ალბათ არსებობს პარალელურ სამყარო, სადაც შესაძლებელია, ნებისმიერ
ცნობილ ადამიანს, რომანის თუ ფილმის პერსონაჟს შეხვდე. მაგალითად, ქუჩაში
ჩეს გადავაწყდე, მასთან ერთად რომელიმე პაბში რომს დავლიო და სოციალურ
უთანასწორობაზე ვილაპარაკო. შეიძლება ჩე საერთოდაც არ ეკარებოდა რომს,
მაგრამ იმ სამყაროში, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით, ყველაფერი ისე
იქნებოდა, როგორც ჩემს წარმოდგენებშია. დევენდრა ბანჰარტთან ერთად კი
რწევა-რწევით, სიტყვის უთქმელად ვიცეკვებდი ღამის მტვრიან ბარში, ათასი ჯურის ადამიანი რომ ირევა და სხვა ყველაფერი რომ სულერთია.
რეალურ ცხოვრებაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. წეროზე მოთხრობა გავგზავნე, რომელმაც, რა თქმა უნდა, ვერავითარ წარმატებას მიაღწია. "რა თქმა უნდა" იმიტომ, რომ ისეთი მოთხრობა დავწერე, რომელიც მხოლოდ იმათ უნდა მოწონებოდათ, ვისაც ბრიუგეში და ჩე გევარა უყვართ. ასეთები კი, მგონი არც თუ ისე ბევრია, მითუმეტეს ჟიურიში.
მთელი გულით მინდა, წინასაახალწლო პერიოდით ძველებურად გავიხარო. იმის მეათედი სიხარული მინდა, ბავშვობისას ტურბო მენს რომ ვუყურებდი, დედა სამზარეულოში რამდენიმე საჭმელს ერთად აკეთებდა, ფილმებსა და მულტფილმებს შორის თავისუფალ პერიოდში მე სალათების მასალას ვუჭრიდი და ეს ფუსფუსი სულაც არ მეჩვენებოდა დამღლელად. როცა 12 საათი დარეკავდა, ფეიერვერკების გამაყრუებელ გუგუნში ჩავიფიქრებდი, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ისე ძალიან, მთელი არსებით მჯეროდა, რომ ის წელი მართლაც ბედნიერი იქნებოდა.
არ ვიცი სად გაქრა ის რწმენა, რომ მომავალი აუცილებლად უკეთესი იქნება.
მე მგონია, რომ უბრალოდ დავიღალე.
Showing posts with label ბრიუგე. Show all posts

Saturday, December 20, 2014
Wednesday, October 1, 2014
რაზე ოცნებობს ფერმერი ასტრონავტი
“Somewhere along the line we stopped believing we could do anything. And if we don’t have our dreams, we have nothing.”
- The Astronaut Farmer
მე რომ მუდმივი სამსახური მექნება, ბრიუგეში წავალ.
მუდმივი სამსახური როცა მექნება, სტამბულში დავბრუნდები.
ბოლო 1 წელია, ჩემი ყველა გეგმა თუ სურვილი ამ ფრაზით იწყება - აი, მე რომ მუდმივი სამსახური მექნება...
უკვე იმდენი ხანია, ვგეგმავ, წარმოვიდგენ, ვფიქრობ, რომ ხანდახან, ძალიან იშვიათად, დავუშვებ ხოლმე, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერასდროს ვნახო ბრიუგე. შეიძლება არასდროს წავიდე კიდევ ერთხელ სტამბულში. შეიძლება სულ ტყუილად მიფიქრია და ათასჯერ წარმომიდგენია შვეიცარიის ალპებში ხის სახლი, ჭრიალა დარაბებით, რომელშიც აუცილებლად უნდა გავათენო ერთი ღამე მაინც.
ასეთ დროს ყველაზე ძალიან მეშინია. მეშინია, არ გამიხშირდეს ასეთი ფიქრები, უფრო ხშირად არ ვიმეორო სიტყვები: "ვერასდროს", "არასოდეს".. მეშინია, რომ ზუსტად ეგ ფიქრები გახდება ჩემი ოცნებების დამარხვის მიზეზი.
როცა ვხვდები, რომ იმედს ვკარგავ, მთელი ძალით ვცდილობ, არ გავჩერდე, კიდევ გავაგრძელო ოცნება; რამდენ ხანსაც მომიწევს, იმდენი ვიოცნებო, ვგეგმო, კიდევ უფრო ხშირად შევიდე ხოლმე booking.com-ზე და დუბროვნიკში გესტჰაუსების ფასები ვათვალიერო. ვიცი, რომ ეს პირველი ნაბიჯია სურვილების ასრულებისკენ.
ყველაზე მეტად ამის მეშინია - ოცნება არ შევწყვიტო.
ნუთუ სულელი გოგო ვჩანვარ, როცა ვცდილობ, უფრო ხშირად, უფრო გულიანად გავიცინო? სიცილით ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე, ჯერ ძალიან აწეწილ-დაწეწილ, დაულაგებელ გეგმებზე და ასე გავიხანგრძლივო ოცნების სურვილი. იქნებ ამდენი სიცილი ზედმეტიცაა.
ხანდახან ცოტათი, სულ ცოტათი ვიღლები. ძალიან მინდა, ჩემმა მეგობრებმა მითხრან, რომ ყველაფერი გამოვა (ვინაიდან როცა ამას აკეთებენ, მგონია, მთებს გადავდგამ). სამწუხაროდ, ასეთ იოლ რაღაცას, როგორიც რამდენიმე გამამხნევებელი წინადადების თქმაა, ძალიან იშვიათად ვაკეთებთ და საპირისპიროდ, დამცინავი ფრაზების თქმა არ გვენანება ხოლმე.
ყველაფერი ჩემს თავშია.
ჰოდა თუ მკითხავთ, საით მივყავართ ოცნებებს? მე გიპასუხებთ, რომ ოცნებებს ჩვენს საყვარელ ქალაქებამდე მივყავართ, რომლებიც ყველას გვაქვს და ხანდახან, არ ვიცით ხოლმე.
And me? I still believe in paradise. But now at least I know it's not some place you can look for. Because it's not where you go. It's how you feel for a moment in your life when you're a part of something. And if you find that moment... It lasts forever.

Subscribe to:
Posts (Atom)