Tuesday, March 9, 2010

Sunny's Ghost In Wonderland

"Wondering is the main reason why I was born"





Wonderland-ში არასოდეს ვყოფილვარ. დიდხანს არც მჯეროდა, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა, ან თუ არსებობდა, მე წავიდოდი...

ზოგჯერ წარმოვიდგენ, რომ სრულიად უცხო ქალაქში გამოსული, იისფერპალტოიანი მოჩვენება ვარ, თმა ისე მაქვს სახეზე ჩამოყრილი, რომ ადამიანებმა ვერ დამინახონ და დავდივარ. ვიყურები აქეთ-იქით და ყველაფერი მიკვირს. ყველაფერი ისეთი უცხოა, მიწასაც სხვა ფერი აქვს და ხეებსაც, ადამიანებსაც კარგად ვერ ვარჩევ და ვიღიმები ჩემთვის. მოჩვენებებს თავისუფლად შეუძლიათ გიჟები იყვნენ და ცოცხალი ჭკვიანებისგან განსხვავებით, როცა მოუნდებათ, მაშინ იცინონ.

ასე ვიყავი ზუსტად დღეს, როცა მოჩვენებების wonderland-ში მოვხვდი. ძველი, ტალახიანი ბათინკები მეცვა და უცებ მივხვდი, რომ ხანდახან თავი მარკესის გმირად მომაქვს; ისე არ ვიქცევი, როგორც, ჩვეულებრივ, იქცევიან. ერთ ავსტრალიელ მწერალს აქვს მოთხრობა: ქალი და კაცი სიკვდილის წინ შეხვდებიან ერთმანეთს, სადმე კონკრეტულ ადგილას კი არა, უბრალოდ ისე შეხვდებიან; ავტორი არაფერს აღწერს, უბრალოდ ამბობს, რომ შეხვდნენ და დიდხანს ლაპარაკობდნენ. ბოლოს მოთხრობა ისევე გაუგებრად მთავრდება, როგორც დაიწყო. დიდხანს ვერ ვხვდებოდი და დღეს მოჩვენება რომ გავხდი, გამახსენდა. ადამიანები იმდენს ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც არ ესმით ერთმანეთის. იმ მოთხრობაშიც ასე იყო, ორივე მომაკვდავი საკუთარ ისტორიას ჰყვებოდა, ოღონდ ერთმანეთს არ უსმენდნენ და არც თვალებში უყურებდნენ.

ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ყველანი მოჩვენებებად ვიქცეთ და აღარასოდეს ამოვიღოთ ხმა. Can we?

Monday, March 8, 2010

Wrong color, wrong size, wrong shape, wrong, wrong, wrong!

საერთოდ, ფილმებს არასდროს ვაფასებ ჯილდოების, შემოსავლის ან თუნდაც რეჟისორის მიხედვით. ერთადერთი რეჟისორი, რომლის სახელის გაგონებაზეც შეიძლება ფილმით დავინტერესდე - ვუდი ალენია. სწორედ ამიტომ მიკვირდა თავის დროზე, ავატარს ასეთი ინტერესით რომ ელოდებოდნენ. როცა ვიკითხე, წინასწარ რა იცით რომ კარგი იქნება-მეთქი, ტრეილერზე და ბიუჯეტზე ეტყობა, და კიდევ ’ტიტანიკის’ და ’ტერმინატორის’ შემქმნელისგან არისო. როგორ შთამბეჭდავია არა?

ვერც ოსკაროსანი ფილმები ახდენენ ჩემზე შთაბეჭდილებას, თუ რა თქმა უნდა წინასწარ ნანახი და მოწონებული არ მაქვს. უხშირესად ვერც ვხვდები, რა კრიტერიუმით ანიჭებენ ფილმებს ჯილდოს და იშვიათია, რომ ოსკაროსანი ფილმი მომეწონოს.

ვინაიდან თავიდანვე ვთქვი, ფილმების ტიტულები არ მაინტერესებს-მეთქი, ახლა აღარ დავიწყებ გუშინდელი [თუ წუხანდელი] ოსკარის შესახებ საუბარს. ერთს ვიტყვი მხოლოდ - ერთ ადამიანს უთქვამს [სამწუხაროდ, არ მახსოვს ვის და როდის], ოსკარი რომ ობიექტური იყოს, საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულს ყოველ წელს მერილ სტრიპი უნდა იღებდესო.

