Wednesday, March 24, 2010

ანუშკა ნატალიასთან ნატალია ანუშკასთან



ანუ ყველაფერი ყირამალა

რა საინტერესო დღეა. დუდი სამზარეულოში ბუზღუნებს, ნატალია გვერდით მიზის და მიხსნის რაში მჭირდება ერთი ფანჯრის ქვემოთ მეორე ფანჯარა ბლოგზე ახალი პოსტის დასაწერად. მე მეძინება და ყველაფერ ამ უცნაურობასთან ერთად ჩემი ბლოგი დღეს ერთი წლის გახდა.

ნატალია ჩემთან სტუმრად, მე ნატალიას ბლოგზე სტუმრად, ჩემ თავში 1000 weird აზრი ერთად.
თავიდან ბლოგი რატომ შევქმენი ისიც კიარ მახსოვს.მახსოვს რომ წვიმიანი დღე იყო, მეძინებოდა და ძალიან ბევრი სამეცადინო მქონდა. ალბათ ეს ბლოგიც ჩემი სიზარმაცის ნაყოფია.

აი ასე ჩამოძონძილები და ერთი წლისები მოვედით დღეს ნატალისათან, ნატალიამ უგემრიელესი შოკოლადი დაგვახვედრა და კეთილი თვალებით დიდხანს გვიყურა.

იმედია, მომავალ წელს უფრო ბედნიერად და საინტერესოდ ვიქნებით. მანამდე კი, HAPPY HIPPIE BIRTHDAY MY BLOG!

Sunday, March 21, 2010

BBD

ცოტა ხნის წინ გამახსენდა, რომ მარტში ბლოგის დაბადების დღე იყო. მერე გადავამოწმე და დღეს აღმოჩნდა - 21 მარტს. თვითონ ბლოგი როდის გავაკეთე არ მახსოვს, მაგრამ პირველი პოსტი კი ნამდვილად 1 წლის წინ ამ დღეს დავწერე.

აი ასე აღვნიშნავ დაბადების დღეს - პოსტით. თან ერთგვარი აღნიშვნა ისიც არის, რომ მარტში სტუმრიანობაა Wonderland-ში. თითქოს ხმაურიც ჩამესმის ყურში - ვიღაც ყავას სვამს, სხვები ერთმანეთში საუბრობენ და მე გარინდებული ვზივარ...


მახსოვს, ადრე სოფი ამბობდა, ანუკ-ის ბლოგი თავიდან ბოლომდე წავიკითხეო. მე ორივე ხსენებულის პოსტები მაქვს თავიდან ბოლომდე წაკითხული..
რომ დავფიქრდი, ჩემი ბლოგი არ არის ისეთი, რომ თავიდან ბოლომდე გადაიკითხო. თავმდაბლობის ან რამე ამგვარის გამო არ ვამბობ. უბრალოდ, პროგრესი ნელ-ნელა განვიცადე მეც და ამ ბლოგმაც. პრაქტიკა ყოველთვის და ყველაფერში მჭირდება, მათ შორის წერისასაც. ხანდახან, საწყის პოსტებს რომ ვუყურებ, სურვილი მიჩნდება წავშალო. მაგრამ მერე ისევ ისე ვტოვებ - ყოველთვის უნდა მახსოვდეს, როგორი ვიყავი და როგორი ვარ ახლა. საკუთარ თავს ვერსად გავექცევი, რამდენი პოსტიც არ უნდა გავანადგურო.

პ.ს აქ ბევრი ყავა, შოკოლადი და ნამცხვარია.. ასე რომ, მიირთვით :)




Saturday, March 20, 2010

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სტატისტიკური ქართველი ბიჭები და პახოდი

რამდენიმე დღეა მუშაობა დავიწყე


შესაბამისად იძულებული ვარ ვიმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გავიხსენო მშრომელთა კლასის მარადიულად მოუგვარებელი პრობლემები და ვიოცნებო უკეთეს პირობებზე.

ბოლო ორ პუნქტზე ფიქრი მეზარება,  აი, საზოგადოებრვი ტრანსპორტით მგზავრობა კი  დაფიქრებაც არ  უნდა, საშინელებაა.

