Saturday, November 14, 2009

2012

  2012 წელს მსოფლიო ქვეყნის აღსასრულს ელოდება, მე კი ჩემს 2012 წელს ველი. როცა ეს პოსტი დავწერე, ნამდვილად არ ვიცოდი მაიას ტომის იმ წინასწარმეტყველების შესახებ. მიუხედავად ამისა, მე არ მჯერა რომ 3 წელში ყველაფერი დამთავრდება.

   ხომ იცით, ბედისწერას  თვითონ ვქმნით; ასე რომ, ძალიან თუ მოვინდომებთ ყველა ერთად, სამყაროს განადგურებაც შეიძლება. მაგრამ იქნებ ჯობს, მოვინდომოთ და ჯერ კიდევ ვიცხოვროთ? : )   

   - დილით ცხელი ყავა დავლიოთ, მერე ტრანსპორტში სულშეხუთულმა ვიმგზავროთ, სამსახურში ცოტა ვიწუწუნოთ, ბევრი საქმე ვაკეთოთ. შუადღისას ლანჩზე გავიქცეთ და სწრაფად, დიდი ლუკმები ვყლაპოთ. სამსახურის/სწავლის შემდეგ, მეგობრები სადმე შევიკრიბოთ და გაუთავებლად ვილაქლაქოთ. ღამით საინტერესო ფილმს ვუყუროთ, პიჟამოებში ჩაცმულმა. ერთ ხელში დიდი ჭიქა გვეჭიროს და მეორე ხელით რამე სასუსნავს ვიყრიდეთ პირში; ღამით მკვდარივით დაგვეძინოს და წინასწარ გვძულდეს მაღვიძარა, უდროოდ რომ დარეკავს..

  ვიქენდზე თუ კარგი ამინდი იქნება, ჩოგბურთი ან ფეხბურთი ვითამაშოთ, ან თუნდაც - პიკნიკზე წავიდეთ. წვიმიან დღეებში კი - კომპთან გავატაროთ მთელი დღე, ფილმებს ვუყუროთ გულისრევამდე, ბლოგზე პოსტები დავწეროთ, რომ მთელი კვირა არ გვეცალა და  ძალიან გვიხარია, ამ შაბათ-კვირას მაინც რომ მოგვეცა პოსტვის საშუალება..

 მოდით, უბრალოდ დავივიწყოთ ’ის’ 2012 და ვიცხოვროთ. 

Friday, November 13, 2009

All the small things

   დეტალები - ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ყოველ შემთხვევაში, მე ვანიჭებ  მნიშვნელობას; ზოგჯერ იმდენად, რომ რაღაც უფრო დიდი  გამომრჩება ხოლმე. whatever, გეუბნებით, დეტალებშია ჭეშმარიტება. 

  მიყვარს დაკვირვება ადამიანებზე, კერძოდ კი მათ გარეგნობაზე. თუ რომელიმე ნაკვთი მომეწონება, მაგ. ცხვირი, ტუჩი, თვალები და ა.შ არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება კლასიკურად ლამაზი არც იყოს, შემიძლია თვალი არ მოვაშორო და დიდხანს ვუყურო. ოღონდ, თვითონ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიხვდეს რომ ვაკვირდები. ამიტომ, ყველაზე მოსახერხებელია მსახიობებზე დაკვირვება - ფილმში, ან ფოტოებზე. ვერასდროს მიხვდებიან, რომ ვინმე თვალს არ აშორებს :P

 სკარლეტ იოჰანსონს აქვს სწორედ ასეთი გარეგნობა - სულ გინდა უყურო..

   ასევე, მიყვარს როცა შეუმჩნეველ რაღაცას/ვიღაცას შევამჩნევ ხოლმე. ერთხელ, მე და ჰანნა ჩემს ერთ-ერთ პოსტს ვნახულობდით და ამ ფოტოზე უკან რომ ბიჭი მოჩანს, პირველი ის შევნიშნეთ, წინ მდგომი და ფოკუსირებული რენე კასტრუჩი კი ვერც დავინახეთ, იმდენად შთამბეჭდავი იყო უკან ფონი. დააკვირდით და დატკბით :)

 

  და რა თქმა უნდა - ეპიზოდები ფილმებში:

     Pride and Prejudice  არის ერთი მომენტი, ლიზი [კირა ნაითლის გმირი] ეტლში ადის და მისტერ დარსი ხელს ხელზე მოკიდებს, ასვლაში რომ დაეხმაროს. ორივე შეიშმუშნება. დარსი უკან რომ ბრუნდება, კადრში მხოლოდ მისი ხელი ჩანს - ჩემი საყვარელი მომენტია, პაატარა დეტალია დაფიქსირებული :)

  The Other Boleyn Girl ანა [ნატალი პორტმანი] ლოცულობს და მეფე [ერიკ ბანა] ჩუმად უყურებს, კადრში მხოლოდ ნატალის კისერი და ყური ჩანს, და ისეთი შთამბეჭდავია, მმ..