ოსკარის ცერემონიალს არასდროს ვუყურებ. მხოლოდ მეორე დღეს ინტერნეტში ვნახულობ იმას, რაც მაინტერესებს - წითელი ხალიჩის ფოტოებს [მე ვთვლი რომ ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ ეს არის]. დღესაც ასე მოვიქეცი.

ასეთი შეგრძნება დამრჩა - ან დიზაინერები ვეღარ ქმნიან გემოვნებიან სამოსს, ან ერთდროულად ყველა მსახიობმა დაკარგა გემოვნება.

სხვების ფონზე შედარებით ვინც მომეწონა -

დაიან კრიუგერი


კამერონ დიასი


რეიჩელ მაკადამსი


დემი მური


ჯენიფერ ლოპესი - ყოველთვის მომწონდა ეს ქალი. [კაბაზე არაფერს ვამბობ]



და ბოლოს პენელოპე <3 ძალიან ლამაზი იყო, როგორც ყოველთვის. თუმცა, კაბა ნაკლებად, მაგრამ თვითონ კი ბრწყინავდა

Friday, March 5, 2010

Crazy March thing

ვინაიდან ისე მოხდა, რომ მარტის პირველ სამ დღეს ყოველდღე პოსტები მქონდა, მომინდა გამეკეთებინა ასეთი რაღაც: 31 დღე - 31 პოსტი. ანუ, ყოველდღე პოსტი დამეწერა. ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ეს არც თუ ისე საინტერესო იქნებოდა.

ახლა კი მოვიფიქრე, რომ მარტი იყოს სტუმრების თვე Wonderland-ში. მინდა, რომ რამდენიმე ბლოგერი სხვადასხვა დროს მესტუმროს და პოსტი დაწეროს.

Here they are:

[and yes, they're all girls :)]

ჰოდა, ვისაც არ გინდათ, შეგიძლიათ უარი თქვათ; მე უბრალოდ გეპატიჟებით :) მთელი მარტი წინ გაქვთ, და როცა გინდათ, მეწვიეთ :)

Wednesday, March 3, 2010

I die, I die. I live, I live.

ან უბრალოდ - Ka mate, Ka mate. Ka ora' Ka ora' !

ეს ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების ერთგვარი ლოცვა თუ ჰიმნია, ყოველი თამაშის წინ რომ აღავლენენ. მე ჟრუანტელი მივლის, როცა ვუყურებ.



რა შუაში იყო All Blacks და რამდენიმე დღის წინ პირველად ვნახე ტექსტის თარგმანი, სიტყვებიც შთამბეჭდავი აქვს. თან, ქვემოთ რაზეც ვაპირებ წერას, ერთგვარად არის კავშირში მასთან.

ახლა კი სულ სხვა მიმართულებით ვაპირებ გაგრძელებას. ჯერ ის, რომ მარტის ყოველ რიცხვში პოსტი მაქვს. ნუ, სულ სამია და აქედან ერთი ბაბისას ეკუთვნის. მომწონს ეს ფაქტი :)

ორიოდე დღის წინ ჩემს საყვარელ საიტზე ფოტოებს ვათვალიერებდი და ვამბობდი, რა საოცარია ინტერნეტი, შეგიძლია ფოტოებით მსოფლიო შემოიარო-მეთქი. მე მართლა მქონდა შეგრძნება, რომ ვიმოგზაურე. თითქმის ყველა კონტინენტიდან ვნახე რამდენიმე ქვეყნის ფოტოები. ყველა ქვეყანას აქვს თავის მახასიათებელი ნიშანი, და უკვე სურათებითაც შეგიძლია ამოიცნო, რომელ ქვეყანაშია გადაღებული.

გუშინ სოფის პოსტი ვნახე, ზუსტად ჩვენს დედამიწაზე წერდა. მერე დავფიქრდი, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, მე კიდევ ბევრი რამის მოსწრება მინდა.

მოგზაურობა მინდა, ის საოცარი ქვეყნები მინდა ვნახო, აქამდე ფოტოებით რომ ვეცნობოდი. ადამიანები, მთები, სანაპიროები და შენობები.

