“Somewhere along the line we stopped believing we could do anything. And if we don’t have our dreams, we have nothing.”
- The Astronaut Farmer
მე რომ მუდმივი სამსახური მექნება, ბრიუგეში წავალ.
მუდმივი სამსახური როცა მექნება, სტამბულში დავბრუნდები.
ბოლო 1 წელია, ჩემი ყველა გეგმა თუ სურვილი ამ ფრაზით იწყება - აი, მე რომ მუდმივი სამსახური მექნება...
უკვე იმდენი ხანია, ვგეგმავ, წარმოვიდგენ, ვფიქრობ, რომ ხანდახან, ძალიან იშვიათად, დავუშვებ ხოლმე, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერასდროს ვნახო ბრიუგე. შეიძლება არასდროს წავიდე კიდევ ერთხელ სტამბულში. შეიძლება სულ ტყუილად მიფიქრია და ათასჯერ წარმომიდგენია შვეიცარიის ალპებში ხის სახლი, ჭრიალა დარაბებით, რომელშიც აუცილებლად უნდა გავათენო ერთი ღამე მაინც.
ასეთ დროს ყველაზე ძალიან მეშინია. მეშინია, არ გამიხშირდეს ასეთი ფიქრები, უფრო ხშირად არ ვიმეორო სიტყვები: "ვერასდროს", "არასოდეს".. მეშინია, რომ ზუსტად ეგ ფიქრები გახდება ჩემი ოცნებების დამარხვის მიზეზი.
როცა ვხვდები, რომ იმედს ვკარგავ, მთელი ძალით ვცდილობ, არ გავჩერდე, კიდევ გავაგრძელო ოცნება; რამდენ ხანსაც მომიწევს, იმდენი ვიოცნებო, ვგეგმო, კიდევ უფრო ხშირად შევიდე ხოლმე booking.com-ზე და დუბროვნიკში გესტჰაუსების ფასები ვათვალიერო. ვიცი, რომ ეს პირველი ნაბიჯია სურვილების ასრულებისკენ.
ყველაზე მეტად ამის მეშინია - ოცნება არ შევწყვიტო.
ნუთუ სულელი გოგო ვჩანვარ, როცა ვცდილობ, უფრო ხშირად, უფრო გულიანად გავიცინო? სიცილით ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე, ჯერ ძალიან აწეწილ-დაწეწილ, დაულაგებელ გეგმებზე და ასე გავიხანგრძლივო ოცნების სურვილი. იქნებ ამდენი სიცილი ზედმეტიცაა.
ხანდახან ცოტათი, სულ ცოტათი ვიღლები. ძალიან მინდა, ჩემმა მეგობრებმა მითხრან, რომ ყველაფერი გამოვა (ვინაიდან როცა ამას აკეთებენ, მგონია, მთებს გადავდგამ). სამწუხაროდ, ასეთ იოლ რაღაცას, როგორიც რამდენიმე გამამხნევებელი წინადადების თქმაა, ძალიან იშვიათად ვაკეთებთ და საპირისპიროდ, დამცინავი ფრაზების თქმა არ გვენანება ხოლმე.
ყველაფერი ჩემს თავშია.
ჰოდა თუ მკითხავთ, საით მივყავართ ოცნებებს? მე გიპასუხებთ, რომ ოცნებებს ჩვენს საყვარელ ქალაქებამდე მივყავართ, რომლებიც ყველას გვაქვს და ხანდახან, არ ვიცით ხოლმე.
And me? I still believe in paradise. But now at least I know it's not
some place you can look for. Because it's not where you go. It's how you
feel for a moment in your life when you're a part of something. And if
you find that moment... It lasts forever.
Showing posts with label სტამბული. Show all posts
Showing posts with label სტამბული. Show all posts
Wednesday, October 1, 2014
Sunday, October 13, 2013
And I give you my summer wine
Strawberries cherries and an angel's kiss in spring
My summer wine is really made from all these things.
შემოდგომის შუაგულში, როცა ზაფხულის ღვინო დაწურული და უკვე დამდგარია, მინდა, რომ ბლოგზე გამოვდგა გამჭვირვალე გრაფინით და ყველამ კარგად დაინახოს, რისგან შედგება ჩემი ზაფხულის ღვინო.
