Sunday, January 24, 2010

Oh, Anne..

 Anne Hathaway რომ ძალიან მომწონს, ალბათ იცით. ან, თუ არ იცით, მიხვდებოდით მაინც - ყველგან მისი ფოტო მაქვს ავატარზე [ბლოგის გარდა :P]. ადრეც ვწერდი, რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია.

 თმის შეჭრა დიდი ხანია მინდა, მაგრამ, სანამ შევიჭრიდე, წინასწარ ყოველთვის ბევრს ვფიქრობ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი ვარცხნილობა მექნება. მირჩევნია ბუნებრივად გაზრდილი თმით ვიარო, ვიდრე გულდაწყვეტილი ველოდო, თუ როდის გაიზრდება ახლადშეჭრილი თმა, რომელიც არ მომწონს. ადრე სოფიც წერდა ამაზე, და ისე მესმოდა მისი - ვარცხნილობა თითქოს შენს განწყობას, უფრო მეტიც, პიროვნულ ხასიათს განსაზღვრავს. 

 ენ ჰეთევეიზე გეუბნებოდით - მისი რამდენიმე ფოტო მაქვს კომპიუტერში და სრულიად შემთხვევით შემომხვდა, როცა სულ სხვა სურათებს ვარჩევდი მობილურში გადასატანად, სტილისტისთვის რომ წამეღო. მის თმას რომ შევხედე, ყველაფერი სხვა დამავიწყდა. მივხვდი, რომ ჩემი ვარცხნილობა ვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოკლე იყო; მე კი ბავშვობიდან გრძელი თმა მიყვარს..

 

 მოკლედ, ორი დღის წინ თმა შევიჭერი და თავს ენ ჰეთევეიდ ვგრძნობ :)) ეხლა მიკვირს, აქამდე როგორ ვიყავი, როგორ დავდიოდი იმ თმით? თუმცა ვიცი, როგორც - საშინლად არ მომწონდა ჩემი თავი, მიზეზს კი ვერ ვხვდებოდი. 22 წელი დამჭირდა იმის გასაგებად, რომ გრძელი თმა არ ყოფილა ჩემი.

ახალი ნატალია კი მომწონს, ძალიან :)  

Friday, January 22, 2010

Hit for Haiti

  ჰაიტიში მომხდარმა მიწისძვრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. თუმცა, უშუალოდ ამ საკითხზე არ ვაპირებ წერას. 

 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შაბათს ფეისბუქზე რაფას სტატუსი ვნახე:

 

”We play an exhibition match at Melbourne Park tomorrow to help the victims in Haiti. Roger's idea, he texted me and I thank him for that. It is at 2 pm so we hope that you can come so that we raise money also with your help.”


  ეს იყო საქველმოქმედო მატჩი, რომლის იდეა როჯერ ფედერერს ეკუთვნოდა. ჩანაწერს უკვე იმდენჯერ ვუყურე, მიუხედავად ცუდი ხარისხისა.. კიდევ რამდენჯერ ვუყურებ, who knows :) ძალიან მომინდა, რომ აქაც დამეწერა და ფოტოები მაინც მეჩვენებინა თქვენთვის : )

 ჩოგბურთელები ორ გუნდად იყვნენ დაყოფილი:

- Team Red - Roger Federer, Lleyton Hewitt, Samantha Stosur, Serena Williams.

- Team Blue - Rafael Nadal, Andy Roddick, Novak Djokovic, Kim Clijsters.

   წყვილებში თამაშობდნენ, ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ყველას მიკროფონი ეკეთა და მათი ნებისმიერი გადალაპარაკების მოსმენა შეიძლებოდა.  

 ისეთი საყვარლები იყვნენ.. ზოგადად, კორტებზე თამაშებისას ყველა ძალიან სერიოზულია, იშვიათად რომ გაიღიმონ. აქ კი ყველა relaxed იყო, ბევრს იცინოდნენ. განსაკუთრებით ეხუმრებოდნენ რაფას, რომელიც უწყინრად იღებდა ყველა ხუმრობას და სულ იცინოდა :)

 ფოტოკოლაჟი [მეტ-ნაკლებად] ქრონოლოგიურად:

 თამაშის მსაჯი იყო ყოფილი ჩოგბურთელი, ამერიკელი Jim Courier. 


