Thursday, June 10, 2010

Light Regular Bold Black

ვუყურებ სამყაროს ჩემი პატარა ოთახიდან და ასე მგონია, რომ ამქვეყნად მხოლოდ პნევმონიები, მსხვილი ნაწლავის პოლიპები და ბაქტერიული ვაგინოზები არსებობს. უკვე ვეღარ წარმომიდგენია, რომ შეიძლება რამე სხვაც ხდებოდეს - ვიღაც კაფეში გემრიელ ნამცხვარს ჭამდეს, გოგო და ბიჭი ხელჩაკიდებული მიდიოდნენ ქუჩაში და ავტობუსში მოხუცი ბუზღუნებდეს..

ჩემი შარშანდელი პოსტი მახსენდება და მგონია, რომ დეჟავუ მაქვს. სასიამოვნო ისაა, რომ ეს ეპიზოდი მალე დამთავრდება და მერე თავზესაყრელი დრო მექნება. მანამდე კი - მთელი დღე კომპიუტერი და უამრავი ტექსტი, უამრავი კითხვით.

შიგადაშიგ ვისვენებ კიდეც, მაგრამ ისევ კომპიუტერთან - მაგალითად, დღეს ამელის ბოლო მონაკვეთს ვუყურე და საუნდტრეკებს მოვუსმინე. ადრე მაქვს დაწერილი, თუ რა არის ჩემთვის ამელი. ხოდა, დღეს კიდევ ერთი ასეთი მეგობარი ვიპოვე. ვიპოვე არა, უფრო სწორედ, სახელი დავარქვი, თორემ დიდი ხანია მეგულებოდა გვერდით. სანამ ჩავრთავ, ხომ უკვე ზეპირად ვიცი, როგორი მელოდია დაიწყება და რა ტექსტი იქნება, თითქოს მობეზრებული უნდა მქონდეს უკვე, მაგრამ როგორც კი იწყება, პირველივე წამიდან, ტანში ჟრუანტელი მივლის და ჯადოსნურ გავლენას ახდენს ჩემზე, ჩემი სიმღერა.


პ.ს დიდი მადლობა ყავას, ასეთ დღეებში გამხნევებისთვის.

6 comments:

  1. ეე, ცუდია ხოლმე ეგეთი პერიოდები კი არა, მე მგონია ხოლმე რომ ვშრები, ვშრები და სულ არ მანუგეშებს ის, რომ მალე ყველაფერი გავა...
    არადა, იმაზე მალე გავა, ვიდრე შენი პატარა ოთახიდან და ჩემი დამთხვეული ფიქრებიდან ჩანს ხოლმე და მერე ერთად ვისწავლოთ ჩოგბურთი...

    მანამდე გოგოები და ბიჭები ისევ ისე დავდივართ ხელიხელჩაკიდებულები :)

    ReplyDelete
  2. მეც როგორ ძალიან მომწონს ეს შენი სიმღერა...

    ReplyDelete
  3. მიხარია რომ ამელი ჩემით აღმოვაჩინე და ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც იმავე წელს ვნახე. ოდრი მანამდეც მიყვარდა და ნუ უჰ.. მაგარია

    ReplyDelete
  4. ho
    Shen axla rtuli periodi gaqvs
    magram kargcaa,
    ici xandaxan ise menatreba leqcia mqondes da mere gamocdistvis samecadino..
    es boloc da gadalaxav
    ise, rom bevri wveni dalie da vitaminebi miige
    yvelaferi gamova :)))

    ReplyDelete
  5. მეც მსგავსი პერიოდი მაქვს, გამოკეტილი სახლში, წიგნებითა და უამრავი თავსატეხით, მაგრამ მამშვიდებს ის, რომ რამდენიმე დღეში გაივლის. ისე, ხანდახან ძალიან რთული გამოცდის შემდეგ რაღაცნაირად სიცარიელეს ვგრძნობ ხოლმე.

    ReplyDelete
  6. ვიცი რომ ბანალურია,

    მაგრამ

    without bold black there is no bright pink :)))

    ReplyDelete