Sunday, August 1, 2010

მე და ლამაზი ადამიანები: წიგნი და კინო

მე მიყვარს ლამაზი ადამიანები. თუმცა, ალბათ ყველას უყვარს.. მაგრამ მაინც, მგონია, რომ მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ. ზოგადად დიდი ხანია ვაპირებ პოსტის დაწერას სილამაზეზე - თითქმის ბლოგის შექმნიდან, მაგრამ ვერასდროს დავიწყე. მგონია რომ რამეს გამოვტოვებ, ან სათქმელს ვერ გადმოვცემ კარგად.

ახლაც არ ვიცი, ზაფხულის ამ ცხელ საღამოს, რამ გამახსენა ეს თემა. თუმცა, მაინც არ ვაპირებ ახლა დაწერას. ან, შეიძლება ითქვას, რომ ის, რაზეც ვწერ, შეიძლება შესავალიც იყოს იმ პოსტის, რომელიც სილამაზეს შეეხება და რომელსაც ალბათ მალე დავწერ :)

ბავშვობიდან, როცა წიგნებში ვკითხულობდი სხვადასხვა ლამაზი ქალის აღწერას, ძალიან მიტაცებდა დეტალები - თუ როგორი ხელები, ან რა ფერის თვალები და თმა ჰქონდა. მერე როცა იგივე ქალებს განხორციელებულს ვხედავდი ფილმებში, თითქმის ყოველთვის იმედგაცრუებული ვრჩებოდი, როცა ჩემი წარმოსახვითი მზეთუნახავების ნაცვლად ვინმე ცნობილი, ხელოვნური მსახიობი შემრჩებოდა ხოლმე ხელთ. ახლა პირველი შორენა კოლონკელიძე მახსენდება. როგორი სათუთად ჰყავს წარმოჩენილი კონსტანტინეს, ისე აღწერს, რომ უბრალოდ, სხვა ქალისკენ გახედვა აღარ მოგინდება. ამ დროს, ვისაც ფილმში გყავთ ნანახი, დამეთანხმებით რომ ოდნავადაც არ ჰგავს კონსტანტინეს შორენას. და მე ორმაგად იმედგრაცურებული ვარ, რომ ეს მსახიობი სწორედ გამსახურდიამ შეარჩია.

რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ გარეგნობაში არ არის. შეიძლება უბრალოდ ისე ითამაშოს მსახიობმა, რომ ის გმირი შეიგრძნო. ამის მაგალითად ანჟელიკა მახსენდება. მიშელ მერსიეს არ აქვს მწვანე თვალები, მაგრამ ჭეშმარიტი ანჟელიკაა, ჩემი აზრით.


რამდენიმე დღის წინ, ჯეინ ეარს ვუყურე. შედარებით ახალი ვერსიაა - 2006 წელს გადაღებული, 4 ეპიზოდად. ეს იყო ერთადერთი ფილმი, სადაც მეგონა, რომ წიგნს ვკითხულობდი. რამდენიმე მომენტში ისე ცხადად შევიგრძენი ზუსტად ის ემოცია, რაც წიგნის კითხვისას მქონდა, რომ სუნთქვა შემეკრა. მისტერ როჩესტერი კი ზუსტად ისეთი იყო, როგორც, მმ.. მისტერ როჩესტერი :) ასე ახლოს ფილმის და წიგნის გმირი არ ყოფილა ერთმანეთთან.

დედოფალი მარგო კი, სხვა არავინ უნდა ყოფილიყო, გარდა იზაბელ აჯანისა.

39 წლის ასაკში, მან შესანიშნავად შეასრულა 20 წლის დედოფლის როლი. მე ვიტყოდი, ეს მისი გარეგნობის დამსახურებაა - თუ მისი ასაკი არ იცი, ფილმში ვერც მიხვდები რომ 20 წლის არ არის :)


p.s
ახლა მოვიფიქრე, რომ რამდენიმე პოსტი დავწერო ლამაზ ადამიანებზე. ეს კი პირველი ნაწილი გამოდის..