                                                                  ლურჯების გუნდი :)


                                                            ’მხიარული როჯერი’ :)

 პირველები ნადალი/როდიკი და ფედერერი/ჰიუიტი იყვნენ.



შესვენებისას ჯოკოვიჩი მასაჟს უკეთებს გუნდის წევრებს :))

                                                                           შეჯახება 



 კიმი და ნოვაკი თვალს ადევნებენ თამაშს.


 შემდეგი წყვილები - ჯოკოვიჩი/კლაისტერსი, უილიამსი/სტოსური.


 

Djokovic: 'thanks, Rafa. You've got a sweet touch'

                                                 რაფას რეაქცია ჯოკოვიჩის სიტყვებზე 



 ჯოკოვიჩს უხერხულ ადგილას მოხვდა ბურთი და თავს იცავს

 რაფა და როჯერი მაყურებლის როლში :)


                                                                  ხედი წინიდან

                                                                      ხედი უკნიდან


                                                           რაფას და კიმის წყვილი



ბურთს სინქრონულად დასდევდნენ,  და ძალიან სასაცილოები იყვნენ :)

 

 

                                                                         happy Rafa


                                                                   მასაჟი რაფასთვის

                                                                    Kim: 'Let me do that'


                                                                        ნადალი/ჯოკოვიჩი


 Djokovic: 'I think, that Kim was a better partner..'


Djokovic: 'I'm sayin' Kim was a better partner for you. that's what I'm sayin, why do you get angry?'



                                                                                     yeah!


                                                                        სამეულები 


                                                                             kick it!

                                                                   Roger dance :lol:


                                                                                smile

 The End.

Tuesday, January 19, 2010

Notes

   არ შემიძლია წინასწარ დაგეგმილი პოსტების წერა, არასდროს გამომდის. ადრეც რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, ძირითადად რაღაც დაუძლეველი სურვილის შედეგად ვწერ ახალ პოსტებს. 

  მე არ ვარ განებივრებული კომპიუტერთან მუდმივი კონტაქტით. მითუმეტეს როცა ოჯახში ბევრი მსურველია, კომპიუტერი კი - ერთი, შეიძლება ჩემი სურვილი იმ დროს დაემთხვეს, როცა ინტერნეტთან მოხვედრა შეუძლებელია, ამიტომ ამ ჩანაწერს ახლა მობილურში ვაკეთებ. წინა პოსტიც ზუსტად 10 წუთში დავწერე, თავის ფოტოების ატვირთვით და სხვა წვრილმანებით. მხოლოდ ერთი გადახედვა მოვასწარი და Publish-ს დავაჭირე, ვინაიდან იქვე ოთახში ოჯახის ერთ-ერთი წევრი ნერვიულად გადიოდა და გამოდიოდა [როგორ მინდა ლეპტოპი!]. არადა, სულ არ ვგეგმავდი იმ დღეს ახალი პოსტის დაწერას, მაგრამ ფედერერის იასამნისფერმა მაისურმა ის დაუძლეველი სურვილი გამიჩინა და აღარ გადავდე, მითუმეტეს მე ვაღმერთებ ჩემს სპონტანურ და რაღაც მიზეზით გამოწვეულ პოსტებს! მიზეზები კი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს - მუსიკა, ფილმი, მაისური, პოსტები - არიან ბლოგერები, რომელთა პოსტების კითხვისას, წერის სურვილი მიჩნდება. შეიძლება სრულიად სხვა თემაზე წერდეს, მე კი სულ სხვა იდეა მომივიდეს.

  იმას ვამბობდი, სპონტანური პოსტების მიყვარს-მეთქი. მითუმეტეს, მოგვიანებით რომ ვკითხულობ და იმ დროინდელ ემოციას ვგრძნობ.. ახლა ვინაიდან Australian Open მიმდინარეობს, სექტემბერი მახსენდება - US Open, დეიდას ლეპტოპი, რაფას ’ტკივილით მოგებული მატჩი’ და გათენებული ღამე, ცხელი მჭადები და გარშემო სრული სიმშვიდე.. 

  ბოლო დროს ბლოგებს აქტიურად აღარ ვეცნობი; სოფიმ თქვა ერთ-ერთ კომენტარში, ბევრი ბლოგი გამოჩნდა, თუმცა ძალიან ცოტაა, სადაც თავს შეაფარებო. ალბათ მეც დამაბნია ბლოგების სიმრავლემ, ან შეიძლება უბრალოდ ცოტახნით მომბეზრდა და დრო მჭირდება.. 

