Sunday, June 13, 2010

ჩემი სახლი

გარშემო სრული იდილიაა - დედას ძინავს, დანარჩენები სახლში არ არიან, მე ტესტებს შორის პერიოდი მაქვს, ყავა მოვიდუღე და საათის წიკწიკს ვუსმენ.

მარტო ცხოვრების იდეა სულ უფრო და უფრო მძლავრად შემოდის ჩემს გონებაში. ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკიდან მომინდა ცალკე მეცხოვრა, თუმცა ეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო. ვინაიდან ჩემი საკუთარი სახლი კიდევ დიდხანს არ მექნება [რეალურად რომ შევხედოთ მოვლენებს], გადავწყვიტე ჩემი სასურველი სახლის მოდელი შემექმნა [გამოდის, რომ მეოცნებე რეალისტი ვარ]. ზოგადად, სახლზე ბევრს არ ვოცნებობ. მახსოვს, ასეთი ტეგ-თამაში რომ იყო - 5 ოცნება, უმეტესობას ერთ-ერთ პუნქტად საკუთარი სახლი ჰქონდა და მე ეს საკმაოდ მაკვირვებდა. ახლა კი, დასვენების და განტვირთვის მიზნით, ჩემს სახლს ვქმნი.

ჩემი ბინა იქნება 4 სართულიანი სახლის მესამე სართულზე. აი, ჩვეულებრივ კორპუსში კი არა, უფრო არასტანდარტულში, შიგნით რომ შეხვალ და კერძო სახლის შთაბეჭდილებას ტოვებს. აუცილებლად ექნება დარაბები, თანაც - მწვანე.

[შთაგონებულია ამ ფოტოთი]


ოთახები იქნება ნათელი და მზიანი [თუნდაც მოღრუბლულ ამინდში]. სამზარეულო ძალიან მყუდრო და თბილ ფერებში. მახსოვს, ერთი საახალწლო რუსული ფილმი ვნახე და იქ მთავარ გმირ გოგონას აქვს ისეთი სამზარეულო, რომ სიმყუდროვისგან სავარძელზე მოიბუზები და გენდომება, ხელში დიდი ჭიქით ცხელი ყავა გეჭიროს და თვალები დახუჭული გქონდეს.


სამზარეულოს ფანჯრებზე მექნება ჭრელი და გამჭვირვალე ფარდები, აი ისეთი, მხოლოდ სამზარეულოს რომ უხდება. აქ გავატარებ უმეტეს დროს - გამოვაცხობ, სტუმრებს მივიღებ და ნოუთბუქთან ვიჯდები. [მარტო მე მაქვს ასეთი გართულება სამზარეულოზე, თუ თქვენც გიყვართ?]

საძინებელი იქნება ღია მწვანე ფერში [დაახლოებით ისეთში, როგორიც ახლაც მაქვს], მექნება ფართო საწოლი და კარადა უამრავი სათავსოთი. სარკეები, დიდი ფანჯრები და აივანი, საიდანაც სასურველია ლამაზი ხედი იშლებოდეს. ჰო, აუცილებლად საწერი მაგიდა, უამრავი წვრილმანით [ბლოკნოტები, სტიკერები, შუში სუვენირები..] და წიგნების თარო.


ნუ, აბაზანაზე რა საჭიროა წერა.

და კიდევ ერთი ოთახი - მისაღები, ყოველდღიური თუ რაც არის, მოკლედ ოთახი, რომელიც ყველაზე დიდი იქნება, ტელევიზორით, რბილი დივანით, დაბალი მაგიდით და ბევრი სივრცით.


ჰო, ფოტოები არც ისე ემთხვევა ჩემს წარმოდგენილ ოთახებს.

აი ასე, მხოლოდ 3 ოთახისგან შედგება ჩემი მწვანე დარაბებიანი, ნათელი სახლი.

პ.ს კადნიერებას ვიჩენ და რატომღაც, ეს სახლი საფრანგეთში ან იტალიაში წარმომიდგენია.

15 comments:

  1. ლამაზი იქნება ^_^


    მე გერმანიაში წარმომიდგენია :შ

    ან სკანდინავიის რომელიმე ქვეყანაში :შ

    ReplyDelete
  2. მაცხოვრებ შენთან?

    ცოტა ხნით.. :)

    ReplyDelete
  3. მეც ძალიან მინდა ეგეთი პატარა, ლამაზი, ჩემი სახლი... მყუდრო საყვარელი სამზარეულოთი :)

    ReplyDelete
  4. ბოლო ფოტოდან ხედი, უფრო სწორედ ოთახი ასეთი ფართო ფანჯრებით და ხედით ისე მინდა...
    აბაზანაზე კი ბევრს დავწერდი :)

    მყუდროა შენი ოცნების სახლი :)

    ReplyDelete
  5. მეც როგორ მინდა ცალკე და მარტო ცხოვრებაა, როდის დადგება ეგ დრო!
    ჩემი სახლიც მწვანე იქნება, ოღონდ კერძო და უელსში აუცილებლად ;))

    ReplyDelete
  6. raiooo? espaneTSi ar aris Seni saxli???? O_o :)))))

    ReplyDelete
  7. vasasi, დიდი სიამოვნებით გაცხოვრებდი :)

    Sophie, ხოდა რომ მექნება [ოდესმე] ჩემს სამზარეულოში დავსხდეთ ხოლმე :))

    AnnA, ჰმ, ესპანეთს დაწერაც არ ჭირდება. :D კი არადა, იმ მომენტში რატომღაც ეს ორი ქვეყანა მომივიდა თავში, არ ვიცი რატომ :))

    ReplyDelete
  8. xooo, mec ara vTqvi, ra xdebaaa :D :D

    ReplyDelete
  9. mmm me mgonia, shens saxls stumris otaxi aklia, romelsac mere shvilistvisac gamoiyenebdi :)))))

    ReplyDelete
  10. ერთი ცალი ჩემთვისაც, თუ შეიძლება :)

    ReplyDelete
  11. მარტო ცხოვრება ძალიან, ძალიან კარგია...

    გისურვებ, გამოცადო :)

    P. S. სამზარეულო რულზ :)

    ReplyDelete
  12. babisa, სტუმრებს living room-ში დავაძინებ-მეთქი, ასე ვიფიქრე, ან ჩემს ოთახში :)) თუმცა შეიძლება კიდევ ერთი პატარა, მყუდრო ოთახის მიმატება :))

    ReplyDelete
  13. ახლა ჩემს სახლზე ნუ მომაყოებ, თორე სპამერობა გამომივა :))
    რაღა დაგიმალო, და, მქონდეს ეგეთი სახლი. კიდევ ორ კაცს (ნუ ქალს) ავიტან :))

    ReplyDelete
  14. მაგარია :) ჩემი სახლი კვებეკში იქნებოდა

    აქ ტრადიციული ფრანგულ-იტალიური დეტალები ვერც მე დავიჭირე, უფრო რაღაც ჩრდილოეთია

    ReplyDelete