რომელია ბუნების ყველაზე ლამაზი სცენა ფილმში?
ეს კითხვა IMDB-ს Facebook ფეიჯზე შემხვდა და მყისიერად გამახსენდა Call Me by Your Name, კერძოდ, ის სცენა, როდესაც ელიო და ოლივერი ჩანჩქერისკენ მიდიან.
სუფიან სტივენსის შესანიშნავი სიმღერით გაფორმებული კადრები, მუქ მწვანე, ულამაზეს პეიზაჟს უყურებ და იქაური ცივი ტენიანობა თითქოს ეკრანიდან გადმოდის.
ერთ მომენტში, ოლივერი ჩერდება და კამერისკენ იხედება. როგორც შემდეგ არმი ჰამერი ყვება, ამ ეპიზოდის გადაღებისას იმდენად გადაიღალნენ (იქაურობა ჭინჭრით იყო სავსე, დასუსხულები და სველები იყვნენ), რომ ამ მომენტში მან მართლა გამოხედა კამერას და რეჟისორ ლუკა გუადანინოს, რომ გაეგო, სცენა გამოუვიდათ თუ არა. ეს კადრი ფილმის საბოლოო ვერსიაშიც მოხვდა და მე ვფიქრობ, სრულიად დიდებულია.
ძალიან ბევრი გამახსენდა, მაგრამ ქართული ფილმიდან "ნამე" ყველა კადრი პერიოდილად მახსენდება ხოლმე. განსაკუთრებით ბოლო, ტბის ნისლში გაუჩინარებული სილუეტი. ძალიან მიხარია, რომ ქართულ ფილმში მოხერხდა ბუნება უბრალოდ "ლამაზ კადრად" არ დარჩენილიყო.
ReplyDeleteარ მაქვს ეგ ფილმი ნანახი და ძალიან დამაინტერესა <3
Deleteმგონი პერიოდილად იდება ხოლმე ონლაინ უფასოდ და თუ გადავაწყდი, ლინკს გამოგიგზავნი. მანამდე თრეილერი ნახე: https://www.youtube.com/watch?v=E0wuGAa754I
Deleteაუ რა კარგი კადრებია მართლა. მეც ყურადღებით ვიქნები რომ არ გამომეპაროს, თუ სადმე დაიდო.
Delete