ეს პოსტი რამდენიმე დღეა, დაწერილი მაქვს და რატომღაც აქამდე ვერ გამოვაქვეყნე. სანამ კითხვას დაიწყებდეთ, ჩართეთ მუსიკა პოსტის ბოლოს; ბოლო ნახევარი საათია მე გადაბმულად ვუსმენ და ვუსმენ..
იცით, რომ რაფას ’მისტერ აპრილს’ ეძახიან? ვინაიდან ის ამ თვეში თითქმის არასდროს აგებს, ასეთი წოდება მიანიჭეს - მისტერ აპრილი.
იცით, რომ რაფას თითქმის 1 წელი [უფრო ზუსტად კი - 11 თვე] ერთი ტურნირიც კი არ ქონდა მოგებული? და როდესაც მისი თვე მოვიდა, ზედიზედ 2 ტურნირი მოიგო - მონტე კარლოში და რომში [ეს უკანასკნელი მაისშიც გადავიდა, მაგრამ აპრილი მაინც უფრო მნიშვნელოვანია, არა?]
იცით, როცა რაფამ მონტე კარლოს ტურნირი მოიგო და წაგებების სერიას როგორც იქნა ბოლო მოუღო, ბევრი იტირა. აი ასე, დაეცა თიხაზე და იტირა.
მერე პირსახოცში ჩარგო სახე და მხრები უცახცახებდა [კონკრეტულად ამ ფაქტის ფოტო არ მაქვს]
შემდეგ თასი აღმართა და უკბინა კიდეც.
და იცით, რომ რაფამ ეს ტურნირი [მონტე კარლო] ზედიზედ მეექვსედ მოიგო და რეკორდსმენიც გახდა?
იცით, რომ რომში რაფამ ნახევარფინალში უფრო მეტად გამოხატა გამარჯვების სიხარული, ვიდრე ფინალში [ვინაიდან პირველი უფრო რთული იყო მისთვის, ვიდრე მეორე..]
ფინალი
ახლა ხომ უკვე იცით, თუ რატომ უწოდებენ რაფას მისტერ აპრილს..
ჩემი მეგობრის საყვარელი ჩონგბურთელია, ხოდა მისი ყოველი წაგება მისთვის დიდი სტრესი იყო ხოლმე. არ ვიცი ეგ უფრო ნერვიულობდა თუ ჩემი მეგობარი.
ReplyDeleteგილოცავ მაშინ, ჩემი ნატალია, აპრილს :)))
ReplyDeleteda Sen Miss April xar maSin :-)
ReplyDeletevaime, TiTebi... ://///// sawyali, ise ra zalian dangreul-dabegvilia xolme ://
xo, marTla... ara, mere getyvi, roca ukve gavakeTeb :-)
ReplyDeleteესე იგი რაფა შემიყვარდა:D
ReplyDeleteტომუშკა, მაგას მეც სულ ვფიქრობ ხოლმე - წაგებისას რაფა უფრო ნერვიულობს, თუ მისი გულშემატკივრები :D
ReplyDeleteCinnamonGirl, :) დიდი მადლობა ნატალიასგან :)
AnnA, ოოჰ, ცნობისმოყვარეობა მომკლავს, რა უნდა გააკეთო? :D
როდრიგო, ჰაჰა :D
"ნატალიასა და რაფას" გუნდური ბლოგი :))
ReplyDeleteნატ, გეხვეწები იქნებ ეს საუნდტრეკი ამიტვირთო რა..
ReplyDeleteვგიჟდები ამ ფილმზე (შენც გეცოდინება).
ხოდა ამ მელოდიაზეც.
ხოდა იქნებ გეგულება კომპიუტერში.
Kate, ar maqvs samwuxarod, magram movdzebni da tu ramea, gagiziareb :)
ReplyDeleteააა...
ReplyDeleteუი...
ოკ.
vamos rafa !!!!! :X:X:X
ReplyDeleteარ ვიცოდი ასეთი საყვარელი თუ იყო ეს ბიჭი :)
ReplyDeleteნინა, არის, მართლა არის :) <3
ReplyDelete