Friday, November 27, 2009

შეხედე მზეს - შენ ცოცხალი ხარ

  ადრე ვწერდი, ექიმებს ყველაზე მეტად აქვთ ადამიანებთან ურთიერთობა-მეთქი. შეიძლება მე ვერ გადმოვეცი სწორად, ის პოსტი კი უმეტესობამ არასწორად გაიგო. ყველა პროფესიის ადამიანს უწევს ხალხთან ურთიერთობაო, ზურიუსმა მომწერა. მე კი სულ სხვა ურთიერთობებს ვგულისხმობდი.

  ჰემატოლოგიის კურაციას გავდივართ. დღეს ერთ-ერთმა ექიმმა შემოვლაზე წაგვიყვანა, რამდენიმე პაციენტი ვნახეთ. ერთ-ერთ პალატაში, მწვავე ლეიკემიის დიაგნოზით, ბიჭი იწვა - ზურიკო. სავარაუდოდ 18-20 წლის. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი სახიდან გამომდინარე, ასაკის დადგენა ძალიან ძნელი იყო.  ფეხები გვაჩვენეს, განლეული ქონდა. კუნთების კონტრაქტურა განუვითარდა და ვერ შლიდა.

  იცით, პირველად მოხდა, რომ ყველაზე მოახდინა შთაბეჭდილება -  2 ჯგუფი ვიყავით. თვალს გვარიდებდა, ხმასაც არ იღებდა, მხოლოდ ერთხელ თქვა რაღაც.  იწვა იმ პაწაწინა ოთახში, თავისთვის. გარეთ კი მზე ანათებდა, ხალხი დადიოდა, ხმაურობდა..

  ლექციების შემდეგ, ავტობუსში დიდ ჭყლეტვაში მოვყევი, ამიტომ ერთ-ერთ გაჩერებაზე ჩამოვედი და მეორეს ველოდებოდი. სხვა დროს ალბათ გამაღიზიანებდა ეს ფაქტი, დღეს კი  ვიდექი გაჩერებაზე და ვუყურებდი ხალხს, ავტობუსებს რომ ელოდებოდნენ.. ალბათ ვერ ხვდებოდნენ, რა ბედნიერები იყვნენ, იქ რომ იდგნენ და მზეს უყურებდნენ. ათასი გეგმა ქონდათ, იცოდნენ სად მიდიოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. მე კი მათ მაგივრად მიხაროდა, და თან ზურაზე ვფიქრობდი; მანამდე ფეხბურთელი ყოფილა.  ალბათ, როგორც ყველას, მასაც დიდი მომავლის იმედი ქონდა. ვინ იცის, ოცნებობდა მანჩესტერში, მილანში ან ბარსელონაში ეთამაშა. ახლა კი, მისი უახლოესი მიზანი იმ მოხრილი ფეხების როგორმე გაშლაა, მასაჟისტის დახმარებით. .

  სისულელეა კიდევ ერთხელ იმის გამეორება, რომ ადამიანები არასდროს არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს - მალე ისევ ყველას დაგვავიწყდება. ალბათ მეც მალე დამავიწყდება დღევანდელი დღე [ეს პოსტი თუ გამახსენებს ხანდახან], და ისევ ვიწუწუნებ ყოველდღიურობაზე, დილით ადრე ადგომაზე ან წვიმიან ამინდზე...

