Saturday, October 16, 2010

New balls, please - Tennis beauties

  ადრე ვამბობდი, ჩოგბურთი მეტად ინტიმური სპორტია-მეთქი. ასეა. როცა კორტებზე სპორტულად გამოწყობილ გოგონებს ხედავ, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, და მერე იგივე ადამიანებს რომელიმე წვეულებაზე იხილავ, დაახლოებით ისეთი შეგრძნება გაქვს, შენი სკოლელი [ან უნივერსიტეტელი :D] რომ ნახო სადმე ასეთ წვეულებაზე და გაიფიქრო, რა კარგად გამოიყურებაო.

   მოკლედ, ჩოგბურთს თავის ლამაზმანები ყავს. უცხო თვალისთვის [უცხო თვალში იგულისხმებიან ადამიანები, ვინც ჩოგბურთს არ უყურებს] და ერთი შეხედვით, ისინი შეიძლება არც ჩანდნენ ლამაზები, ვინაიდან სპორტსმენის სხეული თავისებურია - დაკუნთული და ა.შ მაგრამ ზოგიერთი მათგანი ისეთია, რომ მათი ყურება თვალს ახარებს :)

  ერთ-ერთი ასეთი, საყოველთაოდ ცნობილი, მარია შარაპოვაა. მაშა, ზემოთნახსენები უცხო თვალისთვისაც კარგად ნაცნობია, და შეიძლება სწორედ მისით იწყებოდეს და მთავრდებოდეს ჩოგბურთი.

  მარია ისეთი მაღალია, ცოცხლად რომ ვნახო ალბათ თვალს ვერ მივაწვდენ :lol: სამაგირეოდ, ფეხები აქვს ისეთი, სახე არ გაგახსენდება.


  ის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანია ჩოგბურთელებს შორის, და ათასი ფირმის სარეკლამო სახეა, რომლებიც ამ შემთხვევაში ჩვენ დიდად არ გავინტერესებს.


ანა ივანოვიჩი სერბია, პირველად რომ დავინახე, მახსოვს როგორ მომეწონა.


ძალიან ლამაზი სახე აქვს, ოდნავ პროვინციულ იერს თუ არ ჩავთვლით.



დანიელა ჰანტუხოვას ჯობია მხოლოდ ფეხებზე უყუროთ. ზევით საინტერესო არაფერია :D


სამაგიეროდ მისი ფეხები, როგორც იტყვიან, ერთ ქალად ღირს.



კაროლინ ვოზნიაცკი - მას Sunshine-ს უწოდებენ. თვითონ ტიპია ასეთი, სულ იღიმება, თამაშების დროსაც კი.


როგორც ერთ-ერთმა კომენტატორმა თქვა, she's enjoying playing tennis. მოკლედ, საყვარელი გოგოა.



ანა ჩაკვეტაძე რუსია, ქართული გვარით.


ლამაზი გოგოა ძალიან, დაწყობილი ნაკვთებით და გრძელი, ქერა თმით.



  ეს მცირე ჩამონათვალი იყო, ძირითადად მე ვინც მომწონს, იმ ჩოგბურთელების. თუ დაინტერესდებით, ამჟამინდელ, მოქმედ მოთამაშეებს შეგიძლიათ აქ გადახედოთ.

p.s იმდენი ხანია ჩოგბურთზე აღარ დამიწერია, რომ ეხლა მივხვდი, როგორ მომნატრებია ეს სიამოვნება :)

6 comments:

  1. ანა ივანოვიჩზე რა საკაიფოდ თქვი ისე, პროვინციული კი არა, ცოტა მოშტერო სახე აქვს :დ

    ჩემი ბოლოდროინდელი ფავორიტი ვოზნიაცკია, მართლა მზესავით გოგოა, მაკიაჟით არ მომწონს, დიდ ქალს ჰგავს ხოლმე, კორტზე ყველაზე ლამაზია, თავისი ნაწნავით და მზიანი სახით.

    ანა ჩაკვეტაძე ისე ჰგავს ქართველს, როგორც მე :ლოლ: მამა ჰყავს ქართველი. ერთი პერიოდი ძალიან მომწონდა, მაშინ მსოფლიოს მე–6 ჩოგანიც კი იყო, სადღაც 2006–2007 წლებში. ძველი რუსული ზღაპრებიდან გადმოსულ გოგოს უფრო ჰგავს, არა?

    უჰ, როგორ მიყვარს ჩოგბურთელები, არასოდეს მბეზრდება მათზე საუბარი. ისე, ვიქტორია აზარენკა იცი? ისიც საკმაოდ ლამაზი გოგოა, ტვიტერზე მყავს და იქიდან ვიცნობ. მისი თამაში არ მინახავს ისე :/

    ReplyDelete
  2. სოფი, ჩაკვეტაძე არც თვლის ქართველად თავს. ტიპიური რუსული სახე აქვს თან :))
    აზარენკას თამაში მეც 1-2-ჯერ მაქვს ნანახი და სულ ტირის კორტზე :D ცუდი გოგო არ არის, მაგრამ აქ მაინც არ ვახსენე :)) ვოზნიაცკის მეგობარია სხვათაშორის, ტვიტერზე თუ გინახავს, ხშირად ელაპარაკებიან ხოლმე ერთმანეთს :))

    ReplyDelete
  3. არ მომწონს მე ეს სლავური გარეგნობის ქალები და მომკალით თუ გინდათ.
    თუმცა თუ მაინცდამაინც სლავურზე უნდა ვთქვა, აუცილებლად ვიტყვი ელენა დემენტიევასა და ანა კურნიკოვას. შარაპოვაზე ბევრად ლამაზი ტან-ფეხი აქვს. და მასზე სულ ამბობდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთს კარგად თამაშობს და მე-10 ადგილზეაო, მის სანახავად მაინც ივსება კორტებიო. მართლა ეგრე იყო.

    ReplyDelete
  4. იქ ჩასწორებას გავაკეთებ.

    "მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთს კარგად არ თამაშობს"

    ReplyDelete
  5. ეს გოგოები ყველაზე ლამაზები კორტებზე არიან მაინც. მართალი ხარ, განსაკუთრებული სპორტია, მწვანე ბალახი, მოძრაობა, მოკლე კაბა და ლამაზი ფეხები ძალიან მომხიბვლელს ხდის :დდ

    ისე კი, რეკლამებსა და სადღესასწაულო კაბებში საკმაოდ უფერულად გამოიყურებიან ჩემი აზრით, აი კორტებზე მართლა მაგარი გოგოები არიან!

    პ.ს. ჩოგბურთს საგანგებოდ არასდროს ვუყურებ. :(

    ReplyDelete
  6. იცი როგორი პოსტია, აი რავიცი. ძაან!

    ReplyDelete