ყველა მოგონებას თავის ფერი, გემო, სუნი და მუსიკა აქვს. წლევანდელი ზაფხული ისეთი მრავალფეროვანი იყო, გამიჭირდება ერთი, ორი ან თუნდაც სამი, ზემოთჩამოთვლილი მახასიათებელი მოვარგო.
ჩემს ზაფხულის ღვინოს აქვს ცივი ფორთოხლის წვენის (დიდებული სასმელი, რომელიც 1 ლირად იყიდებოდა ისტიკლალზე), ტკბილ-ტკბილი და არომატული რახათ ლუხუმების გემო.
ეს იყო ხანგრძლივი მგზავრობების, ავტობუსების მოუხერხებელ სკამებზე ძილის, მატარებელში ჯდომისა და ბედნიერებებისგან ავსების ზაფხული.
თვალებს რომ ვხუჭავ, მახსენდება, თითქოს სიზმარში იყო, როჯერ ვოტერსი რომ იდგა ჩემ წინ და მიმღეროდა - Come on, now, I hear you're feeling down, I can ease your pain, get you on your feet again.. თითქოს სიზმარშივე ავყევი ჩუმად, სულ ჩუმად, ამ სიმღერას და როცა გილმორის სოლო უნდა დაწყებულიყო, სანამ კედელს ავხედავდი, ძალიან ისე, იმედგადაწურულმა, სადღაც გულის სიღრმეში ვინატრე, იქ დევიდი დამენახა.
სტამბული
სტამბულის ყველა მოგონება ტვინში შესაბამის უჯრებში ფაქიზად დავკეცე და ჩავალაგე. ეს მოგონებები იმდენია და ისე ნაწყვეტ-ნაწყვეტი, რომ დაწერა მიჭირს.
დილის 4 საათზე მოლას ხმაზე რომ გული მეკუმშებოდა, ისე მთრგუნავდა. უგემრიელესი მწვანე სალათი, გემით სეირნობის შემდეგ რომ ვჭამე ღია ზღვისპირა კაფეში, სადაც ვისხედით ყველა ერთად, გრძელ მაგიდასთან და გვქონდა ზაფხული.
ახლადჩასულები რომ ვიყავით სტამბულში, ძალიან დაღლილები, კონცერტის ბილეთები ავიღეთ და გული გამალებით მიცემდა სიხარულისგან. მერე ბიჭები ძალით სტარბაქსში გავაქანე, ვერანდაზე ვისხედით, გემრიელ ყავას ვსვამდი და ისტიკლალს გავყურებდი. წინ მთელი ორი დღე მელოდებოდა სტამბულში და ის იშვიათი მომენტი იყო, როცა მაშინვე ხვდები, რომ აქ და ახლა, ბედნიერი ხარ.
წამოსვლის წინ, ბოლო წუთებზე, სულ სირბილ-სირბილით, ბარგით რომ მივედით უმანკოების მუზემთან და საჩქაროდ სურათები გადავუღეთ.
რახათ ლუხუმის საოცარ მაღაზიაში რომ ვიყავი, სადაც იმდენი და იმდენნაირი ტკბილეული იყიდებოდა, გორები იდგა, აღარ ვიცოდი, საით გამეხედა, რომელი ამერჩია.. მერე პატარ ყუთით ვიყიდე, უგემრიელესი, პუდრამოყრილი და ჰოსტელში გემრიელად ვჭამეთ.
ბათუმი
სექტემბრის ბათუმს ძალიან არარომანტიული, შებოლილი სულგუნის ჩხირების და პაშტეტის გემო აქვს : )
ბათუმში ჩემი დაბადების დღე იყო. მოულოდნელი საჩუქრებით, ენა რომ ჩამივარდა, ისეთით. კარგი ადამიანები რომ მყავდა გვერდით, ერთად ვსვამდით მარტინის, ვუსმენდით დორსს და ვლაპარაკობდით ათას ამბებზე. ბათუმში ყველაზე მყუდრო სახლი იყო, ღამეული ვიზიტები სუპერმარკეტში, მარილიანი მზესუმზირის და შებოლილი სულგუნის ჩხირების ყიდვა, ღამის კინოსეანსისთვის. წიგნები ბათუმში - ყველაზე საოცარ მაღაზიაში, ჭიქა წითელ ღვინოს რომ ვსვამდით, ძალიან რომ ციოდა, წვიმა ცრიდა და საღამოს კინოფესტივალის გახსნისთვის ვემზადებოდით.