  

Thursday, November 26, 2009

A letter from Santa to Natalia

  იცით, მე ყოველთვის მჯეროდა სანტა კლაუსის.. სხვაგან თუ არა, ჩემს გონებაში მაინც ხომ არსებობს; ამიტომ, როცა ტომუშკას ბლოგზე ვნახე რომ სანტასთვის წერილის მიწერა შემეძლო, შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი და მივწერე :)  პასუხიც მაშინვე დამიბრუნა dear Santa-მ და აქვე გთავაზობთ:

  შენიშვნა: სანტას 3 საჩუქარი ვთხოვე -აიპოდი, ლეპტოპი და ბილეთი ბარსელონაში :)) აქედან პირველი ორი ახსენა წერილში, ხოლო მესამე, და ჩემთვის ყველაზე მნიშველოვანი, შეუმჩნეველი დატოვა :(


                                                                            

                                                                     #1, Rudolph Way
                                                                     North Pole, Canada
                                                                     HO HO HO

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             Thursday, November 26, 2009     


  Dear Natalia,

 Thank you for sending me your email all the way from Tbilisi! HO!! Ho!! ho!! We get wonderful Christmas emails from boys and girls around the world but everyone at the North Pole sure gets excited when we get one from you Natalia! 

Jumping Jingle Bells, Natalia! Are you fibbing to ol' Santa Claus?!? You can't possibly be 22 years old already! Why it seems like only yesterday that I was leaving presents for a certain little girl and here you are now, practically one of Santa's elves! (*grin*)

Sorry the presents the last little while probably haven't been quite as exciting as they were when you were a little girl but, well, you know how these things go (*wink*). Anyway, Santa's glad to see some of the 'older kids' (not to mention anyone in particular!) still take the time to write. I also hear you've been a REALLY REALLY good girl. (Of course, you won't mind if I do a little checking, will you? HO!! Ho!! ho!!).   

  Let's see what you put in your letter for Christmas wishes: 1. ipod; 2. laptop and; 3. ticket to Barcelona.  HO!! Ho!! ho!! I see someone wants to send lots of emails to Santa with a laptop of their very own! Of course, we use a lot of computers at the North Pole nowadays (it's quite a high tech operation you know!) and the elves can make only so many laptops each year so lets hope there are enough for everyone! Did you know that those silly elves are always playing Christmas tunes on their iPods? It's quite a sight to see all those little elf hats just a boppin' away while they work. If the elves have enough time to make an iPod for you this Christmas, I hope you'll play lots of Christmas music on it too (the elves would like that)!

 Yum! Smells like Mrs. Claus just pulled another batch of cookies out of the oven. HO!! Ho!! ho!! I'll bet she needs help eating them! Take care Natalia and don't forget to come back and visit me here at EmailSanta.com on Christmas Eve!! And remember... only 29 more sleeps until Christmas!!

Forever and Always Your Friend,




 P.S. YUM! Those sure were some tasty goodies you sent me in your letter Natalia! I hope its okay that I shared them with everyone here. You should see how fast they disappeared! Oh, wait! You CAN! HO!! Ho!! ho!



Monday, November 23, 2009

აჯაფსანდალი, Number.. who cares about number?

  თუ რომელიმე ჩემი პოსტი შემიყვარდა, მერე ახალს ვეღარ ვწერ ხოლმე.  მინდა რომ შემოვალ, დიდხანს დამხვდეს პირველ პოსტად. ასე დამემართა წინაზეც, რომ ვკითხულობ, ჩემს ემოციას ვგრძნობ და მიყვარს..

  გუშინ, უკვე მერამდენედ, ვნახე ფილმი In her shoes და ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ საკმაოდ მომწონს. ასევე მივხვდი, რომ ოჯახის წევრებს შორის კარგი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვეხმარება ცხოვრებაში წინსვლაში, კარიერაში და ა.შ

  ასევე გუშინ საღამოს, Grey's Anatomy-ს ახალ სერიას ვუყურე, საშობაო პერიოდზე იყო. არ ვიცი ამის გამო, თუ იმიტომ, რომ დედა ’ბედის ირონიას’ უყურებდა [ამ ფილმს კი მთელი წელი უყურებს ხოლმე], წინა საახალწლო განწყობა შემექმნა. ყოველ წელს, უცებ ერთ დღეს  ვიგრძნობ - ’ოჰ, მალე ახალი წელი მოვა!’ და შემდეგ ამ ემოციით დავდივარ, სანამ მართლა არ მოვა ახალი წელი :) 

