სოფელში აივანზე ვიდექი და ფინჯანი ყავით ხელში გავყურებდი მთებს. ყავა იშვიათად კარგი გამომივიდა - უშაქრო, საჭირო რაოდენობის ყავით, არც მწარე და არც ზედმეტად განზავებული. მიაღწია საჭირო ტემპერატურას, როცა ცხელი აღარაა, მაგრამ ჯერ არც ნელთბილია და სასიამოვნოდ, ყლუპ-ყლუპად შეგიძლია სვა. ზაფხულის ნათელი, მზიანი დღე იდგა. ის მომენტი იყო, როცა თვალები უნდა დახუჭო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქო და მსუბუქად გაიღიმო. ამ დროს, საიდანღაც ბუზი მოფრინდა, ჭიქაში ჩავარდა და ჩემი იდეალური ყავა გადასაქცევი გახდა. ახლის გაკეთებას რა თქმა უნდა აზრი აღარ ჰქონდა - ასეთი კარგი აღარ გამოვიდოდა. მომენტიც ჩავლილი იყო. მაგრამ ის წამი უკვე დაჭერილი მქონდა, ამიტომ ბუზმა კი არ გააფუჭა, უბრალოდ, დაასრულა. არ შეიძლებოდა, ასეთი იდეალური წუთები დიდხანს გაგრძელებულიყო და სწორედ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია.
რატომ გამახსენდა რამდენიმე წლის შემდეგ ეს ეპიზოდი? ნიკ ქეივს ვუსმენდი და მივხვდი, რომ დღევანდელი დღის დასაჭერი წამები ამ სიმღერის მოსმენისას დადგა.
Oh, Nick, you old bastard.
p.s არ ვიცი, აქ და ახლა რა შუაშია, მაგრამ ტყუპი გოგო და ბიჭი თუ მეყოლება ოდესმე, ლუკს და ლეას დავარქმევ.
Showing posts with label ყავა. Show all posts

Saturday, October 4, 2014
Sunday, September 25, 2011
Morning Glory
ყველაფერი ასე იწყება: მაღვიძარა რეკავს, ნელ-ნელა ფხიზლდები. გამოფხიზლებამდე ასწრებ და ავტომატურ რეჟიმში აჭერ სნუზს. მერე კიდევ აჭერ. და კიდევ.
ბოლოს თვალებს ახელ და ღმერთს ემუდარები, რომ სასწაული მოახდინოს და კიდევ ერთი 5 წუთი გაჩუქოს.
სასწაული არ ხდება და საწოლიდან ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე სხეულს ძალით აათრევ.
შენელებული მოძრაობებით დადიხარ მარშრუტით აბაზანა - სამზარეულო - საძინებელი.
მე სახლიდან გასვლამდე გარინდების 5 წუთი მაქვს. თქვენ გაქვთ გარინდების წუთები? 5 წუთით ვჯდები და სრულ სიჩუმეში ვფიქრობ. სხვათაშორის, ძალიან სასარგებლო რამ არის. გამოძინებას ჰგავს, სულ ცოტათი.
სტანდარტული დილები ასეთია ყველასთვის. თუმცა, მე უფრო იმიტომ ვწერ პოსტს, რომ დილის პატარა დეტალებზე გიამბოთ.
საბჭოს მოედანთან ქუჩა ჩადის. ყოველდღე მიწევს ამ გზის ტრანსპორტით გავლა და ყოველდღე ვხედავ პატარა მაღაზიაში ჩინელ ბიჭს. მაგიდასთან ზის, დიდი ჭიქით ყავა უდგას და ლეპტოპს უყურებს მთელი გულისყურით. ხანდახან მაღაზია დაკეტილია და ის დილა არ მიყვარს.
ერთ დილას, წინა სამსახურში რომ მივდიოდი, ქუჩაზე შევუხვიე და ოფისის წინ ჩვენი დაცვა იდგა, ყავის ჭიქით ხელში, დილის ყავის პროცედურა ჰქონდა და ქუჩას უყურებდა. ხომ უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ მე რაღაც ფილმის კადრივით დავინახე და სულ მახსოვს. რამდენიმე წუთის შემდეგ მეც ყავის ჭიქით ხელში ვიდექი ვერანდაზე, თანამშრომლებთან ერთად, და დილის ყავა და სიგარეტის რიტუალს ვატარებდით [ნუ, მე მარტო ყავის]. იქიდან ვუყურებდი, ადამიანები როგორ მიდი-მოდიოდნენ სწრაფი ნაბიჯებით.
ახლა უკვე მორიგეობის დილა მიყვარს, რომ ინათებს და ქუჩაში ხალხი კანტიკუნტად გამოჩნდება. ახალი დღის დაწყებას რომ ვხვდები, რაღაცნაირად მიხარია, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა.
მერე ნელ-ნელა თანამშრომლები რომ მოდიან და ყველა მეკითხება, როგორი ღამე მქონდა.
ჩემი მორიგეობის შემდგომი დილების განუყრელი სიმღერა

