გუშინ ჰანნასთან დავრჩი და Brothers ვუყურეთ ერთად. ტობი მაგუაირის თამაშმა მომხიბლა; აქამდე არ მომწონდა დიდად, სულ სპაიდერმენთან ასოცირდებოდა. თან, რაღაც ბიჭუნას იერი აქვს. ამ ფილმის ნახვის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალა, really.
თვითონ ფილმი იცით როგორია, მე რომ მიყვარს, ურთიერთობებზე. ადამიანების სახეები და თვალები.
ხო, და კიდევ, ჯეიკ ჯილენჰაალი შემიყვარდა. მისი გმირი ისეთია, ფილმის მსვლელობისას უფრო და უფრო რომ მოგწონს, მითუმეტეს თუ ამ ფილმს ორჯერ უყურებ :))
ფილმის ნახვის შემდეგ, ანამ ძალით მაყურებინა Desperate Housewives მეექვსე სეზონის რომელიღაც სერიას :D აქამდე არასდროს მინახავს ეს სერიალი, რამდენიმე მომენტზე მართლა გულით ვიცინე, თუმცა ყურებას არ ვაპირებ. სანაცვლოდ კი, ჩემი პირობის თანახმად, 2008 წლის უიმბლდონის ფინალზე მცირე დოკუმენტურ ფილმს ვუყურეთ, რომელიც ძალიან მიყვარს და ალბათ 5-6-ჯერ მაქვს ნანახი.
ფილმის, სერიალის და ჩოგბურთის ნახვის შემდეგ მივხვდი, უფრო სწორედ კი დავრწმუნდი, რომ ძალიან მიყვარს როცა ჩემს ადამიანებთან ერთად ვუყურებ რამეს.. სულ სხვა მუხტი აქვს, თუნდაც ფილმის მეორედ და ჩოგბურთის მეექვსედ ნახვას.
დღეს პირველად დავლიე ყავა ლიმნით. ჭიქაში წყალს რომ ვასხამდი, უცებ თვალი მოვკარი ლიმონს თეფშზე და გავიფიქრე - მოდი, ვცდი. აი, ვერ ვიტყვი რომ მომეწონა, ან არ მომეწონა. მაგრამ ყოველდღე თუ დავლევ, შემიყვარდება - საოცრად არომატულია.
ყავის დალევაზე გამახსენდა, ხომ არსებობს გავრცელებული აზრი, რომ არავის აინტერესებს პოსტები იმაზე, თუ რა დალიე დილით, ქუჩაში ვინ შეგხვდა და ა.შ ყოველთვის მეღიმება და კითხვა მიჩნდება, აბა ფილმებში რას ვუყურებთ? ადამიანების ცხოვრებას, ხან ყოველდღიურს, ხან უფრო გლობალური სახით. ყველაფერი ბოლოს მაინც ადამიანებზე და მათ შორის ურთიერთობებზე დადის. მთავარია, შენ რას დაინახავ ასეთ პოსტებში.

ახალ წელს გილოცავთ. რაფას Grand Slam-ების მოგებას ვუსურვებ, ჩემს თავს ესპანეთს და რეზიდენტურას, თქვენ კი იმას, რაც გულით გსურთ..
თავში სულ სხვა პოსტის იდეა მომდის.. 