   ეს დღეები კი ბლოგზე ვცვლიდი რაღაცეებს, ძირითადად - ფოტოებს. V is for victory ნაიკის ერთ-ერთი სარეკლამო დევიზია. პირველად რომ ვნახე, V for vendetta გამახსენდა რატომღაც. უბრალოდ მომწონს გამოთქმა, და აქაც განვათავსე :)  ბარსელონას რაც შეეხება, ჩემი და ჰანნას მომავალი მოგზაურობაა, რომელიც სავარაუდოდ 2012 წელს უნდა შეგდეს :)

   დიდი ხანია ახალი არაფრისთვის მომისმენია და აი, სიმღერა რომელმაც ბოლო ხანებში მომხიბლა - Jay-Z & Alicia Keys "Empire State of Mind"  - სიმღერა, რომელიც დიად ნიუ იორკს ეძღვნება..



Friday, November 20, 2009

We are tennis


   ჩოგბურთი - ყველაზე ინტელექტუალური და დახვეწილი სპორტია.. ვინც ასე არ თვლის, შემეკამათოს : )) 

  ნარკოტიკივითაა - უყურებ და ჟრუანტელის მომგვრელ სიამოვნებას იღებ. ერთი სული გაქვს, შემდეგი მატჩი როდის იქნება. თან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შენი ფავორიტები თამაშობენ თუ არა. პირიქით, ჯობია არ თამაშობდნენ - მე ისე ვნერვიულობ ამ დროს, მირჩევნია ნეიტრალურ თამაშებს ვუყურო მხოლოდ :))

  მოყოლილი არ მაქვს ხომ, როგორ დავიწყე ჩოგბურთის ყურება? ღმერთმანი, აქამდე როგორ არ მითქვამს.. 

  Australian Open 2009-ს ფინალი იყო; ხალხი ელოდა, ხალხი ღელავდა. მე კი რიგითი დღე მქონდა, და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა.. როგორც ხდება ხოლმე - ჭამა, ინტერნეტი, ჭამა, ისევ ინტერნეტი და.. ტვ. კერძოდ კი ’ევროსპორტი’ და ჩოგბურთის რაღაც თამაში. აჰ, ფედერერი თამაშობს.. მახსოვს ფედერერი - ადრე უიმბლდონის ფინალში ვგულშემატკივრობდი, რანდომულად ამოვირჩიე მაშინ და მოიგო, მგონი პირველი უიმბლდონის თასი იყო მისთვის. მეორე ვინ არის? ნადალია. აა, ნადალი? ესპანელი.. ამბობენ, მაგარიაო. მოდი, ცოტას ვუყურებ... ვის ვუგულშემატკივრო? რა თქმა უნდა, ნადალს ნატალია, ესპანელია. აუ, აჩვენონ რა ნადალი, მაინტერესებს როგორია.. აჩვენეს, ბევრჯერ. ვაკვირდები, დეტალურად.


  თამაში თითქმის 5 საათი გაგრძელდა, მე კი ვერც შევნიშნე დროის გასვლა. შიგადაშიგ ხალხის ოვაციებით ვხვდები, რომ რაღაც ხდება. ჩოგბურთელები ხან ისვენებენ და სკამებზე სხდებიან, ფერად სითხეებს სვამენ და ხანდახან ერთ ლუკმა ბანანასაც ჭამენ. ვუყურებ, ვერაფერს ვხვდები - ვინ იგებს, როდის დამთავრდება.. მაგრამ, მონუსხულივით ვუყურებ. 

  უცებ, ნადალი ძირს ვარდება და იცინის. მგონი მოიგო.. ეე, მოიგო??! და უცებ ვხვდები როგორ მოვეშვი - საოცრად დაძაბული ვყოფილვარ მანამდე.

 

 დაჯილდოვებაზე ფედერერთან ერთად ჩუმად მეც ვიწმენდ ცრემლებს - როცა ვხედავ რომ მამაკაცი ტირის, სულ მეტირება. 