ამ ბოლო დროს, კიდევ ახალი გატაცებები და სურვილები მაქვს. მაგალითად, კულინარია. საერთოდ ბევრს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ როცა ვაკეთებ, სიამოვნებას მანიჭებს მზადების პროცესიც და მერე გასინჯვაც, თუ როგორი გამოვიდა. თუმცა, სადმე ვერ ვიმუშავებდი კულინარად - რასაც ვაკეთებ, ის ისევ მე და ჩემთვის ახლობელმა ადამიანებმა უნდა მივირთვათ, სხვებს ვერ დავუთმობ.

საერთოდაც, ბოლო დროს ცოტა დაბნეული ვარ. არ ვიცი, რა მინდა მტკიცედ და რა - არა. უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარება და მგონია, რომ მუდმივი არაფერი არ არის, მიზნებიც კი.

ჰო, ჩემი ფოტო-მოგზაურობის კოლაჟი.

ბრაზილია, რიო


სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი


იაპონია, ტოკიო


დუბაი


ავსტრალია, Perth [ზუსტად არ ვიცი, როგორ გამოითქმის]



ახალი ზელანდია

მიკრონეზია


ულამაზესი საბერძნეთი <3




და ბოლოს, სიცოცხლის მუსიკა




The sun shines!

Rise!

Tuesday, March 2, 2010

რა გვსურს ქალებს?!

სათაურივე ამხელს პოსტის სავარაუდო შინაარსს

მაგრამ მაინც

გაზაფხულმ7ობისა

ახლა ღამეა, თან ისეთი ღამე, ნაძალადევი ძილის დრო რომ არის და იიძულები დაიძინო, წინასწარ -ხვალისთის ,მაგრამ მაინც რომ ბუობ. და თან კიდევ ისეთი ღამეა, თავს როცა იმით ვიმართლებ, რომ პმს-ია და შემიძლია მას ამოფარებულმა სისულელეები ზედმეტი თავშეკავების გარეშე გახსნილად ვილაპარაკო. ამდენი ფაქტორის თანხვედრით პირად ბლოგზე დაწერაც მომინდა, მერე გამახსენდა ნატალიას მოწვევა და მეც კმაყოფილმა დავიწყე..


დავიწყე იმით, რაც მეწერინება.
ცოტა შორიდან თუ მოვუვლი, ვიტყვი, რომ ბოლო დროს თავს ვუჩიჩინებ- "მავნებელია ზედმეტი ფიქრი", ეს მაშინ ხოლმე, როცა ადამიანის არსიდან დავიწყებ და გლობალურ პრობლემებამდე გადავჭიმავ მთელ დარდებს, რომ აი, თუნდაც წინა კვირაში - ქუთაისში წასვლისას, აი ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა გზაა და თან ფანჯარასთან ვიჯექი და მთელი გზა, მთეეეელი გზა ვუყურებდი გარშემო გაზონივით არსებულ ნაძვებთან თუ უბრალოდ ტყის პირებთან როგორ ეყარა პლასტმასის თეფშები, ჭიქები, ბოთლები, ცელოფნები.. აქა-იქ კი არა,ყველგან.... ჰო, აი ,ახლაც ვერ გამოვტოვე, რომ არ დამეწერა ამაზე :|ჰოდა, მოკლედ, მავნებელია ზედმეტი ფიქრი - ამაზე შევთანხმდით.

მაგრამ 'ზედმეტის" გარეშეც შეიძლება იმაზე ფიქრი, რა გვსურს ჩვენ - ქალებს?!

თავიდან ვიტყვი, რომ არ ვწერ 'ანტიმამრული" განწყობით და არც "სინსილა"-ს შთაგონებით,  ჯუსტ ზოგჯერ ჩვენც გვჭირდება რაღაცეების ცოდნა და სწორად დანახვა და ზოგჯერ, ბუნებრივია - მამაკაცებსაც. მე ჩემის მხრივ ვიტყვი მნიშვნელოვან დეტალებს, დანარჩენები კი თქვენ მიამატეთ :)


ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქალები ზედმეტად რთულები ვართ, სულ რაღაცეებს ვითხოვთ, სულ რაღაცეები არ გვაკმაყოფილებს- აი, მამაკაცები იშვიათად წუწუნებენ, თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობენ, ხშირად, უბრალოდ ადგებიან და სხვაგან წავლენ- ასე იჭრება მამკაცური პრობლემები (არა ყოველთვის (!)) ქალები კი წერენ სახელმძღვანელოებს, კავდებიან თითგამოხატვით, მერე კი გამუდმებით ოცნებებს ადარებენ რეალურ პიროვნებას, შექმნილ იდეალებს ვერ უთანხმებენ და შედეგად მუდმივი პრობლემები რჩებათ.

