაირი ბუნებრივი, მხიარული და სასაცილო გოგოები ეკრანიდან მიყურებდნენ და სულ ემთივის ვუყურებდი. მართლა ყველა "ცოცხალი" იყო და ახლა ყველა ელექტრონული ადამიანი გახდა :/ თუნდაც ფილმები, სულ სხვანაირია ამავე პერიოდის ფილმები, მე და შენ კი ვიცით.

    :)კარგად დაისვენე, ნატალია! ბევრი წაიკითხე და ისე გაატარე დრო, რომ მერე საოცრად კმაყოფილი და სულიერად გაზრდილი დაბრუნდე.

    ReplyDelete
  7. zustad 1 dgec ver gavzeli :(

    shabats chavivanet viki da shabatsve sagamos vnatrobdi neta es game aq ar viko dasarcheni metqi
    ver gavzeli, ver gavuzeli verc sichumes, verc sufta haers da verc soflis atmosferos

    Tbilisi mikvars

    ReplyDelete
  8. მენატრება ეგ პერიოდი.. მართლა როგორი ელექტრონულები გავხდით..

    ReplyDelete
  9. აბა შენ იცი, კარგად გაერთე და კარგად ისიამოვნე. სიმშვიდეს არაფერი სჯობს.

    ReplyDelete
  10. ,,ბავშვობის წიგნის კითხვის პერიოდი” კარგიაა და მერე სკოლაში, რომ გაყოლებენ თუ რა წიგნები წაიკითხე საზაფხულო არგადადეგების დროს:)

    ReplyDelete