 Whatever, მე მაინც მიყვარხართ : )

Saturday, January 16, 2010

The show begins!

  ფედერერი ფერად მაისურებში ვარჯიშობს,


 რაფას სიცხემ მაისური გაახდევინა, რის გამოც  ერთ-ერთ ფორუმზე აპოლონის მომავალი მოდელი უწოდეს..


 ჟუსტინ ენინი დაბრუნდა, კიმ კლაისტერსი მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება.

ისევე როგორც მარია შარაპოვა, ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ


 ორშაბათს Australian Open 2010 იწყება! 

Tuesday, January 12, 2010

Personal stuff

  გუშინ ჰანნასთან დავრჩი და Brothers ვუყურეთ ერთად. ტობი მაგუაირის თამაშმა მომხიბლა; აქამდე არ მომწონდა დიდად, სულ სპაიდერმენთან ასოცირდებოდა. თან, რაღაც ბიჭუნას იერი აქვს. ამ ფილმის ნახვის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალა, really. 

  თვითონ ფილმი იცით როგორია, მე რომ მიყვარს, ურთიერთობებზე. ადამიანების სახეები და თვალები.

ხო, და კიდევ, ჯეიკ ჯილენჰაალი შემიყვარდა. მისი გმირი ისეთია, ფილმის მსვლელობისას უფრო და უფრო რომ მოგწონს, მითუმეტეს თუ ამ ფილმს ორჯერ უყურებ :))


   ფილმის ნახვის შემდეგ, ანამ ძალით მაყურებინა Desperate Housewives  მეექვსე სეზონის რომელიღაც სერიას :D აქამდე არასდროს მინახავს ეს სერიალი, რამდენიმე მომენტზე მართლა გულით ვიცინე, თუმცა ყურებას არ ვაპირებ. სანაცვლოდ კი, ჩემი პირობის თანახმად, 2008 წლის უიმბლდონის ფინალზე მცირე დოკუმენტურ ფილმს ვუყურეთ, რომელიც ძალიან მიყვარს და ალბათ 5-6-ჯერ მაქვს ნანახი. 

 ფილმის, სერიალის და ჩოგბურთის ნახვის შემდეგ მივხვდი, უფრო სწორედ კი დავრწმუნდი, რომ ძალიან მიყვარს როცა ჩემს ადამიანებთან ერთად ვუყურებ რამეს.. სულ სხვა მუხტი აქვს, თუნდაც  ფილმის მეორედ და ჩოგბურთის მეექვსედ ნახვას.

  დღეს პირველად დავლიე ყავა ლიმნით. ჭიქაში  წყალს რომ ვასხამდი, უცებ თვალი მოვკარი ლიმონს თეფშზე და გავიფიქრე - მოდი, ვცდი. აი, ვერ ვიტყვი რომ მომეწონა, ან არ მომეწონა. მაგრამ ყოველდღე თუ დავლევ, შემიყვარდება -  საოცრად არომატულია.

  ყავის დალევაზე გამახსენდა, ხომ არსებობს გავრცელებული აზრი, რომ არავის აინტერესებს პოსტები იმაზე, თუ რა დალიე დილით, ქუჩაში ვინ შეგხვდა და ა.შ ყოველთვის მეღიმება და კითხვა მიჩნდება, აბა ფილმებში რას ვუყურებთ? ადამიანების ცხოვრებას, ხან  ყოველდღიურს, ხან უფრო გლობალური სახით. ყველაფერი ბოლოს მაინც ადამიანებზე და მათ შორის ურთიერთობებზე დადის. მთავარია, შენ რას დაინახავ ასეთ პოსტებში. 



Wednesday, January 6, 2010

New York, I Love You! I really do..

  ფილმებიდან გაცნობილი და შეყვარებული ქალაქები გაქვთ? მე - კი. ბარსელონა [Vicky Cristina Barcelona] და ნიუ იორკი [You've Got Mail, New York, I Love You!]

 სხვათაშორის, ეს ჩემი მეორე პოსტია ნიუ იორკზე. პირველ პოსტში კი ვწერდი, ნიუ იორკი შემიყვარდა-მეთქი, მაგრამ მაინც არასდროს ვთვლიდი მას ჩემს საყვარელ ქალაქად.