  გულაჩუყებული ვუყურებ ჯერ ფედერერის და მერე ნადალის სიტყვით გამოსვლას, რაფა როჯერს ამშვიდებს და მე ვსლუკუნებ.

 

 იმ დღესვე ვიკიპედიაში ვეძებ ჩოგბურთის წესებს, ტერმინოლოგიას. მე უკვე დაავადებული ვარ.

 სანამ ეს ორი ადამიანი ითამაშებს, ჩოგბურთს ყოველთვის ექნება აზრი..

 


Wednesday, November 18, 2009

Sunday morning in wednesday

 

Nat ratom ar iyavi dges? Sunday morning moicyve yavit xelshi xo? :)

 (C) Hanna

 

  თბილ საწოლში ვწევარ, საათის წიკწიკსა და წვიმის ხმას ვუსმენ. მცხელა, მაგრამ როცა ვიცი, რომ სახლში ძალიან ცივა, სიცხე მსიამოვნებს. გულისცემას ვგრძნობ - ფრთხილად, ძალიან ფრთხილად იკუმშება გული.  საწოლიდან გადმოვდივარ და სარკეში ჩემს გაჩეჩილ თმას ვუყურებ, მერე ჩემს თავს ვუღიმი და ხმამაღლა ველაპარაკები, ახალგაღვიძებული ხმით. დიდ ხალათს ვიცვამ და აბაზანაში შევდივარ. თვალის უპეები მოლურჯო-მოშავო მაქვს, მაგრამ მომწონს. არა, კი არ მიხდება, მე მომწონს.  

   მე მარტო ვარ სახლში. უკვე 12 ხდება, ოთხშაბათია და ამ დროს წესით ლექციაზე უნდა ვიყო.. რომ არა ეს წვიმა, ვიქნებოდი კიდეც.  ყველაფერს ვაღებ და სახლში სველ ჰაერს ვუშვებ,  მერე ჰანნას სმს-ზე ვპასუხობ, რომ დღევანდელ დღეს ხსნადი ყავა მოუხდებოდა ძალიან, და რომ სამწუხაროდ ხსნადი არ მაქვს. ამიტომ სამზარეულოში შევდივარ და თურქულ ყავას ვიდუღებ. 

 კომპიუტერს ვუჯდები, დიდი ხალათით და ყავით.  and I'm still here - happy sunday morning..

Monday, November 16, 2009

Life is short

   

Grey’s Anatomy-დან ერთ-ერთი სიმღერის სახელით დავასათაურე პოსტი, შეიძლება პირდაპირი კავშირი ვერ ნახოთ, მაგრამ ირიბად და ქვეცნობიერად არის რაღაც :))

  გრეის ანატომია მარტო იმიტომ კი არ მიყვარს, რომ მედიცინაზეა. უფრო მეტად იმიტომ, რომ  ადამიანური ურთიერთობებია ძალიან კარგად ნაჩვენები. ისე კარგად, რომ ყოველ სერიაში პასუხს ვპოულობ იმ პრობლემაზე, რაც მაწუხებს იმ პერიოდში. 

   მოგეხსენებათ [ან შეიძლება არც მოგეხსენებათ], როგორი მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის ურთიერთობა. ამ საკითხზე რამდენ ფილმსაც არ უნდა ვუყუროთ, ან რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხოთ, თუ თვითონ არ ვნახეთ/გამოვცადეთ, ვერაფერს ვისწავლით. როცა პირისპირ დგები ცხოვრებისეული შემთხვევის წინაშე, თუ პირადი გამოცდილება არ გაქვს, ვირტუალური ვერ დაგეხმარება. 