არასოდეს აქამდე, სამსახურში მისასვლელად ტრანსპორტი არ მჭირდებოდა, სულ ფეხით, ველოსიპედით ან არ ვიცი, ჯადოსნური ფასკუნჯით დავდიოდი, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით არა. შესაბამისად საერთოდ არ მაქვს გამომუშავებული იმუნიტეტი შემთხვევითობის პრინციპით ერთ მოძრავ ღრმულში შეყრილ მასაზე.
არც საცობებზე და არც ქალაქის ნაცრისფერ პეიზაჟებზე.


მოსაწყენი საქმე აღმოჩნდა.

არადა, აქამდე, სამსახურში ფეხით მისვლა ან წამოსვლა მთელი რიტუალი იყო, თავისი ყურებში გაჩრილი მუსიკით, გზაზე შემთხვევითი და არაფრისმომცემი ნაცნობების ნახვით, ნაყინით პირის ჩატკბარუნებით და კიდევ განცდით, რომ ან რამე იწყება, ან რამე მთავრდება, გააჩნია მიდიხარ თუ მოდიხარ.


ახლა ყოველდღე ერთი და იგივე დაჩიჩქნილი გზა, სხვადასხვა მგზავრები და არანაირი ნაყინი, მუსიკა ან განცდა. მარტო ,,რო გადახვალთ გამიჩერეთ'',  ,,რას შვრები, არტყამ? '', ან  ,,საცობების დედა მოვტყან''.
საცობების და ბევრი სხვა რამისაც, პრინციპში.

მე საცობებს არა, იმ მაღალ და უსახურ შენობას ვერჩი, აქამდე სულ ორჯერ რომ მოვხვედრივარ მაგასთან და ახლა დღეში მინიმუმ ორჯერ მეჩხირება თვალში.

მართლა უსახური შენობაა, აი ისეთი, არაფრისთვის რომ არ არის შექმნილი და გგონია, შიგნითაც ხალხი არაფრისთვის შედის და გამოდის და შენც არაფრის გამო გიშლის ნერვებს...

ხალხი მართლა არაფრის გამო შედის და გამოდის, უფრო სწორად რამეების გამო შედიან, მაგრამ რაც შეაქვთ, იგეივე გამოაქვთ, მაგრამ ჩემს ნერვიულ სისტემას მაგიტომ არა, იმიტომ აღიზიანებს, რომ ჩემ რომელღაცა საუკუნის წინ დავიწყებულ პახოდის ბიჭს მახსენებს.

აქ მუშაობდა, არაფრისთვის შედიოდა და გამოდიოდა და საერთოდ, მგონი ამ შენობის არ იყოს, არაფრისთვის იყო შექმნილი.

ეგ არასოდეს მითქვამს.ან როდის უნდა მეთქვა, სულ რამდენჯერმე ვნახე და მაინც ჩემი ბიჭი ერქვა. თან რამდენჯერმე ნანახ და მაინც შენ ბიჭებს ჩემნაირი გოგოები ეგეთებს არ ეუბნებიან ხოლმე.

იმიტო კი არა, რომ მაშინ სხვა რამეს ფიქრობ, ან  ეგეთ რამეებს არავის არ ვეუბნები, იმიტომ რომ მაინც ვერ გაიგებდა, რას ვერჩოდი. ხოოდა, ასე. იყო და ეგონა რომ ძალიან კარგი ტიპი იყო, ძალიან მაგარ შენობაში მუშაობდა და აუცილებლად უნდა ყოლოდა ძალიან მაგარი გოგოები.

მე რა შუაში ვიყავი, არ ვიცი.

როგროც ჩანს, პახოდის ყველაზე მაგარი გოგო მე ვიყავი.

ხოო, პრინციპში, რატომაც არა.

მაშინ არ ვსვამდი, არ ვეწეოდი და ყველა კარგ კადრს დაუღალავად ვიღებდი.

კარავში ჩემს გარდა კიდევ ერთი თავისუფალი ადგილი და უკარვო-უბედური საზოგადოებისადმი შემწყნარებლური გრძნობები გამაჩნდა.

თან არავის არ ვიცნობდი და ძალიან ცოტას ვლაპარაკობდი.

სამაგიეროდ თვითონ ლაპარაკობდა ძალიან ბევრს…

ამბობდა რომ თვითონ განსაკუთრებულია, რომ განსაკუთრებული ადამიანები უყვარს, რომ განსაკუთრებულ ადგილას ვართ და რომ განსაკუთრებულობა განსაკუთრებული თვისებაა..

მოკლედ, ერთი არაფრით განსაკუთრებული თავდაჯერებული სულელი იყო...