  ვერ ვიტყვი, რომ მთლად ამელის ვგავარ და ბუზს ვამჩნევ შორეულ ჰორიზონტზე, როცა წინ ქვეყანა ინგრევა, მაგრამ ძალიან საინტერესო კი არის ყველა ამ პატარა things დანახვა, თუ დააკვირდებით.  you try it :)

Tuesday, November 10, 2009

Why so serious?

  ყველას გვაქვს ფრაზა ან სიმღერა, დადებით განწყობას რომ გვიქმნის. 

 ’დღეს კარგი დღეა’ სწორედ ამიტომ მაქვს ბლოგზე. ხანდახან საერთოდ ვერ ვამჩნევ. ზოგჯერ კი it makes me smile :)  შემთხვევითობები ზუსტად იმ დროს ხდება, როცა ძალიან გვჭირდება. 

  დღეს სამედიცინოზე დავიწყეთ კურაცია. დილით ლექციაზე რომ ავდიოდით, კარების გვერდით კედელზე წარწერა შევამჩნიე Why so serious? :)   უნებურად გამეღიმა.  მერე წარმოვიდგინე, რამდენი სტუდენტი ავიდოდა კიბეებზე, ლექციის მოლოდინში, მოღუშული, serious სახით და ვიღაცის მიერ დაწერილ ამ ფრაზას რომ წაიკითხავდა, აუცილებლად გაიღიმებდა, გულში მაინც. 

  you know, ბედნიერებაა, როცა ვიღაცას აიძულებ გაიღიმოს.


 

Sunday, November 8, 2009

Rafa & me - before monday

   მიყვარს, როდესაც ახალ პოსტს დავწერ და ეგრევე ვდგები კომპიუტერიდან. მეორე დღეს კი შემოვდივარ და ყველა ახალ კომენტარს ერთდრულად ვნახულობ. მითუმეტეს ისეთ პოსტებზე, რომლებიც გულით დავწერე.

   თქვენც ხომ გაქვთ გულით დაწერილი პოსტები?

   ჩემი ახალი დიზაინი ისე შემიყვარდა, მინდა ბევრი ვპოსტო. იმდენად მინდა, რომ ვერაფერს ვწერ.

   ასე მოულოდნელად თუ წამომივლის დაუძლეველი სურვილი და new post-ს დავაკლიკავ, თორემ ისე დაგეგმილ თემებზე არ გამომდის.

   მუსიკა მუზას არ გგვრით ხოლმე? როგორც კი მოსმენას ვიწყებ, მაშინვე თავში აზრები აიშლებიან, მითუმეტეს თუ ყავასაც ვსვამ. ახლაც მაისფეისზე გრეის ანატომიის საუნდტრეკებს ვუსმენ და რაფაზე ვფიქრობ. დიდი ხანია აღარ მიხსენებია არა? იმიტომ რომ მე თვითონ არ მახსენდებოდა ამ ბოლო დროს.. თვითონ კი გოლფს თამაშობდა და ისვენებდა.

 
 
ხვალ პარიზის ტურნირზე გამოდის, მე კი გინეკოლოგიის ჩათვლა მაქვს. მინდა, ისეთივე მრისხანე იყოს, როგორც ძველად და მისი ნახევრად ცეკვით შესრულებული Vamos-ები ვნახო. მენსტრუალური ფუნქციის დარღვევებს და ნაადრევ მშობიარობას კი როგორმე მოვუვლი.

Friday, November 6, 2009

House with green shutters

  შემოდი, შემოდი.  Wonderland-ში ხარ ჰო, რემონტი გავაკეთე. მე თვითონ.  საღებავებიც მე შევარჩიე, ჰტმლ-ს ხელსაწყოებშიც გავერკვიე და რაღაც გამომივიდა. რამდენი თვეა მინდოდა, მაგრამ ხელს ვერ ვკიდებდი. მეგონა, გავაფუჭებდი ყველაფერს. თუ ამას კითხულობ, ე.ი - არ გამიფუჭებია.