მაგრამ- ამ ყველაფრის გათალისწინების მიუხედავად, მაინც არის დეტალები, რაც ჩვენთვის - ქალებისთვის მნიშვნელოვანია.

-ჩვენ ასეთები ვართ, ამას ვითხოვთ, ასე გვსურს- ვაღიარებ, განვსხვავდებით და თქვენთვის ამ სხვაობების მიღება ცოტა ძნელია, მაგრამ გენდერული ფაქტორები, მიუხედავად სხვადასხვა თეორიებისა, მაინც გვმართავს.


დეტალებია ვითომ? ის, რომ - რაც უნდა ძლიერად ვგრძნობდეთ თავს, მაინც გვსიამოვნებს , როცა მამაკაცი ჩენზე ძლიერია- იმას არ ნიშნავს, რომ რამეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, უბრალოდ მისი დახმარება მაინც სასიამოვნოა (ვაი, შევეცდები გენდერულ თემებზე არ დავიწყო ლაპარაკი :დ), გვსიამოვნებს, როდესაც წვრილმანები, ყოველდღიური, ზოგი აღნიშვნის ღირსიც რომ არ არის, ისეა, როგორც თავისთავად უნდა იყოს და ეს ჩვენი მითითების გარეშეა ასე, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორი ამას ცდილობს და ეს მცდელობაც სასიამოვნოა, იმის მიუხედავად თუ როგორ გამოსდის.

რა სხვაობაა ზრუნვას და ყურადღებას შორის , ალბათ დიდი არაფერი, მაგრამ თუ ორივეა- ეს ხომ ,თითქმის და იდეალურია. ეს ორი ფაქტორი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, იმჰო.

ყველა მამაკაცს ვერ მიეცემა შანსი გიბსონივით ”ესმოდეს” ქალების, მაგრამ მაინც, მაინც, მაინც -რა გვსურს?! მართლა რთულია ჩვენი კაპრიზების ატანა?

მე კი ვთვლი, რომ არცთუ ბევრი რამ გვსურს და არცთუ რთული და შეუძლებელია მათი დაკმაყოფილება. მთავარი სურვილი და მონდომებაა და ყოველი დღის უფრო გალამაზება, ვიდრე მცდელობის გარეშე იქნებოდა. ორმხრივად, რა თქმა უნდა :)

მაგრამ მაინც რატომ რჩება ეს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ "მსოფლიოს ქალები სიყვარულსა და კაპრიზებში ერთმანეთს ვგავართ" ?! :)
რა თქმა უნა, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი თუ სირთულეა, დეტალებიც ბევრია, ჯუსტ ახლა რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე, მიმათ შევეხე, ზოგი რამ თქვენც დაამატეთ კომენტარებში- რა გვსურს?

პ.ს. როცა პოსტს ვწერდი, "რა სურთ ქალებს"-თან ერთად დავგუგლე "რა სურთ კაცებს", "რა იციან ქალებმა მამაკაცების შესახებ"- შედეგი არც თუ სასიამოვნო გამოდგა, როგორც ჩანს, კაცებს არ აწუხებთ მსგავსი პრობლემები, რომ მათი ქალებს ნაკლებად ესმით, რომ მათ არ იცნობენ.. არც სპეციალური წიგნები აღმოჩნდა ბევრი, სადაც ეწერებოდა, როგორ უნდა გაუგოს ქალმა მამაკაცს (ზოგადად ასეთჳ წიგნები ბლაჰ და სისულელეა, მაგრამ უყვართ ევროპა-აშშ-ში, თუმც, ამ სიყვარულის მიუხედავად, მაინც იშვიათობაა ასეთი წიგნები)აი, კაცებისთვის კი, უამრავი სახელმძღვანელოა- როგორ უნდა მიხვდნენ- "რა სურთ ქალებს" :)

პ.ს. პ.ს სულ დამავიწყდა თავიდან თავის წარდგენა, მაგრამ ბოლოშიც არაუშავს.