მე შესაბამისად არათავდაჯერებული სულელი გამოვდივარ,იმიტომ რომ მაგის სისულელეებს უდრტვინველად ვიტანდი.

ხოოდა, ახლა როცა წესით და რიგით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშათა კლასში უკვე მერამდენედ ჩარიცხული ჩემი თავი და სრულიად ქალაქის აზრიან –უაზრო შენობები უნდა ავიტანო, ასევე უდრტვინველად, სულ ის თავდაჯერებული სულელი მახსენდება და სულ მაინტერესებს ისევ ამ არაფრისთვის აშენებულ და არაფრის მომცემ შენობაში დაიარება თავდაჯერებულად და არაგანსაკუთრებულად, თუ სადმე კიდევ არსებობს სხვა შენობა, რომდელიც ასე ზუსტად შეეფერება მსგავს ბიჭებს.
ხოოდა, ბიჭები ეგეთ შენობებში იყვნენ და მალე მინდა კარგი ცხელი ამინდები, რომ ავიკიდო ჩემი კარავი და სადმე წავეხეტო.
მერე ჯანდაბამდე გზა ქონიათ სრულიად საზოგადოებრივ ტრანსპორტს და  ქალაქის ნაცრისფერ პეიზაჟებს.

თქვენი პახოდების და ფეხით სიარულის მოყვარული ნასტასია

Friday, March 19, 2010

ტორტილა, ბარსელონა, არეულობა და კიდევ სხვა რამ

ალბათ არსებობს ვიღაცის აზრი, ვისასაც ითვალისწინებ. ეს შეიძლება იყოს ვინც გინდა. თუგინდ უცნობი, თუგინდ ყველაზე ახლობელი, თუგინდ ადამიანი, რომელთანაც მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა გაქვს. ვირტუალური სივრცე კი ბევრი გამოხატულებით არსებობს; ფორუმელი, ბლოგერი, facebook-ელი, myspace-ელი, lastfm-ელი, twitter-ელი და კიდევ მრავალი, რომელიც ამ მომენტში არ მახსენდება. ყველაზე გავრცელებული კი - პირველი სამია. Perry Blake-ის "These young dudes" დაიწყო ჩემს ტელეფონში თავისი მაგიური პირველი ფრაზით "People are strange" და პრინციპში ესაა ამ სიმღერის ლეიტმოტივი. თქვენც ჩაგირთავთ.
Discover Simple, Private Sharing at Drop.io
მოქმედებს. ფრაზა უფრო მეტად და სიმღერაც თავისთავად. ასეთი არეული დიდი ხანია არ ვყოფილვარ. დავკარგე ის, რაც პრინციპში არც გამაჩნდა დიდად: საკუთარი თავის კონტროლი, მართვა, ფლობა. უფრო სწორად კი ამ ყველაფრის უნარი. ბლოგი დავხურე, არვიცი როდემდე. შეიძლება წავშალო კიდევაც.

ანტიფრიზი ხომ იცით რა არის??? არ არის აუციელებელი მანქანა გყავდეთ, რომ ეს სიტყვა იცოდეთ. ეს ზუსტად ისაა, რაც იცავს მანქანას გაყინვისგან. მე მას მეორენაირად "freeze avoider"-ს ვუწოდებდი. ხოდა რატომ გამახსენდა ახლა მე ეს ანტიფრიზი??? მე მჭირდება, ოღონდ მე რაც მჭირდება, იმას "tear avoider" ეწოდება. ისე მჭირდება, რომ მეტი არც არაფერი. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ არ არსებობს.მარტში pms-ი არის ყველაზე ნერვების ამთხრელი რამ, რაც კი შეიძლება მჭირდეს ახლა.
ბაბისამ facebook-ზე დადო ლინკი ამ სურათისა. საშინელი ხასიათი ხომ არავისთვისაა სიახლე, მაგრამ ახლა უკვე სრული კომპლექტისგან შევდგები. გუნებ-განწყობის ფონი - ლაბილურიდან ჩამოვედი დისფორიულზე. თუ ეს სიტყვები რამენაირად გეუცხოვათ, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ტერმინებია. როგორც "Twilight"-ის Edward Cullen იტყოდა: "you can google it". ვზივარ რათქმაუნდა ჩემს აწ უკვე ცნობილ სავარძელში აწ უკვე არაერთხელ ნახსენები გამათბობლის წინ. კომპიუტერის ყურთსასმენები მობილურში მაქვს შეერთებული უფრო შთამბეჭდავი ეფექტისთვის. იმ ღამეს რომ თოვლი გამიხარდა, მეორე დღეს უკვე აღარ იყო. აი ასე წაიღო მარტმა. მიშელმა თქვა თოვლის დანახვისას, ინტერნეტში, რაც არ უნდა ბევრ საიტზე ნახო და რაც არ უნდა ბევრი სინოპტიკოსის პროგნოზი მოისმინო, მარტი მაინც თავისას იზამსო. ახლა უკვე მართლა ასეა.

