დღეს სექტემბრის თბილი, მზიანი დღეა და ჰაერში ყურძენის სუნი ტრიალებს. გარეთ მეზობლები ხმაურობენ. მოკლედ, ისეთი დღეა, როგორიც სიტყვა 'სექტემბრის' გაგონებისას წარმოგიდგება ადამიანს.
ბლოგერები ბათუმში არიან, კინოფესტივალზე. მეც შეიძლებოდა ვყოფილიყავი იქ, და რომ წარმოვიდგენ, რა ბედნიერი ვიქნებოდი ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო, უკვე ბედნიერად ვგრძნობ თავს. სექტემბრის ბათუმი - რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი.
სექტემბერი ჩემი თვეა. ოქროსფერი და თბილი. ისეთი თვეა, მთელი ცხოვრების გეგმები რომ უნდა დააწყო ადამიანმა. არა, გეგმები არა, ძალიან პრაგმატული და მშრალი გამოდის. აი, ისეთი დროა, რომ გიჩნდება სურვილი შენს ცხოვრებაში რაღაცეები შეცვალო, ზოგი რაღაც უცვლელად დატოვო და ახალი ძალებით შეუდგე ცხოვრებას. ან, შეგიძლია, არაფერიც არ შეცვალო, არც გეგმები დააწყო და უბრალოდ დატკბე თბილი დღეებით.
სექტემბერში ჩემი დაბადების დღეა, და კიდევ ნატალიობა, რომელიც მე პირადად მიყვარს და სულ არ არის აუცილებელი, სხვებსაც უყვარდეთ. სექტემბერში ახალი წელია კიდევ. ძველად ქართველები სწორედ 14 სექტემბერს აღნიშნავდნენ ახალ წელს. ინდიქტიონი ქვია, თუ სწორად მახსოვს.
და კიდევ, სექტემბერს ძალიან, ძალიან უხდება ამელის მუსიკა.
რაოდენ სასიამოვნოა, რომ ყოველთვის სითბოა შენს ბლოგში. მაშინ რომ მომწერე, თავში ჩამრჩა, მაგრამ შენი ნომერი არ ვიცი და ალბათ რომც ვიცოდე, მართლა მომერიდებოდა.
ReplyDeleteდღეს ახალი სტილით არის ქეთევანობა, ძველი სტილით ცოტა მოგვიანებით.
სიმშვიდეა ამ ბლოგში და მიყვარს.
:***
natalia , mxolod tavis grznoba kiara , martla aq unda iyo da kargi iqneboda :*
ReplyDeleteმეც ვფიქრობდი ბათუმისკენ, მაგრამ სწავლა დავაყენე პირველ ადგილზე ისევ და...
ReplyDeleteარ მიყვარს შემოდგომა...ზამთარს ველოდები! :)
@ქეით, გილოცავ შენს დღეობას :) :*
ReplyDelete@ნატალია, რა საინტერესოა, არ ვიცოდი, თუ ძველქართულითაც სექტემბერში იყო ახალი წელი. ნამდვილად გაბრწყინდება იბერია ოდესმე, იმიტომ, რომ "ჩემიანია" თავისი სულით :)
სოფ - :***
ReplyDeleteდიდი მადლობა.
Kate, ძველი სტილით რომ იქნება, მაშინ მოგილოცავ :)) იმიტომ რომ ნატალიობასაც ძველი სტილით აღვნიშნავ მე :)
ReplyDeletebabisa, სამაგიეროდ ფოტოებით და თქვენი პოსტებით მანდ ვარ :)
undone, მეც სწავლა დავაყენე პირველ ადგილზე :)
სააღოლ, ბოლოს მაგრად დაამთავრე!
ReplyDeleteგუშინ მეც ამელის ვუსმენდი :)
მაგიტომ არ მითქვამს :D :D
ReplyDelete:**