აი ასე, ჩემს გონებაში ბევრი ადამიანის თვალები ინახება. უკვე ვახსენე სადმე, რომ თვალებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ? ასეა. თვალებმა შეიძლება განსაზღვროს ადამიანის სილამაზე, თვალებით შეიძლება გადმოსცე ბევრი რამ და ზოგადად, თვალებით გამოიცნობ ადამიანს.
[ამ შესანიშნავი ესპანელი ქალის ფოტოსთვის დიდი მადლობა ჰექსეს]
დღეს აუტანელი სიცხეა. ბოლო დღეებია აუტანელი სიცხე. მე კი უნებურად მეფიქრება, ადამიანებს რატომ უნდა სიამოვნებდეთ ერთმანეთის ლანძღვა და რატომ არ უნდა ცდილობდნენ სულ ცოტა მაინც მოითმინონ. იმდენს ვფიქრობ, და საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველას და ყველაფერს აქვს გამართლება. მეც ვჩხუბობ, როცა მშიერი ვარ, ან PMS მაქვს, ან როცა მალოდინებენ.
მიხარია, რომ ბანკეტი [თუ რაღაც ამდაგვარი] მქონდა ზუსტად ისეთი [თითქმის ზუსტად ისეთი], როგორიც მინდოდა. რომ ბევრი ვიცეკვე, ცოტა დავლიე და ყველაფერი სასიამოვნოდ დამთავრდა.
ბოლო დღეები რაღაცეები გამოვტოვე - ბლოგებზე პოსტები, ტელევიზორში - უიმბლდონის ფინალი. პირველი მიხარია, აღმოჩნდა რომ სასიამოვნო არაფერი დაწერილა. მეორეზე კი გული მწყდება.
რომ არა ეს ჭრელი სარაფანი, ალბათ პოსტს არ დავწერდი. ან იქნებ სიცხეა ყველაფერში დამნაშავე? ნაყინი მინდა, მაგრამ რატომღაც გავცივდი, მახველებს და ვერ შევჭამ უახლოესი დღეები. ყავა აქვეა, სამაგიეროდ. მე კიდევ ადამიანები მენატრება.
თვალებზე აბსოლუტურად გეთანხმები! ყოველთვის თვალებში ვუყურებ ადამიანს, თუ მისი შეცნობა მინდა და ვერც კი ხვდებიან, ისე ვახერხებ ამას! :))
ReplyDeleteნეტა ჩემი თვალები რას აჩვენებენ? :რიტორიკულიკითხვასმაილ:
ReplyDeleteeg foto rom vnaxe fb-ze gavcherdi da ese vuyurebdi kai xani ekrans <3
ReplyDeletera silamazea <3
hoda me-c xom adamiani var da kargia anu rom genatrebi
da mec momenatre :))
es gogo Zaaaalian gavs yofil Miss España Eva González-s, Casillasis yofil girlfriends. kiarada, mgoni egaa :-)
ReplyDeleteSeadare: http://www.riasbaixas.depo.es/web2005/img/actualidad/noticias/605_eva%20gonzalez.jpg
http://www.riasbaixas.depo.es/web2005/img/actualidad/noticias/605_eva%20gonzalez.jpg
ReplyDeleteegaa, eg. yurze daakvirdi :-)))))))
ReplyDeleteკვირის ბოლომდე უფრო აკრგად მოგენატრება ადამიანები და მანამდე მეც გავთავისუფლდები.
ReplyDeleteხოდა, ტიპაჟების ყურება/დამახსოვრება მეც მიყვარს, მაგრამ, ეს სიცხე, 2 000 საქმე და კიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისე მკლავს, ვეღარაფერს ვხედავ :(
ჭრელი სარაფანა გადასარევია :)
AnnA, eg aris ki, google-shi es fotoc michvena, da eva gonzalez ewera. ra lamazi gogoa <3
ReplyDeletenastasia, babisa, tqven namdvilad momenatret :) <3
მე ეს ბლოგი მომენატრა და როგორ მიხარია, რომ აქ შენ მეგულები.
ReplyDeleteშენი შოკოლადებით.
შენი რაფათი.
შენი უკმაყოფილების გამოხატვით.
შენი თავით.
:***
შენს ბლოგს ჩემს გუგლ რიდერში "უმშვიდესი არსება" ჰქვია.
მამშვიდებ და ფორიაქს მიხსნი.
უიმბლდონის ფინალი მართლაც დასანანია. თუმცა არაუშავს, მთავარია ამერიკის ფინალი არ გამოტოვო :დ
ReplyDeleteსახეების დამახსოვრება ადრე მეც მიყვარდა. უფრო სწორად თავისით ხდებოდა და ვიმახსოვრებდი. ახლა რატომღაც აღარ მამახსოვრდება.