ჩემი ბრალია, შემწვარი კარტოფილი რომ მეზიზღება??? ჩემი ბრალია, რომ ამას ბლოგში ვწერ??? ჩემი ბრალია, რომ შემწვარი კარტოფილის მყვარებელი შემოდის ბლოგზე და თავხედურ-უტიფარი სახის გამომეტყველებით მიტოვებს კომენტარს: "მე მიყვარს კარტოფილი და შენ უნდა გაითვალისწინო, რომ ქვეყნად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ შემწვარი კარტოფილი." და ფრიად უკმაყოფილო ტოვებს ჩემს ბლოგს. ზუსტად იგივე ხდება ხოლმე რეალურ ცხოვრებაშიც. აი რატომ უნდა გავითვალისწინო ის ადამიანი??? აი რატომ??? ის მითვალისწინებს მე, როდესაც ამ შემწვარ კარტოფილს ჩემს თვალსა და ცხვირწინ მიირთმევს???მითვალისწინებს, როდესაც მაღიზიანებს სურნელიც კი, არათუ ჭამა. ну тогда не обижайся. გადაჯექი სხვა მაგიდასთან.


ამას წინათ ბარსელონაზე ვფიქრობდი. ერთი მეგობარი მყავს იქ. უფრო სწორად ამ გოგოს ადრეც ვიცნობდი, მაგრამ შორიდან, თვითონ არ მიცნობდა. მერე კი აღმოჩნდა, რომ ჩემს ბლოგს ძალიან აქტიურად კითხულობს. კარგა ხანი ერთმანეთს არ ვამატებდით facebook-ში, მხოლოდ წერილებს ვწერდით. რატომ არ ვამატებდით დღემდე არვიცი. იდეაში რაღაც კონკრეტულ მომენტს ველოდებით ალბათ. ბოლოს დავამატეთ და ახლა უფრო აქტიურად ვსაუბრობთ ბევრ თემაზე, რაზეც ალბათ არასოდეს ვისაუბრებდი ვირტუალურ სივრცეში გაცნობილ ადამიანთან. თუმცა საერთო ნაცნობი ძალიან ბევრი გვყავს და მასთან რამე ბარიერი არასოდეს მიგრძვნია, მე ძალიან შორს ვარ საერთოდ ბარიერებისგან. მასთან ახლა ძალიან ახლოს ვარ. არვიცი რა ჰქვია ამ ურთიერთობას. ძალიან კარგი ადამიანია და რაოდენ იდიოტურად და ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძალიან მიყვარს. აი ასე შორიდან. ახლა ბარსელონაშია და იმ დღეს მიყვებოდა იქაურ ამბებს.


აქ ეს სიმღერა ჩართეთ აუცილებლად. ნუ ნატალია რომ ჩართავს, ვიცი.
Discover Simple, Private Sharing at Drop.io

"ბარსელონა ძალიან ფერადია, ყვითელი, მზიანი, ოღონდ მართლა :))) ხალხი...ბედნიერია. ოღონდ რაღაც აჭრილია ტონალობაა... ზედმეტად ბევრი უცხოელი და ტურისტი არის... ტურისტებს მიაქვთ აქაურობა... პენელოპას არ გვანან... იცი როგორი ხალხია.. აი გამხდარი ნაციაა გაგიკვირდება და, და კანზე სახე აქვთ ახეული :))) ეტყობა მზეა ცუდი.. და წყალია კიდევ ძალიან ცუდი.. ვერ დალევ და კანისთვისაც ძალიან ცუდია... ვინც ჩამოვიდა ყველას პრობლემები აქვს რეზიდენტების ჩათვლით. "გართობით კი თურმე მართლა ძალიან კარგად ერთობიან. არ არსებობს პარასკევი საღამო, რომ ბარსელონაში ვინმე სახლში დარჩეს.

