გუშინ სახელმწიფო გამოცდა ჩავაბარე, საკმაო წინასაგამაცდო დაძაბულობის ფონზე და ახლა ცოტა მიკვირს, რომ ყველაფერი დამთავრდა. 'ყველაფერში' არ იგულისხმება მხოლოდ ეს გამოცდა და მისი წინაპერიოდი. მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ – 'სულ ეს იყო?'
გამოცდიდან ერთი რამ მახსოვს. უზარმაზარ დარბაზში მაგიდებთან უამრავი ადამიანი ვისხედით, ზოგი წერდა, ზოგი ერთმანეთს ეჩურჩულებოდა. მე საკმაოდ დაძაბული ვიყავი და როგორც ყველა გამოცდაზე, მეგონა რომ ყველა პასუხს შეცდომით ვწერდი. ჰო, ის 'ერთი რამ' არ მითქვამს. წინ მჯდომ ჩემს კურსელს რომ ვუყურებდი, უცებ მივხვდი, რომ ეს ჩვენი ბოლო გამოცდა იყო ერთად. ამის გაცნობიერებისას, წამოვიწიე, ნაცნობ სახეებს გადავხედე და შევეცადე, ის მომენტი დამემახსოვრებინა. უცებ გამოვერკვიე და ისევ ტესტებს დავუბრუნდი.
ახლა ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვარ. მერე იმაზე ვიწყებ ფიქრს, თუ რა არის თავისუფლება. ბევრი რაღაც მომდის თავში და აღმოვაჩინე, რომ თავისუფლება მრავალნაირი შეიძლება იყოს.
თავისუფლება არის:
- მინდორი და ქარი, რომელიც თმას გიწეწავს.
- ქუჩაში უმიზნოდ ხეტიალი და საყვარელი მუსიკა ყურებში.
- ზღვის ხმა, დახუჭული თვალები და მწველი მზე. მარილიანი წვეთები სხეულზე, რომლებიც ნელ–ნელა ქრებიან.
- თავისუფლება არის დროშების ფრიალი, როგორც პოსტის ბოლოს მოცემულ სიმღერაშია [და რომლის ფონზეც ვწერ ამ პოსტს].
- რომ არ იცი, რა იქნება მომავალში..
და კიდევ უამრავი რამ, რომლებიც უკვე თქვენ გაგახსენდებათ, როცა ამ სიმღერას მოუსმენთ.
hm, anu axla dakavebuli natalia tavisufali natalia gaxdeba da shegvizlia romelime sagamo davgegmot :ufrakargia:
ReplyDeletenastasia, ki, ki! shegvidzlia yava davliot, shegvidzlia chogburti vitamashot, shegvidzlia vixetialot..
ReplyDeleteროგორ მომწონს შენი პოსტები <3 ჩემს დღიურს მაგონებს ხოლმე <3 ჩემთვის ტავისუფლება არის, საკუთარი თავის შეცნობა... სახურავზე ჯდომა და წერა... წვიმაში სიარული და იმის შეგრძნება რომ შენ შენ ხარ.. ერთი სიტყვით ძნელია აღწერო რა არის თავისუფლება რადგან ჩემთვის ეს თემა ძალიან ჩემი. ძალიან პირადული და სათუთია.
ReplyDeleteგილოცავ :)
ReplyDeleteჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ცხოვრების ეტაპების გავლა სიახლის მომასწავებელია.
წინ უამრავი კარგი რამ გელოდება, დარწმუნებული ვარ :)
gilocav damtavrebas
ReplyDeletewin zafxulia da gaormagebuli tavisufleba gelodeba :))
გილოცავ სწავლის დამთავრებას და ცხოვრების ახალი ეტაპების დაწყებას ^_^
ReplyDelete<3
gilocav, natalia! :P bolosdabolos, erTi didi etapi damTavrda da axali iwyeba, rac Zalian sainteresoa!
ReplyDeleteTavisufleba marTla zalian bevrnairia, SeiZleba Tavisufali iyo im gagebiT, rom arc koSkSi iyo gamomwyvdeuli da arc borkilebi gedos, magram sul Tavisuflad mainc ver grZnobde Tavs.
P.S. yvela am simReras mReris aq, magiT Tendeba yoveli dila :D
თქვე რომელ კუნძულზე ხართ?:)
ReplyDeletemysummeroflov3, დიდი მადლობა <3 მე კიდევ ახლა შენს ბლოგს ვათვალიერებ და ისე მომწონს :)
ReplyDeleteCinnamonGirl, მეც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წინ უფრო მეტი მელოდება :))
babisa, იმედია თქვენთან ერთად :))
clown, thanks :))
AnnA, აქაც სულ მაგას მღერიან :D მღერიან რა, უკრავენ თუ როგორც არის :D დღეს მაკდონალდსში უამრავჯერ იყო :P
ვიგრძენი შენი მდგომარეობა და გამახსენდა რომ მეც ვიგრძენი ერთ დროს მსგავსი.
ReplyDeleteცოტა სევდიანია, ცოტა იმედიანი
მომავალი წინაა რაც მთავარია, თანაც უკეთესი :)