Thursday, September 16, 2010

"აქ არავინ არის, სხვაგან ეძებეთ"

ხანდახან არ გქონიათ შეგრძნება, რომ გარშემო ყველაფერი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ფეხს ვერ უწყობთ და სულ, სულ ბოლო მიდიხართ? ზოგჯერ ისეთი რამეებია ჩემთვის პრიორიტეტული, რაც ამ სამყაროს სულ არ აინტერესებს, ან დიდი ხნის წინ მოიწყინა. ამიტომ მე სულ სხვა გზით მივდივარ და კმაყოფილი ვარ ჩემი პრიორიტეტებით, სამყაროც თავისთვის მიდის. ასე ვცხოვრობთ ორივე ჩვენთვის და ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. მერე ისევ მე ვიწყებ შფოთვას, რომ თუ რამეს მინდა მივაღწიო, ჩემი პრიორიტეტები უკანა პლანზე უნდა გადავწიო და რაღაცეები იძულებით გავაკეთო და ასეც ვიქცევი.


მე უკვე არ ვიცი, რა მომწონს და რა - არა. ერთ დღეს შეიძლება ის მომეწონოს, რაც წინა დღეს საშინლად არ მესიმპათიურებოდა. თან ეს ყველაფერი ისე ბუნებრივად და თავისთავად ხდება, რომ მე თვითონაც ვერ ვხვდები ხოლმე. არც ის ვიცი, როდემდე გაგრძელდება ეს ცვლილებების პერიოდი და როდის ვიქნები ჩამოყალიბებული საკუთარ თავში. აი, ამ ეტაპზე, მაგალითად მუსიკის სფეროში, ვუსმენ ჰიპ-ჰოპს. კერძოდ, ემინემს, ლილ ვეინს და კეინი ვესტს. მე კი სხვადასხვა დროს უამრავი ჟანრი მომწონდა, იგივე ჰიპ-ჰოპით დაწყებული და Death-მეტალით დამთავრებული. ანუ რომ მკითხო, რა ჟანრის მუსიკას ვუსმენ, მე კითხვითვე უნდა გიპასუხო, 'ახლა? ახლა ვუსმენ..' და ასე. ზოგადად კი არ ვიცი, რას ვუსმენ.


დღეს ვფიქრობდი, რომ დიდი ხანია რაღაც სითბო არ მიგრძვნია, აი გული რომ შეგეკუმშება და შეიძლება იტირო კიდეც. მერე გამახსენდა, რომ ორიოდე დღის წინ ერიკ-ემანუელ შმიტის [თუ 'შმიდტის'?] 'ნოეს შვილს' რომ ვკითხულობდი, იმ ეპიზოდზე, გერმანელი ოფიცერი რომ შევა საშხაპეში, სადაც ებრაელი ბიჭუნები არიან, ოფიცრის სიტყვებზე 'აქ არავინ არის, სხვაგან ეძებეთ', კინაღამ ავღრიალდი. მარტო რომ ვყოფილიყავი, მხოლოდ ჩუმ ცრემლებს ალბათ არც დავჯერდებოდი. საერთოდ ნაწარმოები მომეწონა, დიდი ხანია ასე გული არ გამთბობია კითხვისას.

ისიც არ ვიცი, ამ რეზიდენტურის გამოცდას რატომ ვაბარებ. უფრო სწორედ, სერიოზულად არ ვფიქრობ ამ ყველაფერზე და ვაბარებ 'ყოველი შემთხვევისათვის'. და საერთოდ, მგონია რომ ბევრს ვლაპარაკობ ჩემს თავზე - აქ, ბლოგზე. ხალხს კი თურმე ბლოგებზე რამე შემეცნებითის წაკითხვა უნდა, სადღაც წავიკითხე რამდენიმე დღის წინ. ჰოდა, აქ ნუ შემოხვალთ, ვერაფერ შემეცნებითს ვერ ნახავთ. მხოლოდ საკუთარ თავზე ვწერ.



პ.ს ისე, პოსტში რომელიმე კონკრეტული წიგნის ხსენება, შემეცნებითად არ ითვლება ვითომ?..

12 comments:

  1. ვაიმე ნატალია შენ ამბობ შემეცნებითი პოსტები არ მექნებაო!?

    ერთს გეტყვი:

    რაც არ უნდა ვაფრქვიო ჩემი აზრები პლატონზე, დოსტევსკზე, ვწერო ფელინზე, ალმოდოვარზე და ვაჯამო ხელოვნების დარგები ვერაფერს გავხდები, თუკი ადამიანს თავად არ სურს განვითარება. რაში გვეხმარება განვითარება? ადამიანებთან ურთიერთობაში, ყველაფერი ესაა! შენი 1 პოსტი მთელ ჩემს 100 პოსტს უდრის, რადგან შენ [და შენნაირი ტიპის ბლოგები] წერთ ურთიერთობებზე! ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც მკითხველებს პირდაპირ ეხმარებათ გაზრდაში... მე ესე მგონია და სხვისი არ ვიცი...