მე ბაბისა ვარ, დღეს ნატალიამ მიმასპინძლა თავის გემრიელი ბლოგით, ლიმნიანი ნამცხვრებით და ცხელი, არომატული ყავით :)) ჰოდა, მადლობა მას <3


Monday, March 1, 2010

Hello World, It's me.

თურმე გარეთ როგორ თბილი დღეებია.

მზე ანათებს და ათბობს კიდეც.

მე კიდევ დღეს გავიგე ეს. 10 დღის მერე პირველად გავედი გარეთ.

ხალხი ისევ ისეთია. თბილისიც. და საერთოდ სამყაროც.


გუშინ რომ მეგონა, როგორც იქნა გამოვვირუსდი-მეთქი, დილიდან აუტანელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. და გულისრევამ. გული მერეოდა ყველაფერზე. საკვებზე [ზოგიერთზე, ყველაზე არა], ფეხბურთზე [განსაკუთრებით 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე], ფეისბუქზე [ამაზე ცოტა გადამიარა], და კიდევ რამდენიმე რაღაცაზე. გამოვიდა რომ ყველაფერზე არ მერეოდა გული, მაგრამ მაინც. გაუნძრევლად თუ ვიწექი, თავს კარგად ვგრძნობდი. მეც ვიწექი მთელი დღე გაუნძრევლად. ღამით მომაფიქრდა ნიმესილის დალევა და მერე წამოვჯექი საწოლში, ვჭამე და გავიღიმე კიდეც.

დღეს იმ ზემოთ ჩამოთვლილებზე ცოტა კიდევ მაქვს ის აუტანელი შეგრძნება. მაგრამ გარეთ ვიყავი და თავი ძლიერი მგონია.

პ.ს აი, მომავალში ყოველთვის როცა ამ პოსტს წავიკითხავ, ეს შეგრძნება სულ გამახსენებს თავს, რაც ძალიან არ მინდა. მაგრამ მაინც ვწერ.

თან გაზაფხული მოვიდა, გაზაფხული! როგორ ველოდი, მაგრამ დღეს თავიდან ამომივარდა. ეხლა ქეითის პოსტმა შემახსენა.

პ.პ.ს ნახეთ რა გამოდის! სიზმარშიც კი ვნახე რომ სეანსზე ვიყავი <3

Sunday, February 21, 2010

Sarlat-la-Caneda

ეს 2 დღეა, ფოტოებით ვმოგზაურობ - იტალიაში & საფრანგეთში.

იტალიაში ბევრი მწვანე დარაბა და ლამპიონებია. ფერადია კიდევ, ესპანეთს გავს.


საფრანგეთი.. საფრანგეთი საოცარია.

ერთ-ერთი პატარა ქალაქის [თუ სოფლის] თვალიერებისას, ძალიან მომინდა რომ იქ მეცხოვრა. მყუდროდ, ყოველდღიური რუტინებით. ქვაფენილიანი ქუჩები, პატარა მოედანი ღია კაფეებით, სადაც ყოველდღე ფინჯან ყავას დავლევდი. იმ ქალაქში ალბათ კულინარი ვიქნებოდი, ან გამყიდველი წიგნების მაღაზიაში.


მერე, საღამოს ჩემს ძველ სახლში დავბრუნდებოდი, სადაც ღამღამობით სხვენზე ჭრიალი ისმის. ბუხარს გავაფიცხებდი და ჩაის დავლევდი, პურზე წასმული ქლიავის ჯემით.

ხანდახან თქვენც მესტუმრებოდით, ჩემთან ერთად ისხდებოდით ცეცხლთან და მერე საფრანგეთის ერთ-ერთ პროვინციაში ბუხართან გატარებული საღამოები თბილად გაგახსენდებოდათ. .


აი ეხლა ამას რომ ვწერ, სველი ბალახების სუნი მცემს, და მგონია რომ გარეთ საფრანგეთის ნისლია..