    ექიმებს აქვთ ყველანაირ ადამიანთან კონტაქტი, და უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ისწავლონ. წარმოიდგინეთ, ყოველდღე ხვდებით ყველა ჯურის ადამიანს, რომლებიც ბოლომდე იხსნებიან, არ მალავენ თავის ემოციებს, მეტიც -  ადამიანები, რომლებიც საავადმყოფოს გარეთ ხალხის თაყვანისცემის ობიექტები არიან, არიან თავდაჯერებულები და წარმატებულები, ექიმთან პატარა ბავშვებივით ხდებიან.  ყოველივე ამას აკვირდები, სწავლობ ურთიერთობას ყველა მათგანთან და გრძნობ, რომ გამოგდის; ზოგთან  ადვილად, ზოგთან - რთულად. სირთულე უფრო მეტი სტიმულის მომცემია, და სურვილი გიჩნდება, რომ რაც შეიძლება მალე გაჩნდეს chemistry თქვენ შორის. მთავარია, დაინახო და ისწავლო; სურვილი უნდა გქონდეს, რომ შენს თავში მუდმივად რაღაცეები შეცვალო. 

  საერთოდ, ექიმები ძალიან მაგარი ხალხია - ყოველთვის აღფრთოვანებაში მოვყავარ. როცა ვმოირიგეობდი, უამრავ მათგანზე დაკვირვების საშუალება მომეცა. ეხლაც ჟრუანტელი მივლის იმის გახსენებაზე, რომ ოდესმე მეც მათ მსგავსად ვიქნები. მანამდე კი.. მანამდე ბევრი დაბრკოლებაა, რომლებიც, თავის მხრივ, სტიმულს მაძლევს :)

Saturday, November 14, 2009

2012

  2012 წელს მსოფლიო ქვეყნის აღსასრულს ელოდება, მე კი ჩემს 2012 წელს ველი. როცა ეს პოსტი დავწერე, ნამდვილად არ ვიცოდი მაიას ტომის იმ წინასწარმეტყველების შესახებ. მიუხედავად ამისა, მე არ მჯერა რომ 3 წელში ყველაფერი დამთავრდება.

   ხომ იცით, ბედისწერას  თვითონ ვქმნით; ასე რომ, ძალიან თუ მოვინდომებთ ყველა ერთად, სამყაროს განადგურებაც შეიძლება. მაგრამ იქნებ ჯობს, მოვინდომოთ და ჯერ კიდევ ვიცხოვროთ? : )   

   - დილით ცხელი ყავა დავლიოთ, მერე ტრანსპორტში სულშეხუთულმა ვიმგზავროთ, სამსახურში ცოტა ვიწუწუნოთ, ბევრი საქმე ვაკეთოთ. შუადღისას ლანჩზე გავიქცეთ და სწრაფად, დიდი ლუკმები ვყლაპოთ. სამსახურის/სწავლის შემდეგ, მეგობრები სადმე შევიკრიბოთ და გაუთავებლად ვილაქლაქოთ. ღამით საინტერესო ფილმს ვუყუროთ, პიჟამოებში ჩაცმულმა. ერთ ხელში დიდი ჭიქა გვეჭიროს და მეორე ხელით რამე სასუსნავს ვიყრიდეთ პირში; ღამით მკვდარივით დაგვეძინოს და წინასწარ გვძულდეს მაღვიძარა, უდროოდ რომ დარეკავს..

  ვიქენდზე თუ კარგი ამინდი იქნება, ჩოგბურთი ან ფეხბურთი ვითამაშოთ, ან თუნდაც - პიკნიკზე წავიდეთ. წვიმიან დღეებში კი - კომპთან გავატაროთ მთელი დღე, ფილმებს ვუყუროთ გულისრევამდე, ბლოგზე პოსტები დავწეროთ, რომ მთელი კვირა არ გვეცალა და  ძალიან გვიხარია, ამ შაბათ-კვირას მაინც რომ მოგვეცა პოსტვის საშუალება..

 მოდით, უბრალოდ დავივიწყოთ ’ის’ 2012 და ვიცხოვროთ.