ახლა საყვარელი მარის პოსტს ვკითხულობდი და ჩემი ძველი ზაფხულები გამახსენდა, ნამდვილი, ლინდგრენისეული ზაფხულები. გადატყავებული მუხლებით, ფეხებზე შემხმარი ტალახებით, ქანცის გაწყვეტამდე რომ დავიღლებოდით დღის ბოლოს, სულ ძალით ამოგვრეკავდნენ სახლში, სადღაც ჭოტი აკივლდებოდა, ჩვენ აივანზე გამოვაწყობდით ჭიქებს ჩაის დასალევად და ბებო ფეხების დასაბან წყალს გვიცხელებდა. მაშინ არ ვითვლიდი დღეებს უკუთვლით, აი ამდენი დღე დამრჩა არდადეგების ამოწურვამდე-თქო, იმიტომ რომ დღეები ბევრი იყო, ზაფხული - დიდი, წინ შემდეგი დღე მელოდა, ათასი წვრილ-წვრილი თავგადასავალით სავსე.
ხანდახან ახლაც გამიელვებს ხოლმე ძველი შეგრძნებები. როცა თბილისში აუტანლად ცხელა, სუნთქვაც ჭირს და ყველა სახლებში ან სამსახურებშია გაკრეფილი, უცებ მახსენდება, რომ ადრე ასეთ დროს, ჩვენ ეზოში გავრბოდით და ვწუწაობდით. ასეთ დროს აღარც სიცხეა შემაწუხებელი, პირიქით, კორპუსის ეზოდან ზევით ვიხედები, ფოთლებს შორის მზის სხივების ლიცლიცს ვუყურებ და ვხვდები, რომ ძველი ზაფხულები ასეთი, პატარ-პატარა დეტალებისგან შედგებოდა, რომელსაც ვაფასებდით და მათგან დღესასწაულებს ვქმნიდით.
Saturday, August 9, 2014
Thursday, July 3, 2014
The sound of Woodkid
Where the light shivers offshore,
through the tides of oceans.
We are shining in the rising sun..
ორად ორ მომღერალს გავყვებოდი დაუფიქრებლად ქვეყნის დასალიერში - დევენდრა ბანჰარტს და ვუდქიდს. უფრო ალბათ მეორეს. თუნდაც იმიტომ, რომ ახლა მასზე ვწერ, მისი ხმის გამო და უფრო იმიტომ, რომ ეს სიმღერა დაწერა და მერე ასე იმღერა
ამ, ჭეშმარიტად ფრანგული ჟღერადობის სახელის და გვარის მქონე ბიჭმა (მას იოან ლემუანი ჰქვია), ადგა და I love you სტუდიურად ისე სასწაულად იმღერა, რომ ახლაც კი ემოციების გარეშე ვერ ვუსმენ და სულ მგონია, რომ მე მიმღერის, მე ვარ ის გულცივი და საშინელი გოგო, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და მას ყურადღებას არ აქცევს.
ძალიან ხშირად მახსენდება ფბ-ზე ეს ფოტო რომ დადო და დაწერა: Finally back home and ready to work. Missed you NYC. From Coachella to the New York City Ballet. კომენტარებში ვიღაცამ დაუწერა - your home is LYON. გულში ჩამრჩა რაღაცნაირად და ხშირად მახსენდება იმ გულშემატკივრის პათეტიკა, თუ უბრალოდ გულისტკივილი.
სიმღერაზე ვამბობდი, არ ვიცი ვის უმღერის სინამდვილეში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ძალიან იღბლიანია.

Wednesday, June 18, 2014
***
You talk to me
as if from a distance
And I reply
With impressions chosen from another time, time, time,
ახლა ისეთ რამეზე უნდა ვწერო, რასაც ალბათ 17 წლის გოგო თუ დაწერდა.
არ ვიცი, თქვენ თუ გქონიათ ეს შეგრძნება, დაღლილობის. ხანდახან მინდა, რომ ჩემთვის ვიყო, ამდენი სოციალიზაცია მღლის, ამდენი არაბუნებრივი და არაჯანსაღი ურთიერთობა მთელს ჩემს ენერგიას მაცლის და მიაქვს, მე კიდევ არაფრით არ შემიძლია ეს ყველაფერი, მერე იმდენი დრო მჭირდება, ის ენერგია რომ შევივსო, ლამის სახლში გამოვიკეტო და ყველა ადამიანს ავარიდო თავი.
ნეტავ მე ვინ მეტყვის, რომ კარგი და ლამაზი ვარ, ჭკვიანი რომ ვარ. თუ არ მოითხოვე, არც არავინ გეტყვის, რომ კარგი, ლამაზი და ჭკვიანი ხარ. არადა ყველაფერი ხომ ჩვენს თავშია, მაგრამ ჩემი თავიც აღარ მეუბნება არაფერს კარგს.
ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი ხელიდან მეცლება. მერე უცებ ვიწყებ ვირჯინია ვულფზე და სილვია პლათზე ფიქრს, მგონია რომ ისინიც ზუსტად იმას გრძნობდნენ სიცოცხლის ბოლო წლებში და ძალიან მეშინია.

Sunday, June 8, 2014
ჩემი ნაღვლიანი სიზმრების გახსენების ჟამს
[ არ ვიცი, იმ ფენომენს რა ჰქვია, შენს ერთ-ერთ საყვარელ შემსრულებელს მოუთმენლად რომ ელოდები და როცა ეს დღე დადგება - ის აქ არის და შეგიძლია ცოცხლად მოუსმინო, წასვლა გეზარება. ]
წუხელ მესიზმრა, რომ ჩემს სოფელში ვიყავი. ზაფხულის არდადეგები მქონდა, სახლის სხვენში დავძვრებოდი და იქაურ მტვერს ვისუნთქავდი.
19 წლის ვიყავი.
ალბათ იმის ბრალია, ძილის წინ "ზარხუფს" რომ ვკითხულობდი. მთელი დღეა, 19 წლის მგონია თავი და მგონია, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს მოვასწრებ. მერე მახსენდება, რომ უკვე 26 წლის ვარ, ჯერ მუდმივი სამსახურიც კი არ მაქვს და გუნება მიფუჭდება. ნეტავ 19 წლისას წამეკითხა პლათი, ალბათ მერე ჩემს ცხოვრებას სხვანაირად წარვმართავდი. იმედია თვითმკვლელობაზე არ ვიფიქრებდი და მხოლოდ რაღაც ახლის გაკეთებაზე დავიწყებდი ზრუნვას.
სიზმარში ჩემს სოფელში ვიყავი-მეთქი, ვამბობდი. აქ ისე გულახდილად ვეღარ ვწერ, არც სიზმრის შინაარსზე მოვყვები და ჩემს ქვეცნობიერში დავიწყებ ქექვას. ყველაზე კარგ მომენტში გამეღვიძა (არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც გაიფიქრეთ) და ვეღარაფრით შევიბრუნე ძილი. მერე ვიწექი საათზე მეტი და სიზმრის ამბავს ვაგრძელებდი გონებაში, საბოლოოდ მაინც ვერ მოვიფიქრე დასასრული და თავი დავანებე.
ზაფხული კი ზანტად მიიზლაზნება; ისეთი კვირადღეა, მხოლოდ ნაყინზე რომ უნდა ჩაირბინო მაღაზიაში, მერე ყავა ყავაზე სვა და ნაყინი მიაყოლო, ხან წიგნი იკითხო და ხან - გრეის ანატომიის სეზონის ბოლო სერიას უყურო. ამ დროს კი ჩაინავუმენი და ოუფენ ეარი მეჩხირება გონებაში, სრულ იდილიას არღვევენ და ამ ზანტი კვირა დღის კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილია ერთიც და მეორეც. ოუფენ ეარს 2 წელია უკვე რაც ველოდები და ჭირის დღესავით მეზარება წასვლა. აი, ამ ფენომენის სახელს გეკითხებოდით ზევით. რა ჰქვია?
ყოველი ზაფხულის დასაწყისში, ძველი ზაფხულები მახსენდება, სკოლის დამთავრების შემდეგი ანუ არდადეგების პირველი დღე, დილით თვალს რომ გავახელდი და ტკბილად გავიზმორებოდი, როცა ყველანაირი ვალდებულება მხრებიდან მოხსნილი იყო და რამდენ ხანსაც მინდოდა, იმდენს დავიძინებდი, წინ უამრავი წასაკითხი წიგნი და თბილისური ცხელი საღამოები იყო, სოფელში წასაღები წიგნების სია კი - შესადგენი. აი ეს მოგონებები დევენდრა ბანჰარტის სიმღერებს ატარებს მხოლოდ, ამ დროს კი სადღაც აქვე ჩაინავუმენია და დღეს უნდა იმღეროს. არაფრით არ ჯდება დღევანდელი დღის კონტექსტში, მითუმეტეს მაშინ, როცა მე საშინლად მინდა, ჩემს სოფელში ვიყო და წუხელ რაც სიზმარში ხდებოდა, ეგ ამბები ხდებოდეს.

Wednesday, April 30, 2014
Photo of the Day
Tumblr-ს უმიზნოდ ვსქროლავდი, ამ ფოტოს რომ წავაწყდი. გული გამინათდა და ამ უცნობი გოგოების მიმართ საოცარი სიმპათიით განვეწყვე.
როცა ქორწილი მექნება (someday), ძალიან მინდა, ჩემს მეჯვარეებს ზუსტად ასე, ფერადი და ყვავილებიანი კაბები ეცვათ.
მთელი სცენარი წარმომიდგა თავში, როგორ ვიცეკვებდით ჩვენს საყვარელ სიმღერებზე, გადავიღებდით სურათებს, გულიანად ვიცინებდით, ერთმანეთს ჩავეხუტებოდით და ერთი წამით დავსერიოზულდებოდით, გულაჩუყებულები, მერე კი ისევ გავაგრძელებდით ცეკვას და ავაფრიალებდით ჩვენს მშვენიერ, ფერად კაბებს.