Wednesday, August 31, 2011
ფუნთუშები საუზმეზე
რომ გამახსენდა, დღეს ზაფხულის ბოლო დღეა, საშინლად დამწყდა გული, რომ ასე, გამოუძინებელი და დაღლილი, კომპიუტერის წინ ვატარებდი საღამოს. მერე ვიფიქრე, ჯანდაბა, რა მნიშვნელობა აქვს, სეზონი ერთ დღეში მაინც არ იცვლება. სულაც არ არის დღევანდელი დღე ზაფხულის დასასრული და არც ხვალინდელია შემოდგომის დასაწყისი.
მაინცდამაინც თუ გავჯიუტდები და მოვინდომებ, რომ კონკრეტული დღით დავასრულო ზაფხული, მაშინ ჯობია გუშინდელ საღამოს მივანიჭო ეს საპატიო სტატუსი.
ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი საღამო - სასიამოვნოდ გრილოდა, ბავშვები საქანელებზე ქანაობდნენ, ჭრიჭინების ხმა ისმოდა და ჰაერში ახალგამომცხვარი ფუნთუშების სურნელი ტრიალებდა.
და ქეითმა მითხრა, post about it-ო.
ამ (არა)ჩვეულებრივ საღამოს ქეითის სახლში შევხვდი სიბელს, ქემალ ბეის და ფუსუნს. ისე მიმიზიდეს, რომ ვეღარ ვშორდებოდი და ღამის 3 საათზე, ნახევრად მძინარე, არაფრით ვუშვებდი ხელს.
ახლა ძალიან მენატრებიან. მინდა, რომ ყველა დილა ისეთი მზიანი იყოს, როგორც დღეს იყო. სამზარეულოში ყავას ვსვამდე და იმ ფუნთუშებს ვაყოლებდე, წინა საღამოს სპეციალურად რომ შევიძინეთ დილისთვის.
ასე გავიდა ზაფხული, რომელმაც გვერდით ჩამიარა.
რა გაეწყობა, სეზონები მუდამ ერთმანეთს ენაცვლებიან.
მთავარია გვერდით სულ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კალენდარს, ამინდებს და სხვა სისულელეებს უმნიშვნელოს გახდიან.

Saturday, March 5, 2011
დეტალური ბედნიერება
გაახსენდა დილის საუზმე სახლში, ომამდე. დედა ცისფერ და თეთრ უჯრედებიან სუფრას გადაუფარებდა ხოლმე მაგიდაზე და ყავასთან ერთად ყოველთვის ჰქონდათ თაფლი, ფუნთუშები და ცხელი რძე. იადონი გალობდა და ზაფხულობით მზე აშუქებდა ფანჯარაზე მდგარ ნემსიწვერებს. ხშირად ხელში გასრესდა ხოლმე ამ ყვავილის მუქ მწვანე ფოთოლს, იყნოსდა მის უცხოსა და მძაფრ სურნელს და უცხო ქვეყნებზე იწყებდა ფიქრს..
ყველაფერი შეგრძნებებზეა დამყარებული. მოვლენები იმით კი არ გვამახსოვრდება, თუ რა მოხდა და როგორ, არამედ როგორ ვიგრძენით თავი იმ დროს. მერე, მოგვიანებით, ისეთი რამეები გვახსენებს მათ, როგორიცაა მაგალითად, სუნი ან მუსიკა, და უცებ იმ დროის შეგრძნება მოდის რაღაცნაირი, წამიერი.
ცხოვრება წვრილმანი ბედნიერებებისგან შედგება. რომლებიც გროვდებიან, გროვდებიან და ერთ მთლიანს ქმნიან. თავის მხრივ, ეს ცალმხრივი არ არის და დინამიკურ წონასწორობაშია უარყოფით მოვლენებთან. უნდა ვეცადოთ, რომ ყველა პატარა ბედნიერება დავიჭიროთ და ამით ეს ნეგატიური, ცივი სამყარო ცოტახნით კედელს მიღმა დავმალოთ. ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.
ადრე სადღაც შემხვდა პატარა ჩანაწერი 'ბუნებრივი კაიფები' [natural highs]. სადღაც მაქვს შენახული, მაგრამ აქ იმის დადება კი არა, ჩემი წვრილმანი ბედნიერებების გაზიარება მინდა.
ისინი კი ძალიან მარტივი და ყოველდღიურია:
- ყავის სურნელი
- მზის სხივი, რომელიც დილით გაღვიძებს
- როდესაც კაფეში/მაღაზიაში მოულოდნელად საყვარელი სიმღერა დაიწყება.
- ახალ ნაწვიმარზე მიწის სუნი
- როცა თვალებდახუჭული წევხარ, გესმის ზღვის ხმა და გრძნობ, მწველი მზე როგორ აშრობს შენი სხეულიდან წყლის წვეთებს..
- მეგობრის ღიმილი შენი დანახვისას
- ჭრიჭინების ხმა მინდორში
- ახალგამომცხვარი პურის სუნი
- ქარიანი, წვიმიანი და უბედური დღე, როცა გარეთ ხარ და იცი, რომ სადღაც თბილი სახლი გელოდება.
- ნამცხვრის ბოლო ნაჭერი შენს მაცივარში
- თვალებდახუჭული ცეკვა, როცა გარშემო ბევრი ხალხია და შენ მარტო ხარ.
- ღამით თოვის ხმა და უცნაური სიჩუმე..
- ფიჭვების სუნი, სიარულისას წიწვების მტვრევის ხმა და ქარი, რომელიც სიჩუმეს არღვევს.
- საყვარელი წიგნი სასთუმალთან, ბრის სინათლე და წინ მთელი ღამე :)
- გაზაფხულის პირველი ჭექა-ქუხილი
- დავიწყებული შოკოლადის ნატეხი უჯრაში
- ნიავი, რომელიც გრძელ თმას აფრიალებს.
- დილით გემრიელი საუზმე და მუსიკა, რომელიც მთელი დღის განწყობას გიქმნის.
- მეგობრებთან ერთად ფილმის/სპორტული თამაშის ყურება და ბევრი სიცილი, ბოლოს უკვე ინერციული.
- დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის [ხომ გქონიათ ასეთი? ბოლო-ბოლო, სალტკროკელებს ჰქონდათ და.. :)]
და კიდევ ბევრი, ბევრი ასეთი წვრილმანი..
თქვენი დეტალური ბედნიერება როგორია?

Subscribe to:
Posts (Atom)