  

   რა თქმა უნდა, მე ისევ მწვანე დარაბებიან სახლში ვიცხოვრებ. უბრალოდ, აქ აღარ გამოჩნდება. წინა დიზაინიდან ამაზე მწყდება გული მხოლოდ..


   მოდი, დავსხდეთ - შენ რამეზე მესაუბრე, მე არომატულ ყავას მოვადუღებ [აჰ, ჩაი გირჩევნია?]. მერე  ჩემს გამომცხვარ ლიმნის კექსს დავჭრი და ვილაპარაკოთ - ადამიანებზე, ფილმებზე, ან თუნდაც შემოდგომაზე :) ოღონდ თუთბერიძეზე და ბუასილებზე არა, გთხოვ. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ ასეთ თემებზე ფიქრს დიდი დრო დავუთმოთ..

    

  მიდიხარ? ალბათ კიდევ მოხვალ, როცა ახალი სალაპარაკო თემა გამოჩნდება, ან - მე მოვალ. ამიტომ - დროებით!

 

Tuesday, November 3, 2009

ლიტერატურული ანკეტა

   საყვარელმა თინიმ დამთაგა :)

   [მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტეგ-თამაში ყველაზე ძალიან მომეწონა, საინტერესო და ინფორმაციულია].

      მაშ ასე, ჩემი ლიტერატურული ანკეტა:

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?  ნაირა გელაშვილის ’ამბრნი, უმბრნი და არაბნი’.

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი  მმმ.. პოეზია ძალიან მიყვარს-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ისე, ყველაზე მეტი ემოცია და განწყობა გალაკტიონის ლექსებს მოაქვს, უფრო მეტიც კი, ვიდრე პროზას.

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი გურამ დოჩანაშვილი, ნოდარ დუმბაძე და ასტრიდ ლინდგრენი.

4. რომელ წიგნზე გიტირიათ? პირველად ეს მომივიდა თავში - ’დავით აღმაშენებელი’ რომ წავიკითხე, ბოლო ფურცელზე მოვკვდი ტირილით - ’დავითი მოკვდა’  ვიმეორებდი და ვქვითინებდი, თითქოს მანამდე არ ვიცოდი რომ მკვდარი იყო :D  ისე კი ძალიან ბევრ წიგნზე მიტირია, ვინაიდან ამ ბოლო დროს ძალიან ემოციური გავხდი; მაგალითად, ნოდარ დუმბაძის თითქმის ყველა ნაწარმოებს ყელში გაჩრილი ბურთით ვკითხულობ ხოლმე. 

5. რომელ წიგნს დასცინეთ?  ოო.. ბევრმა ახსენა ’მგლებიო’, მახსოვს მე და ჰანნამ წავიკითხეთ ხუთიოდე წლის წინ, გვინდოდა ქურდული სამყაროს ტერმინოლოგია აგვეთვისებინა და წიგნები საიდანღაც ვიშოვეთ. მერე ლექციებზე ჟარგონებით ვლაპარაკობდით და ვკვდებოდით სიცილით.

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას? გურამ დოჩანაშვილს, ადამიანისადმი სიყვარულის დარგში :))

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან  

    ’ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე..’  ნოდარ დუმბაძე, ’მარადისობის კანონი’ 

  მეორე კი იხილეთ აქ

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი ასტრიდ ლინდგრენის ყველა ნაწარმოები, რაც წაკითხული მაქვს :)

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან? კონკრეტულად არ მახსენდება; საკუთარ თავთან არ ვაიგივებ ხოლმე როგორც წესი. რომელი პერსონაჟიც მომეწონება,  მიჩნდება სურვილი რომ რეალურ ცხოვრებაში მსგავს ადამიანებს ვიცნობდე. 

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? არა, რა თქმა უნდა :D

 მე კი ვთაგავ:

 ანუშკას

 ქეთის

 ასევე ბაბისას,  ყოველ შემთხვევაში მე მაინც ვცდი :)

Sunday, November 1, 2009

España

      My lovely, sunny Spain...


 ფერადი

  

   

 თბილი

  

 

ხმაურიანი

  

 

ბევრი ყვავილით

  


და ლამპიონებით

  

 

 With her

  

 

 

  And with him


 


 ..My lovely, sunny Spain