Sunday, September 5, 2010

მოსაწყენი ყოველდღიურობა, რომელიც მსიამოვნებს

რეალურად, უკვე აღარ მსიამოვნებს..

ეს დღეები ბევრს ვფიქრობ და წერა მინდა, მაგრამ არ ვწერდი.

  აქ ყოფნა მამშვიდებს, მაგრამ გარშემო ისეთი ხმაურია, ვიღლები. მუსიკა მენატრება და შორიდან მომავალ K'naan-ის ჰანგებზე ცეკვას ვიწყებ ლამის.
თბილისშიც არ მინდა, იქ ის მელოდება, რაც სულ მაქვს. . ადამიანების დანახვა ისე მახარებს, რომ უცნობებსაც კი ვუღიმი და ვესალმები. აქ ’გამარჯობა’ არავის უკვირს, ღიმილი კი უცნაური ამბავია.

  ორი დღით ლეპტოპი მქონდა, თუმცა უინტერნეტოდ. სულ არ მომნატრებია. თუნდაც ინტერნეტი მქონოდა, დიდი არაფერი.

  მივხვდი რომ ბავშვები კარგად ერთობიან ჩემთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მე ვგრძნობ თავს კარგად მათთან და თამაში სიამოვნებას მგვრის.
შორტები მაცვია და ფეხები აივანზე მაქვს შემოწყობილი. ბებო ძველ რადიოს უსმენს. მეზობლად ბავშვები ხმაურობენ და ასაკოვანი დედა თავის მცირეწლოვან ბავშვზე ნერვიულობს. ეს ქალი ყოველდღე მხვდება წყაროზე, 45 წელზე მეტის იქნება და 2 წლის შვილი ყავს.


  ვნანობ, რომ გარეთ მარტო სიარული მეშინია. I mean, ტყეში მეშინია და პრინციპში, სოფელშიც - ძაღლების. ისე მინდა მარტო ხეტიალი.. იქნებ მოწყენილობისგან ძაღლებიც დავიკიდო და ვიხეტიალო. რა უცნაურია, მთელი ბავშვობა და შემდგომი პერიოდიც აქ ვატარებდი ყველა ზაფხულს და თითქმის არავის ვიცნობ, მარტო ’ვიღაცის’ [აქ კაცის სახელი] გოგო ვარ, როგორც ყველა ჩამოსული ახალგაზრდა და ასე მცნობენ. და მერე ’აა, რა კარგი გოგოა’, სახე გაუნათდებათ ხოლმე. ბებოს აზრით, შორტები მოკლეა. ჩემი აზრით კი თავს კომფორტულად ვგრძნობ.

  თბილისში ძალიან ცხელა თურმე. აქაც ცხელა დღისით და გრილ ოთახს ვაფარებ თავს. Facebook ყველამ გაიგო და ჩემი ნათესავები აპირებენ, დამიმეგობრონ. მე კი არ ვიცი, მინდა თუ არა, რომ მათ ჩემი ბლოგი წაიკითხონ.
აქ მთელი დღე ნიავია, ხან ქარიც და ბადმინტონს ვერ ვთამაშობ. ღამით 12 საათზე ვიძინებ და დილით 9-ზე ვიღვიძებ. თავიდან კი უძილობა მტანჯავდა და ყოველ გაფაჩუნებაზე შიშისგან ვკანკალებდი. ასე მგონია, მთელი სამყაროს მწერებმა აქ მოიყარეს თავი; მძულს ღამის პეპლები. თაგვები არ არიან, მაგრამ მე ყველგან ისინი მეჩვენება.
ყავასაც კი მხოლოდ ერთხელ ვსვამ დღეში და მყოფნის.

  მოსაღამოვდა. რომ დაღამდება, თაფლიან ჩაის დავლევ და აივანზე დავჯდები, მერე ისევ გათენდება.
ხალხი 19 აგვისტოს ელოდება, რომ მერე ყველაფერი შეიცვალოს და აგრილდეს. ხალხი წვიმასაც ელოდება, რომელიც არც თუ ისე ხშირია აქ.

  მე მწვანე კალმით ვწერ და მეუცნაურება, რომ კლავიატურის ხმა არ მესმის. ეხლა თარიღი უნდა დავწერო აქ, თავისით არ დააპაბლიშებს. 17 აგვისტოა თურმე, მობილურმა მამცნო. 8-ის 20 წუთია.

  გრიგოლ რობაქიძის დღეები მაქვს. რატომღაც თბილისშივე მომინდა, ’გველის პერანგი’ მეორედ წამეკითხა და წამოვიღე. რაღაცნაირ აურას ქმნის გარშემო.

როგორ მგავს ეს ნახატი, ხომ არ იცით.. [Sophie, only you'll know what I mean :)]



ქარის მოტანილი სიმღერა ფონად:

6 comments:

  1. First thing when I wake up
    and right before I close my eyes at night
    I think,
    sense,
    Feel man like
    I'm under some kind of microscope
    satellites over my head
    transmitters in my dollars
    hawking, watching, scoping, jocking
    scrutinizing me
    checking to see what im doing
    where i be
    who i see
    how and where and with whom I make my money
    What is this??

    Excuse me miss
    May i have your phone number and your social security?
    Who me?
    When all i came to do is buy my double or triple A batteries
    Please
    I DECLINE!!!

    Watching me [7 times]
    Ah


    ;)

    ReplyDelete
  2. ნატალია, მალე დაბრუნდი, მალე..
    მომენატრა შენი პოსტები..

    ReplyDelete
  3. natalia
    dabrunda tavisi gemrieli postebit
    hoda chven gvenatrebodi
    rad undat natesavebs sheni blogi? ar undat
    da irrubaqidze kide chemi siyvarulia <3

    ReplyDelete
  4. kargi muxti shemoitana shenma postma chemshi :) emociuri da romantikuli :*

    ReplyDelete
  5. ეს ბლოგი ჩემი მეორე ბლოგია, ოღონდ არა ჩემი კლავიატურით.

    პირწიგნაკსა და ნათესავებზე მეც იგივე აზრის ვარ. იქ კი მყავს უამრავი ნათესავი, მაგრამ სამაგიეროდ ბლოგს არ ვაპიარებ ხოლმე.

    შორტები ჩემთვისაც მოკლე იყო და ვინმე მეც მეტყოდა მაგას, მაგრამ მეც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. თუმცა მე მაინც ყველა მიცნობს იქ და არავინ იტყვის "ვიღაცი"-ს შვილიაო, თუმცა უმაგისობაც არ არის.

    მომენატრე :***

    ReplyDelete