    ReplyDelete
  2. gamarjoba, natalia . me didi xania vkitxulob shen blogs . dzalian miyvars roca shens tavze cer . da mainteresebs rezidenturashi abareb xo> da ra specialobaze? ise mec shens universitetshi vscavlob me 4 kursze da mixaria roca medicinazec cer.

    ReplyDelete
  3. ნოეს შვილი" რომ წავიკითხე, არ მესიამოვნაასვით. არ მიყვარს ეგეთი ნაწარმოებები. მთელი ტრაგიკული ცხოვრება რომ არის ასახული. მირჩევნია რომანები.

    ჩემთვის შენი პოსტები უმშვიდესია. არ მიყვარს ზედმეტად ინფორმატიული პოსტები, მერე დაძაბული ვკითხულობ ხოლმე.

    ხოდა ჩემთვის შენ საინტერესო ხარ.

    ReplyDelete
  4. როგორ კარგად მესმის ნატალია შენი, განმცდია იგივე სხვადასხვა პერიოდებისას.
    ყველაფერი თავისთავად გარდაიქმნება და ძალას ნუ დაატან :)

    ReplyDelete
  5. :) samyaro isetia, yvela adamians aucyobs fexs. es ubralod raghac tendenciebis da maskulturebis gavlenaa, rom chven gvgonia chamovrchit imas, rac yvelas moscons. sinamdvileshi samyaroshi yvelastvis yvelaferia.
    Eternity respects your individuality :))

    ReplyDelete
  6. ანუშკამ რაც დაწერა, მეც იმის თქმა მინდოდა.

    მე რას ვუსმენ ამ ბოლო დროს, იცი? http://www.youtube.com/watch?v=SBClImpnfAg&feature=related

    მე როგორ მიყვარს პირადი ბლოგები, ხომ იცი, ოღონდ არაბანალური, აი, შენი, ანუშკასი და კიდევ რამდენიმე. ადამიანმა თუ ჯერ საკუთარი თავი არ "შეიმეცნა", მთელი ლიტერატურა–მუსიკა–კინემატოგრაფი რომ გადააბრუნოს, მაინც ვერ გაიზრდება.

    ReplyDelete
  7. undone, ვაიმე, რა ვთქვა არ ვიცი, გაღიმებული ვზივარ მონიტორთან შენი სიტყვების მერე :)

    Anonymous, მე შენი კომენტარი გამიხარდა :) კი, რეზიდენტურაში ვაბარებ, თერაპიაზე ანუ შინაგანი მედიცინა :)

    Kate, 'ნოეს შვილი' ტრაგიკული სულაც არ იყო :) ნუ, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.

    babisa, :) <3

    ანუშკა, ჰო, ეგრეა. მე ის უფრო მაწუხებს, რომ ვშფოთავ ხოლმე, ვიდრე ის, რომ ჩემი პრიორიტეტებით ვცხოვრობ :))

    სოფი, შენც ჩემსავით აკვიატებები გაქვს მუსიკაში მგონი :)

    პ.ს ადამიანებო, აი დღეს რომ შემოვედი და წავიკითხე თქვენი კომენტარები, ის სითბო ვიგრძენი, პოსტში რომ ვწერდი :)

    ReplyDelete
  8. არა, ანუ სულ რომ უსიამოვნო რაღაცეები ხდება და რაღაც.

    ReplyDelete
  9. რთული პერიოდი ჰქვია მაგას და აქ რომ გესაუბრებიან, დაუჯერე ამათ. ამასობაში დროც გავა და მალე სხვა შინაარსის პოსტს დავინახავ :)

    ReplyDelete
  10. ამ ბოლო დროს დავაკვირდი და უფრო ინტენსიურად პირადულ-ნარევ ბლოგებს ვკითხულობ :)
    უფრო საინტერესო წასაკითხია :)

    ReplyDelete
  11. pelagiaa, ჩემთვისაც :) ინფორმაციას და ლიტერატურას სხვა საიტებზეც გავეცნობი, ბლოგებზე რომ არ ვეძებო. თუმცა, იგივე ლიტერატურაზე, ბლოგერების სუბიექტური აზრები საინტერესოა, როცა კარგად გადმოსცემენ, ემოციებს და ა.შ და სტაჟიანი კრიტიკოსებივით არ იწყებენ წერას :))

    ReplyDelete
  12. Natalia
    მართალი ხარ, ზოგჯერ დაშტამპული და ვიღაც ძალიან პროფესორის აზრებს ამა თუ იმ თემაზე მირჩევნაი სრულიად უბრალო,მოკვდავი ადამიანის აზრი, ალბათ იმიტომ ,რომ მათ ნააზრევში მეტი შანსია რაღაც "შენი" იპოვო :)

    ReplyDelete