მეგობრები რომ მოეშურებოდნენ თბილისიდან, სამსახურებს რომ მიანებეს თავი და იმიტომ ჩამოვიდნენ, ჩემს დაბადების დღეს შევხვედროდით ერთად.
ძალიან მშვიდი, თითქმის უტალღო ზღვა, თვალდახუჭული ნაპირზე წოლა, მზეზე ნელი შრობა და ზღვის ხმიანობის მოსმენა.
ბათუმში კინოფესტივალი იყო, ყოველდღიურად დაგეგმილ ფილმებზე სიარული, აპოლოსკენ მიმავალი ქვაფენილებიანი ქუჩა, გზად ღია კინოთეატრი, ღამით აციმციმებული ლამპიონები და ადამიანების მხიარული ხმები.
ზღვის მარილისგან დახვეული თმები, ოდნავ შესამჩნევი რუჯი, ზანტი დილის ყავები, არარსებული მონსტრების ღამეული შიშები, მეკობრეებთან და დინოზავრებთან ფოტოსესია, მეგობრების ხმიანობაში ჩაძინება, გემრიელი ვახშმები და სვაიაკი ჩაიზე,
თბილისში გამომგზავრების წინ, საღამოს გამოსამშვიდობებელი თურქული ყავა პრივეტში და მთელი დღის განმავლობაში ყელში გაჩხერილი ბურთი.
...And when I woke up the sun was shining in my eyes.
ზაფხულის ღვინო უკვე დაწურულია. ნელ-ნელა გამოვიზოგავ, ზამთრის ცივი და გრძელი საღამოებისთვის.
Saturday, September 7, 2013
პირველი სიყვარული კონსტანტინოპოლში
ამ ქალაქის მაგიაზე უკვე ბევრს ულაპარაკია
და დაუწერია, მაგრამ საკუთარ თავზე სანამ არ გამოცდი, ვერ მიხვდები რას
ნიშნავს სტამბულის ჯადოსნობა. მეც თავიდანვე ასე ვიცოდი, რომ სხვების
ნათქვამი საკმარისი არ იყო, რომ უნდა ჩავსულიყავი, და მაშინ მივხვდებოდი,
რას უშვრება ეს ქალაქი ადამიანებს.
ჰოდა, ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ბათუმში, ავტობუსში ჩავჯექი და სტამბულისკენ გავეშურე.
ვიცოდი, რომ სტამბულში თავგადასავლები მელოდებოდა, ვიცოდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა 10 დეკემბერს, აკანკალებული ხელებით ინტერნეტით ბილეთზე თანხის გადახდა დავადასტურე, ბედნიერებისგან შეშინებულმა მიმოვიხედე და თანამშრომლებს ხმამაღლა ვუთხარი: "როჯერ ვოტერსის ბილეთი ვიყიდე".
ჩასვლამდე იყო დამქანცველი 20 საათი. დილის 10 საათისკენ სტამბულში შევედით. დაღლილობა სადღაც გაქრა, მე თვალები გამიფართოვდა და მღელვარებისგან სულმთლად ავკანკალდი.
როცა ჩადიხარ უცხო ქალაქში, რომელსაც
მანამდე ფოტოებით და სხვების მონაყოლით იცნობ, უცებ კი არ გეცემა თავზე და
გეუბნება - აი შენ სტამბულში მოხვედიო. მღელვარების კანკალებიც
გაივლის, ავტობუსების სადგურშიც ჩამოხვალ (სადაც ყველა მხრიდან
ქართული ლაპარაკი ისმის და წარწერებიც ქართულია), ჩაჯდები ტაქსში, მიდიხარ
გზებზე დიდი სისწრაფით და შიშისგან უნებლიედ ხმამაღლა წამოგცდება "ვაიმე", რაც
ძალიან ახალისებს ტაქსის მძღოლს, რომელიც სადღაც ვიწრო ქუჩაზე ჩამოგსვამთ
და ხელით მიგანიშნებთ სადც უნდა წახვიდეთ. გაუყვები სხვებთან ერთად გზას,
აღმოჩნდები ისტიკლალზე და.. იქ გრიგალივით დაგატყდება თავს სტამბული,
აგიტაცებს და ჰაერში დაგატრიალებს, თავისი შაურმებით, სტარბაქსებით,
რახათ
ლუხუმებით, შემწვარი წაბლებით და სიმინდებით, ნაყინის გამყიდველი ბიჭებით, რომლებიც შიგადაშიგ პატარა ზარებზე ძლიერად შემოჰკრავენ ჯოხს და გამაყრუებელ ხმას გამოსცემენ.. ამ ყველაფერს აგვირგვინებს არსაიდან გამოჩენილი წითელი ტრამვაი, რომელიც უმანკოების მუზეუმის ერთ-ერთი გამოცემის ყდიდან გადმოდის თითქოს.