ჰო, სავარაუდოდ, სულ ქალებზე იქნება. ალბათ იმიტომ, რომ მამაკაცში გარეგნობაზე მეტად სხვა რაღაცეებს ვაფასებ :)

12 comments:

  1. ummmagresi postia! mec zustad ase vakvirdebi xolme gmirebs, oRond, Sengan gansxvavebiT, mamakacebsac zustad se, rogorc qalebs :D

    mersieze da ajanze 100%

    1 ram mikvirs, mersies dros linzebi ar iSoveboda, xo? :D :D

    ReplyDelete
  2. როგორი ლამაზია ამ ფილმში აჯანი.
    ახლა უფრო ეტყობა ასაკი :| ისე კი მაინც ძალიან კარგად გამოიყურება.

    ReplyDelete
  3. ლამაზე ქალები ჩემი სუსტი წერტილია :)
    კაცებს ჰგონიათ მარტო თვითონ შეუძლიათ ქალის სილამაზით ტკბობა– არადა როგორ ცდებიიიიააან :)

    თუმცა ქალური სილამაზი ეტალონი ნამდვილად არ მყავს. უცნაურია.

    ველოდები გაგრძელებებს :)

    ReplyDelete
  4. მშვენიერია ^_^


    მეც ესე ვარ, წიგნის წაკითხვის შემდეგ, ამავე წიგნის ეკრანიზაციაზე გული მიცრუვდება ხოლმე :შ

    მაგრამ ესე არ მომსვლია ჰარი პოტერზე,სანამ მეექვსე ნაწილი არ გამოვიდა, მხოლოდ სისიმ, მალფოის დედამ გამიცრიუა იმედები :დ

    ReplyDelete
  5. უჰ, მეც მიყვარს ისინი, ვინც ჩამოთვალე
    განაგრძე <3

    ReplyDelete
  6. მიხარია რომ სტიმულს მაძლევთ :) ხოდა, განვაგრძობ, იმედია :)

    ReplyDelete
  7. მე მიყვარს ლამაზი ადამინები :) მაგრამ უფრო საინტერესო გარეგნობისები მიყვარს, აი რომ უყურებ და აღმოაჩენ და აღმოაჩენ და არ ილევა :)
    P.S. როგორც იქნა ავატარი დავიყენე :P

    ReplyDelete
  8. mylpi, shemdegi postis daweras swored eget adamianebze vapireb :P

    p.s gixdeba avatari :))

    ReplyDelete
  9. იზაბელ აჯანის მხოლოდ სახელის წარმოთქმაზე თავიდან ფეხებამდე მივლის...
    ვფიქრობ, ჩემო დაო, რომ ვერმერის "გოგონა მარგალიტის საყურით"-ში დახატული გოგონა გრიტი იმედგაუცრუებლად ჰგავს სკარლეტ იოჰანსონს :)
    შორანამ მეც იმედი გამიცრუა. თვიტონ ის ქალი არ არის ცუდი გარეგნობის, მაგრამ შორენა ნაღდად არ არის.
    ვიცი, რომ ფილმისთვის მსახიობებს თვითონ კოწია არჩევდა. როცა ფილმი ნახა, თქვა, ასეთი არაფერი დამიწერიაო.

    ReplyDelete
  10. მიშელ მერსიე ჩემი უსაყვარლესი მსახიობი და ქალი იყო.
    ყურებამდე ვიყავი შეყვარებული.
    წიგნიც მიყვარდა და ფილმიც
    ასეთი დრამა ბავობა მქონდა, მაშ

    ReplyDelete
  11. იზაბელ აჯანის რომ ვხედავ, ისეთი თეთრი კანი აქვს, მგონია, მარმარილოს ნაზი ქანდაკებაა და ოდნავი შეხებით დაიმსხვრევა. მიყვარს ძალიან.

    ReplyDelete
  12. როგორ გამიხარდა რომ თანამოაზე გიპოვე ახალ მისტერ როჩესტერზე:), მეც ძალიან მომეწონა ეს ვერსია, უბრალოდ ჯეინი ჩემს წარმოდგენაში ზუსტად ისეთია, როგორიც 1996 წელს გადაღებულში და ალბათ იმიტომ რომ ჯერ ეგ ფილმი ვნახე და მერე წავიკითხე წიგნი. მადლობა, გავიხარე :) პირველად ვარ ამ ბლოგზე, მომწონს პოსტები და გესტუმრები ხოლმე :)

    ReplyDelete