"მმ... კიდე... ერთობიან... ნუ ბარსელონა ღამის კლუბებით საერთოდ ცნობილია, ხალხი მარტო ამის გამო ჩამოდის... მაგრამ მაგ კლუბებში აქაურები არ დადიან, ზედმეტად "პაპსა" ხალხია და სულ ტურისტობა დადის.. უნდა იცოდე, სად უნდა წახვიდე რა...
ანდერგრაუნდები აქვთ კარგი... ჰმ... კიდევ... ჰო კლუბებში დღეებია... აი კონკრეტულ კლუბში კონკრეტულ დღეს უნდა წახვიდე.. პარასკევს და შაბათს არასოდეს არავინაა სახლში. არ არსებობს ეგეთი რამე.. მაქსიმალურად ყველა სადღაც გარეთ ზის და ჩვენც სულ დავდივართ... "

ბარსელონა და საერთოდ ესპანეთი ზუსტად ასეთი ჭრელი წარმომიდგენია.


"რაც შეეხება ქუჩებს... ყველანაირი.. არის ძალიან ფართო და ძველ ქალაქში არის ძალიან ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები სადაც ბოდიალი ყოველთვის მიყვარს და სულ ძველი ნაგებობებია.."
.

"საჭმელები.. ძირითადად ზღვის პროდუქტებს ჭამენ... და სუფთა ესპანური საჭმელი ძალიან კარგია, მაგრამ ასევე ადგილი უნდა იცოდე, სად წახვიდე თორემ შეიძლება მშიერი დარჩე :)"

ეს კი მე რაც მოვძებნე. ეს არის ტორტილა (Tortilla). ტორტილა არის ესპანური ომლეტი. ნამდვილი ესპანური ომლეტი (tortilla de Espana) კეთდება კვერცხისგან, პომიდვრისგან და ხახვისგან. ეს ინგრედიენტები კი ზეთშია შემწვარი. ტორტილას ისტორია დაზუსტებით ცნობილი არ არის. პირველად ის ნახსენებია 1817 წელს, როდესაც მაშინდელ ესპანეთის პარლამენტს მისწერეს ანონიმური წერილი, სადაც აღნიშნული იყო, თუ როგორ ცუდ მდგომარეობაში იმყოფება ესპანელი ხალხი.ახლა ტორტილა ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია, რომელიც შეიძლება ნახოთ ნახევრადგაკეთებულ მდგომარეობაშიც კი სუპერმარკეტებში. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ის ბარებსა და რესტორნებში მიირთვათ. თუგინდ ცივი, თუგინდ ცხელი. დიასახლისებმა უნდა შესთავაზონ ხოლმე სტუმრებს მათ მიერ გაკეთებული ტორტილა.
აი ისიც.

ის ნამცხვარივით იჭრება. შეიძლება პურზე დადოთ და ისე მიირთვათ. თუმცა ის მხოლოდ 3 ძირითადი ინგრედიენტისგან შედგება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მრავალფეროვნება შეიტანოთ მის მომზადებაში და დაამატოთ ის გემრიელი ინგრედიენტები, რასაც კი თქვენს სამზარეულოში იპოვნით.



Monday, March 15, 2010

Hit For Haiti 2 - Kinbe Pa Lage

ჰაიტი კვლავ აქტუალურია, ყოველ შემთხვევაში - ჩოგბურთში. ჰაიტელების დასახმარებლად უკვე მეორე საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომელიც ერთი თვით ადრე დაიგეგმა [წინა თამაშისგან განსხვავებით, რომლის ორგანიზება ორ დღეში მოხდა].


ამჯერად მატჩი ამერიკაში, კერძოდ Indian Wells-ში გაიმართა, სადაც ATP-ს ტურნირი მიმდინარეობს. თამაში 12 მარტს ჩატარდა.

უცვლელი მონაწილეები იყვნენ როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი. მათთან ერთად კი ამჯერად პიტ სამპრასი და ანდრე აგასი თამაშობდნენ.

დასაწყისში რაფა ასეთი საინტერესო მაისურით გამოვიდა -


უფრო სწორედ, საინტერესო წარწერა იყო: Kinbe Pa Lage. რაც ნიშნავს - “Hold on tight, don’t let go.”

წყვილები ასე განაწილდა: აგასი/ნადალი -


და სამპრასი/ფედერერი -


ასეთი სახელების გაგონებისას, შეუძლებელია არ დაინტერესდე არა?