აი, მაგ დროს ხვდები, რომ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე სტამბულის მაგია.
დავდიოდი ქუჩებში და ვიგრძენი, ერისენა ტენეცკაიასავით, მეც ატმის სურნელს რომ დავატარებდი. მივხვდი, რომ ეს იყო ბედნიერება - როცა რაღაცით მთლიანად სავსე ხარ და ვერ იხსენებ სხვა ვერც ერთ მდგომარეობას, რომლის გამოც ახლანდელს დათმობდი. როცა სულ რაღაც გიხარია, თან სულ გეშინია, ეს ყველაფერი არ გაქრეს, არ გამოგეღვიძოს. მეც ამ რაღაცით ავსებული, დავდიოდი და ჩუმად ვიმეორებდი: "მე სტამბულში ვარ, მე სტამბულში ვარ"..
ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარი. ვერაფრის კი არა, რაც კი მქონდა დაგეგმილი, არაფერი შემისრულებია. უმანკოების მუზეუმი დაკეტილი დამხვდა (სამაგიეროდ ძალიან ახლოს ვცხოვრობდი და დღეში რამდენჯერმე ავუვლ-ჩავუვლიდი ხოლმე), ჩილიმის მოწევა და ჩაის დალევა ვერ მოვასწარი, არც აია სოფიაში წავსულვარ..
და როგორც ყველა სხვა ადამიანი ჩემამდე, შევპირდი სტამბულს, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და ვიქნებოდი მანამ, სანამ არ მომბეზრდებოდა ის, თავისი დაღმართიანი ქუჩებით, ქვაფენილიანი ისტიკლალით, ხმაურიანი ტაქსიმით, ათასი ტურისტით და გაქნილი ტაქსის მძღოლებით.
პ.ს თავად კონცერტს რაც შეეხება, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მიჭირს წერა, ახლაც კი, როცა ყველა ემოცია განელებულია. დღესაც არ მჯერა, რომ 1 თვის წინ ჩემგან რამდენიმე მეტრში ის კაცი იდგა, რომელზეც ვლოცულობ.
ჰოდა, ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ბათუმში, ავტობუსში ჩავჯექი და სტამბულისკენ გავეშურე.
ვიცოდი, რომ სტამბულში თავგადასავლები მელოდებოდა, ვიცოდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა 10 დეკემბერს, აკანკალებული ხელებით ინტერნეტით ბილეთზე თანხის გადახდა დავადასტურე, ბედნიერებისგან შეშინებულმა მიმოვიხედე და თანამშრომლებს ხმამაღლა ვუთხარი: "როჯერ ვოტერსის ბილეთი ვიყიდე".
ჩასვლამდე იყო დამქანცველი 20 საათი. დილის 10 საათისკენ სტამბულში შევედით. დაღლილობა სადღაც გაქრა, მე თვალები გამიფართოვდა და მღელვარებისგან სულმთლად ავკანკალდი.
ლუხუმებით, შემწვარი წაბლებით და სიმინდებით, ნაყინის გამყიდველი ბიჭებით, რომლებიც შიგადაშიგ პატარა ზარებზე ძლიერად შემოჰკრავენ ჯოხს და გამაყრუებელ ხმას გამოსცემენ.. ამ ყველაფერს აგვირგვინებს არსაიდან გამოჩენილი წითელი ტრამვაი, რომელიც უმანკოების მუზეუმის ერთ-ერთი გამოცემის ყდიდან გადმოდის თითქოს.