მერე ვიღაც, სადღაც, რომელიმე სოც.ქსელზე იპოვიდა ჩვენს ფოტოს და ისევე ინსპირირდებოდა, როგორც დღეს - მე :)
Monday, April 21, 2014
მერე?
"და მეცხრესა ჟამსა ხმა-ყო იესო ხმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლამა
საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?"
- მარკოზი, 15:34
ახალ აღთქმაში ეს ჩემი საყვარელი თავია. ერთ დროს, როცა ეკლესიაში დავდიოდი, ამ ეპიზოდს როცა კითხულობდნენ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც გულში მიყოფდა ხელს და მთელი ძალით მიჭერდა. ჯვარზე, ყველასგან მიტოვებული ქრისტე. თვითონ მასაც ჰქონდა მომენტი, როცა თავის თავში ეჭვი შეეპარა, ეგონა, რომ ღმერთმა მიატოვა და მხოლოდ ადამიანი დარჩა მასში.
აღდგომა ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ადრე უფრო იყო, ალბათ. ახლა უკვე აღარ ვიცი, ამ სიყვარულში რელიგიური მხარე უფრო ჭარბობს თუ პრაგმატული.
შემიძლია მოგიყვეთ, როგორ გავატარე ეს აღდგომა.
ვიჯექი სახლში, ყოველ 2-3 საათში ერთხელ ვიდუღებდი თურქულ ყავას, დავასხამდი ჭიქაში და ქაფქაფა სითხეს ვსვამდი.
ვუყურებდი ჩემს ახალ კაბებს, ჭრელ, ყვავილებიან, კოპლებიან, ფერად კაბებს და ვფიქრობდი, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს-მეთქი. ყველაზე ცუდი მომენტია ეგ, ყველაფრის ამაოების განცდა. როცა ინტერესს კარგავ და მამოძრავებელი ძალა აღარ არსებობს, რისთვისაც იცხოვრებ. როცა არც ერთი მიზანი აღარ ჩანს საინტერესო და ყველაფერზე მიჩნდება კითხვა - მერე? უნდა იმუშავო იმიტომ, რომ გქონდეს ფული. მე ვსვამ კითხვას - მერე? მერე იმ ფულით იყიდი ტანსაცმელს, შეჭამ გემრიელ საჭმელებს, წახვალ სადმე, სამოგზაუროდ. - მერე? სანამ ეგ კითხვა არსებობს ცნობიერებაში, მანამ არც ერთი მიზანი და ადამიანი აღარ არის საინტერესო. მადლობა ღმერთს, იშვიათად მაქვს ეგ კითხვა აკვიატებული. აი ზოგიერთ ადამიანზე მიფიქრია ხშირად, როცა მის ცხოვრებას ვუყურებ, ნეტავ რა ინტერესის გამო აგრძელებს ცხოვრებას-მეთქი?
4 დღე ვიყავი სახლში, 4 დღე! ასეთ დროს მთელი გულით მძულს დღესასწაულები, თუ რაღაც შემთხვევების წყალობით ვერსად წახვედი, უნდა დაჯდე და უყურო სხვა ხალხის ბედნიერებას. ჩექინებს, ინსტაგრამის ფოტოებს, სტატუსებს და უფრო მეტად იგრძნო, რომ აბსოლუტურად მარტო ხარ, შენს საკუთარ ჰორმონებთან ერთად და სულ მცირე სურვილსაც ვერ პოულობ თავში, რომ ეზოში მაინც ჩახვიდე და ცოტაოდენი მანძილი მარტომ გაიარო. აღარც მზიანი დღეები მოგწონს, არც დაცარიელებული თბილისი და ეგეთ დროს გირტყამს თავში ჩაქუჩივით - მერე? მერე? მერე რა, რომ მზიანი დღეებია, მე ახალი კაბები მაქვს, თბილისი ცარიელია და საუკეთესო დღეებია ფეხით სასეირნოდ. მერე რა? მე მაინც ამ ოხერ ჰორმონებთან ერთად ვზივარ სახლში და წიგნებსაც კი არ ვკითხულობ. გუშინ მთელი დღე Downton Abbey-ს ვუყურებდი, 5 სერიას მაინც ვუყურე. ეგეც შენი აღდგომა და გეგმები. სოფელში მაინც გავყოლოდი მშობლებს.
პ.ს როგორც ყოველთვის, თავის საშინელი ტკივილი მტანჯავს.

Saturday, April 19, 2014
Happiness is (Vol. 2)
გამოწერილი კაბები იდეალურად მომერგო, სოკოსგან უგემრიელესი კერძი გამომივიდა და ყავაში ზუსტად ჩამიყრია შაქარი.
Arctic Monkeys ბიჭები კი მშვენივრად ასრულებენ ამ სიმღერას -
Subscribe to:
Posts (Atom)