  მე ევროპა უფრო მიყვარს. არასდროს ვყოფილვარ აღფრთოვანებული ამერიკით და არც სურვილი მქონია იქ წასვლის. აი, ევროპა სულ სხვა საქმეა, თუნდაც მე და ესპანეთი გაგვიხსენეთ..

  ხოდა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, დღეს ვნახე ფილმი New York, I Love You!  [რომელსაც სამმაგად ველოდებოდი - თვითონ ფილმიც მაინტერესებდა, ნატალი პორტმანი თამაშობდა და ნატალი იყო ასევე ერთ-ერთი პატარა ფილმის რეჟისორი]. მანამდე იყო Paris, je t'aime. მოკლედ, ჯერ იყო ევროპა, მერე ამერიკა. ჰოდა, მე ამერიკამ მომხიბლა, ევროპამ - კი ვერა. პარიზში არც ერთი ნოველა [ასე ვუწოდოთ იმ  პატარა ფილმებს] არ ყოფილა ისეთი, რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდინოს ჩემზე. ნიუ იორკში კი ვერც ერთს ვიხსენებ, რომ შთაბეჭდილება არ მოეხდინოს.  ნიუ იორკი ბევრად უფრო რეალური იყო, ვიდრე პარიზი, და ამიტომ ჩემთვის უფრო სასიამოვნო სანახავი აღმოჩნდა.

  ფილმში ერთ-ერთი გმირი ამბობს, იმიტომ მიყვარს ნიუ იორკი, რომ აქ ყველა ჩამოსულიაო. ალბათ ასეცაა, აქ მთელი მსოფლიო ერთიანდება. მე მგონია, რომ აბსოლუტურად ყველა ერის წარმომადგენელი ცხოვრობს ამ ქალაქში - ყველაზ დიდ და ხმაურიან ქალაქში,  where all your dreams come true.

 ჰო, წინა პოსტის კომენტარში დავწერე, რომ დროებით აღარ დავპოსტავდი ბლოგზე. მაგრამ, ამ პოსტის რამდენიმე დღის შემდეგ დაწერა უბრალოდ არ შეიძლებოდა, როცა შთაბეჭდილებები და ემოციები გამივლიდა..

 ფილმს რომ საოცარი საუნდტრეკები აქვს, ჯერ არ მითქვამს არა? არც კი ვიცი, რომელი დავდო აქ..



 პ.ს როგორც ფილმის დასასრულს წერია, შემდეგი უკვე აზია - Shanghai, I Love You გველოდება :)

Sunday, January 3, 2010

Hey, 2010.

  ამ ბოლო დროს რატომ მჭირდება ფიქრი, თუ რა დავწერო? ადრე უფრო მარტივად იყო - უცებ მოვიდოდა მუზა და თავისით ხდებოდა ყველაფერი.. და მე ის პოსტები უფრო მიყვარს, ვიდრე ტვინის დაძაბვის შედეგად დაწერილი. აი, მაგალითად წინა წლის ბოლო პოსტი - თავიდან კი გონებას მოვუხმე, მაგრამ წერა რომ დავიწყე, ყველაფერი იოლად გამოვიდა და რაც მინდოდა, ის დავწერე. ჰანნა კი მეუბნება, რა იყო ის მშრალი პოსტი, ნუთუ 2009 წელს ორი მოვლენის მეტი არაფერი მოხდა, დაწერე უფრო ვრცელიო..   მაგრამ არ დავწერ, ვიცი, დაძაბული პოსტი გამომივა. არადა, ალბათ უფრო მეტი მოხდა გასულ წელს, ბლოგერობის და ჩოგბურთის გარდა, თუმცა, whatever.

  ამასობაში კი 2010 წელი მოვიდა - ძალიან ჩვეულებრივად და უხმაუროდ [ჩემთვის]. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, ჩემი საახალწლო განწყობა იგვიანებს :D ამიტომ, ვერ ჩამოვწერ ჩემს გეგმებს ამ წლისთვის; აი როგორ ვარ იცით - უცებ 31 აგვისტოს, ან 30 მაისს რომ გთხოვონ, მომავალი წლის გეგმები მითხარიო და დაიბნევი :D

  მაინც საინტერესოა, პოსტების არქივში უკვე 2 წლის ნუსხა იქნება :))