აი, მაგ დროს ხვდები, რომ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე სტამბულის მაგია.
დავდიოდი ქუჩებში და ვიგრძენი, ერისენა ტენეცკაიასავით, მეც ატმის სურნელს რომ დავატარებდი. მივხვდი, რომ ეს იყო ბედნიერება - როცა რაღაცით მთლიანად სავსე ხარ და ვერ იხსენებ სხვა ვერც ერთ მდგომარეობას, რომლის გამოც ახლანდელს დათმობდი. როცა სულ რაღაც გიხარია, თან სულ გეშინია, ეს ყველაფერი არ გაქრეს, არ გამოგეღვიძოს. მეც ამ რაღაცით ავსებული, დავდიოდი და ჩუმად ვიმეორებდი: "მე სტამბულში ვარ, მე სტამბულში ვარ"..
ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარი. ვერაფრის კი არა, რაც კი მქონდა დაგეგმილი, არაფერი შემისრულებია. უმანკოების მუზეუმი დაკეტილი დამხვდა (სამაგიეროდ ძალიან ახლოს ვცხოვრობდი და დღეში რამდენჯერმე ავუვლ-ჩავუვლიდი ხოლმე), ჩილიმის მოწევა და ჩაის დალევა ვერ მოვასწარი, არც აია სოფიაში წავსულვარ..
და როგორც ყველა სხვა ადამიანი ჩემამდე, შევპირდი სტამბულს, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და ვიქნებოდი მანამ, სანამ არ მომბეზრდებოდა ის, თავისი დაღმართიანი ქუჩებით, ქვაფენილიანი ისტიკლალით, ხმაურიანი ტაქსიმით, ათასი ტურისტით და გაქნილი ტაქსის მძღოლებით.
პ.ს თავად კონცერტს რაც შეეხება, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მიჭირს წერა, ახლაც კი, როცა ყველა ემოცია განელებულია. დღესაც არ მჯერა, რომ 1 თვის წინ ჩემგან რამდენიმე მეტრში ის კაცი იდგა, რომელზეც ვლოცულობ.
Monday, July 29, 2013
ჩემი ზაფხულის ღვინო
როგორც იქნა მუშაობის ბოლო საათი დაიწყო. მე ვოცნებობ, როდის მოვა 11 საათი, ავდგები და გავეშურები სახლისკენ.
დავიღალე.
არა დღეს, გუშინწინ ან იმის წინ, უბრალოდ ავდექი და დავიღალე.
ვეღარც კოსმიური ენერგიები, კოცნები და ჩახუტებები მშველის.
შვებულებაც არა და აღარ მოდის, არადა სულ 3 დღე დარჩა, მერე სტამბულში უნდა წავიდე და ოცნება ავიხდინო.
და ახლა, როცა ყველაფერი ასე ახლოა, მთელი ჩემი არსება ითხოვს საწოლზე გდებას, დილიდან ღამემდე, ღამით ემბრიონის პოზაში მოკუნტვას და ძილს, დილით ზურგზე გადმობრუნებას და ჭერზე მიშტერებას.
გუშინ სამგზავრო კბილის ჯაგრისი ვიყიდე; იკეცება და პაწაწინა კბილის პასტა მოყვება. ხელში რომ ვატრიალებდი, უცებ ვიგრძენი, რომ მოგზაურობისთვის ვემზადებოდი და მთელ ტანში სასიამოვნო დენებმა დამიარა. ”მოგზაურობა” ძალიან არასწორი სიტყვაა ალბათ 2 დღიანი გასვლისთვის, მაგრამ მე უკვე კბილები მიკაწკაწებს და ვცდილობ ბოლო ძალები მოვიკრიბო. ქრონიკული დაღლილობაც ვერ შემიშლის ხელს, რომ ბედნიერი ვიყო.
მინდა რომ სანაპიროზე ქარი მიწეწავდეს თმას, ზღვის მლაშე სუნი მცემდეს და ყველა უჯრედით ბედნიერი ვიყო, ზუსტად იქ და იმ დროს. მერე მეც მოგიყვებოდით, რისგან შედგება ჩემი ზაფხულის ღვინო.

Subscribe to:
Posts (Atom)