პოსტის დაწყება, დამთავრება და დასათაურება ყოველთვის მიჭირს და ბევრ ვფიქრობ. თუმცა მგონი უმეტესობა ასეა. ანუ, ახალი არაფერი მითქვამს.
ყველაზე კარგი მეთოდია, პოსტის ბოლოს მიმაგრებული სიმღერის დასახელებით დაასათაურო, ხოდა მეც ასე მოვიქცევი.
ფილმში ვიკი კრისტინა ბარსელონა, სკარლეტი იოჰანსონის გმირს - კრისტინას, სექსი ექნება მარია ელენასთან; მერე თავის მეგობარ ცოლ-ქმარს მოუყვება და ქმარი ჰკითხავს, ანუ ახლა შენ ბისექსუალი ხარო? კრისტინა უპასუხებს, რა საჭიროა ეგრევე იარლიყების მიკერება, მე მომეწონა და თავი კარგად ვიგრძენიო. ხოდა ახლა ამას ვფიქრობ მეც. რატომ უნდა იყოს ბლოგერობა რაღაც იარლიყი? მე მომწონს თავისუფალ დროს რაღაცეების წერა, იმის, რაც მინდა იმ მომენტში. სულ არ ვთვლი საჭიროდ რომ გავეცნო ’ათას ხერხს’ წარმატების მისაღწევად, ვიზიტორების მოსაზიდად და ა.შ მე ჩემი 20 ვიზიტორი მყავს და კმაყოფილი ვარ. ბლოგერობა არც პროფესიაა და არც ვალდებულება. მე სიამოვნებას ვიღებ წერისას და სხვის პოსტების კითხვისას. ხოდა თქვენც მიიღეთ.
მანამდე კი Lady Gaga-ს მოუსმინეთ :D დღეს დილით გამახსენდა ეს სიმღერა, ჩავრთე ტელევიზორი და ზუსტად იმ დროს გადიოდა. ვიფიქრე, რომ It is karma, და ამიტომ ამ პოსტს დავურთე თან :)
ki , natalia
ReplyDeletemagram roca sheni saxelit saubroben, cudia :)
ra tqma unda cudia, me shens mosazrebas viziareb isedac :)
ReplyDeleteეგ ჩემი ერთერთი უსაყვარლესი მომენტია, როცა მაგას ამბობს სკარლეტის გმირი: იარლიყების მიწებებაზე და მე მაგას, ყველაფრისთვის სახელის დარქმევას ვეძახი, რაც ჭირივით მძულს. ისე იყოს ყველაფერი, ფორმალობების გარეშე, just like that.
ReplyDeleteმთავარია ჩემი, როგორც სოფის, სახელით არ ისაუბრონ და ზოგადად "ბლოგერებს" ან "ბლოგოსფეროს" თუ იტყვიან, ძალიან ნაკლებად მაწუხებს. ასეთი რაღაცები ცხოვრებაში იმდენად ხშირად ხდება, უკვე აღარ მაღიზიანებს.
ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებ, ნატალია! (ჯერ ვერ გავაღწიე სასეირნოდ :D )
Alejandro + Carmensita
ReplyDeleteმე მგონი გამოგრჩი- 21 მკითხველი გყავს...
ReplyDeleteუი ნატალია ხო ბოლო დროს ვერ ვხდები მეც რაღაც ხდება და მე ვერ ვხდები? და ეს სტიგმატიზაცია ყოველგვარი უბედურებაა
ReplyDeleteჰოდა ლეგი გაგას მაგ კლიზე ისეთი ამბები გავიგე და ისეთი სკანდალები რომ პოსტი უნდა დავწერო აუცილებად ;)
მშვენიერია რომ ეს სიმღერა დაურთე =))
ReplyDeleteმე არასოდეს არაფერს არ ვარქმევ ხოლმე სახელებს ხოოდა, კი კარგია თავისუფლება და თავისუფლების სიამოვნება, მაგრამ ზოგჯერ ხელს მიშლის ხოლმე.
ReplyDeleteეტყობა სხვებსაც :პ
ძალიან მართალი ხარ)) სრულიად ვიზიარებ შენ აზრს....
ReplyDeleteმუსიკა მომწონს :)
...და მაინც, მინდა პირადად გაგიცნო. გამოყავი თავი გარეთ და განასხეულე შენი ვებ-ტვინი :)
ReplyDelete