თუმცა, წინა თამაში [ავსტრალიაში], ბევრად უფრო entertaining და საინტერესო იყო. მაშინ პოსტიც დავწერე და თუ თამაში არ გინახავთ, ფოტოები მაინც შეგიძლიათ შეადაროთ :)


ამ შემთხვევაში, მოთამაშეები უფრო სიტყვაძუნწები იყვნენ და ერთმანეთთან ნაკლებად ურთიერთობდნენ. აგასის გარდა, რომელიც თითქმის არ გაჩუმებულა და ხალხის გამხიარულებას ცდილობდა. საკმაოდ აქტიური იყო როჯერიც და ანდრეს მხარს უბამდა. რაფა იშვიათად ლაპარაკობდა, ძირითადად იღიმებოდა.


პიტ სამპრასს თითქმის არ ამოუღია ხმა, თუ არ ჩავთვლით ერთ მომენტს, როდესაც მან აგასის იმიტაცია გააკეთა. საპასუხოდ, ანდრემაც იგივე გაიმეორა, რის შემდეგაც ცოტა დაიძაბა სიტუაცია მათ შორის. თუმცა მალევე განეიტრალდა. [შემდგომში, პრეს-კონფერენციაზე რაფას კითხეს, თავი როგორ იგრძენი იმ მომენტშიო და მისი პასუხი იყო - "I was very happy I didn't understand nothing." - ზოგჯერ სასარგებლოცაა, ინგლისური კარგად რომ არ გესმის :D]


აგასი ძალიან მომეწონა, he is kinda bad guy. სამწუხაროა, რომ მისი კარიერის პერიოდში ჩოგბურთს არ ვუყურებდი, აუცილებლად მისი გულშემატკივარი ვიქნებოდი <3


როგორც ვთქვი, ის იყო თამაშის ’სული და გული’ :D ერთ ეპიზოდში, როჯერს უთხრა - ’you know, what ten thousand kids are saying right now? who are those two, old guys playing with federer and nadal?’

აქ რაფას Vamos-ის იმიტაციას აკეთებს -

or this


ჰო, ამ თამაშამდე ქალებს შორისაც გაიმართა მატჩი, სადაც დევენპორტი/გრაფი და ენინი/ნავრატილოვა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფოტოზე ყველა ერთად არის, მხოლოდ ენინი აკლიათ.


საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 8-6 დამთავრდა, ფედერერი/სამპრასის სასარგებლოდ. თავიდან უპირატესობა რაფას და ანდრეს ქონდათ, მაგრამ მერე აგასი ხალხის გართობას გადაყვა და თამაში მიავიწყდა :lol:




Sunday, March 14, 2010

Black and White

მე ყველაზე შავ-თეთრი სურათი ვარ, რომლის დანახვაზეც სევდა შემოგაწვება. უყურებ, უყურებ და გრძნობ, ნელ-ნელა როგორ შემოდის შენში ბურუსი, მძიმედ გაწვება და სწრაფად თვალს აარიდებ, რომ თავი დაიცვა იმ სქელი, შავი ნისლისგან.

გუშინ ვიყავი ასე.

რა უცნაურები ვართ ადამიანები, ბევრნაირები, უნიკალურები. მაგრამ თვითონაც ვერ ვხვდებით, რომ ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური მაშინ ხარ, როცა შენ ხარ. ჩვენ კიდევ ათას ხერხს მივმართავთ, რომ სხვანაირები ვიყოთ და საბოლოოდ ყველა ერთმანეთს ემსგავსება. ბუნებრივ მეს კი სადღაც ვკლავთ..

ძალიან მიყვარს პაციენტები. როცა ექიმს ელაპარაკებიან, გაფაციცებით ვაკვირდები. მე მაინც ვერავინ შემნიშნავს, მათ თავის გასაჭირი აქვთ და ერთადერთ გადამრჩენელს უყვებიან. მესამე პირი კი კადრს მიღმა რჩება, ანუ მე. ყოველთვის მათზე ზრუნვის სურვილი მიჩნდება. რამდენიმე წუთი მათი ფსიქოლოგიური ტიპაჟის შედგენას ჭირდება, მერე კი ვიწყებ ფიქრს მათთან მიდგომაზე. ყველა ტიპაჟს თავისი მიდგომის წესი აქვს. როცა მოვიფიქრებ და გონებაში ჩამოვაყალიბებ, პაციენტს ვემშვიდობებით და პალატიდან გავდივართ, ან თვითონ გადის ექიმის კაბინეტიდან.

მე მაინც შავ-თეთრი ფოტოსურათი ვარ, სადა და ცოტა ძველებური..

Saturday, March 13, 2010

up and down


up and down , up and down, up and down - ესაა ხოლმე ცხოვრება სულ და მე მახსოვს რომ down is the new up და კიდევ ის, რომ in Zebra we trust :)და მერე ბევრი რამ მიხარია და ისინი მიხარია, რაც და ვინც მახარებს. ჰო, აი ნიჭია, შეგეძლოს ადამიანის გახარება და კიდევ ამაზე დიდი ნიჭია ის, სხვისი სიხარული მერე შენც გიხაროდეს :) (ბარემ მუსიკა ჩართეთ, ქვევითაა)

გაზაფხულს ვემდუროდი, მაგრამ ეს ამინდიც მსიამოვნებს თავისებურად , თუმცა ხანდახან მგონია, მზის ელემენტები ისევე სჭირდება ჩემს ორგანიზმსა თუ ხასიათს, როგორც რამე აუცილებელი დანამატი და თან ვბრაზდები ხოლმე ,რომ ამინდი ასე მოქმედებს გუნება-განწყობაზე (საერთოდაც ცუდია მსწრაფლცვალებადი განწყობა, მაგრამ ქალებს ეს გვახასიათებს ძირითადად).

ჰოდა, სხვა რამეს ვამბობდი, იქიდან დავიწყე , რომ ამ up and down-ების ეტაპებზე ძალიან მნიშვნელოვანია მადლიერების შენარჩუნება. აი, რაღაც ფილმი შემომახსენდა და დავფიქრდი, რამდენი რამის გამო შემეძლო ვყოფილიყავი მადლიერი და....ასეთი იმდენი გამოვიდა, ახლა ვზივარ მომადლიერებული და იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მალე down იყოს და ერთ წუთში აპოკალიფსის ცენტრად მომეჩვენოს თავი, მეცოდინება, რომ აუცილებლად, აუცილებლად მალე წავა ეს განწყობა და მოვა სიმშვიდე და ვიქნები მადლიერი.
და მაინც ყველაფრის , ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან გულისამრევად კარგია ადამიანი და  ყოველდღიურობა.

ჰოდა, კიდევ ცხოვრებისეულ დეტალებს გაყოლა და სულ ამეების დაწერა/განვრცობა მინდოდა ჩემეულად და ბარემ ამას დავდებ და ავტორი უკეთ გადმოსცემს, მე კი უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან ძალიან სიმართლეა და ვეთანხმები ყოველ მეცამეტედს :)

1. Настоящий друг - это тот, кто будет держать тебя за руку и чувствовать твоё сердце.

2. Ни один человек не заслуживает твоих слёз, а те, кто заслуживают, не заставят тебя плакать.

3. Я люблю тебя не за то, кто ты, а за то, кто я, когда с тобой

4. Только потому что кто-то не любит тебя так, как тебе хочется, не значит, что он не любит тебя всей душой.

5. Худший способ скучать по человеку - это быть с ним и понимать, что он никогда не будет твоим.

6. Никогда не переставай улыбаться, даже когда тебе грустно, кто-то может влюбиться в твою улыбку.

7. Возможно в этом мире ты всего лишь человек, но для кого-то ты весь мир.

8. Не трать время на человека, который не стремится провести его с тобой.

9. Возможно, Бог хочет, чтобы мы встречали не тех людей до того, как встретим того единственного человека. Чтобы когда это случится, мы были благодарны.

10. Не плачь, потому что это уже закончилось. Улыбнись, потому что это было.

11. Всегда найдутся люди, которые причинят тебе боль. Нужно продолжать верить людям, просто быть чуть осторожнее.

12. Стань лучше и сам пойми, кто ты, прежде чем встретишь нового человека и будешь надеяться, что он тебя поймёт.

13. НЕ прилагай столько усилий, всё самое лучшее случается неожиданно.

Габриэль Гарсиа Маркес <3

პ.ს. მე ბაბისა ვარ, უკვე მეორედ ნატალიას ფერად ბლოგზე. მადლობა მოწვევისთის და მასპინძლობისთვის :*