The entrance hall to The O2 |
გაუგებრად ვწერ არა? მოდი, ცოტა შორიდან დავიწყოთ.
ვინც ჩოგბურთში ასე თუ ისე ერკვევა, ეცოდინება რომ არსებობს 4 დიდი ტურნირი, რომელიც ყველა სხვას აღემატება. მათ დიდი მუზარადის ტურნირებს უწოდებენ და სხვადასხვა დროს ყველა მათგანზე დავწერე. თუმცა, არის კიდევ ერთი, არანაკლებ პრესტიჟული ტურნირი, რომელსაც ATP World Tour Finals ქვია - WTF [რა? თქვენ გეგონათ აქ რამე უწმაწურს ვგულისხმობდი? :)] მასში მხოლოდ მსოფლიოს პირველი 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს და შესაბამისად, ყველა თამაში საინტერესო და დაძაბულია. სხვა საჩოგბურთო ტურნირებისგან ფორმატითაც განსხვავდება - 2 ჯგუფია და თითო ჯგუფში 4-4 ჩოგბურთელია. ასევე, პირველივე მარცხი არ ნიშნავს ტურნირიდან გამოთიშვას, ჯერ ჯგუფური ეტაპის თამაშებია, შემდეგ კი - ნახევარფინალები და ფინალი.
რაფა პირველი იყო, რომელმაც ადგილი მოიპოვა ამ ტურნირისთვის [ქულების მიხედვით]. ასევე მონაწილეობს როჯერ ფედერერი, რაღა თქმა უნდა :) დანარჩენებს რაც შეეხებათ, თუ დაინტერესდებით, დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ - Barclays World Tour Finals
ტურნირის დაწყებამდე მონაწილეები, საზეიმოდ გამოწყობილები, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს შეხვდნენ და მასთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.
პრემიერ მინისტრთან ერთად |
Kids |
დავიდ ფერერი ფრიად სასაცილოა, თავის ნაცრისფერ კოსტიუმში [ნუ, რაფაც არანაკლებ :D]
დიდი რვიანი |
გადაღების შემდგომ პერიოდში კი სვამდნენ და ერთმანეთთან საუბრით იქცევდნენ თავს.
ფოტოზე - ენდი მარეი ესაუბრება პრემიერ მინისტრს, უკანა ფონზე კი მოჩანს რაფა და კომპანია :))
დასასრულს კი, ეს ფოტო :)
Rafa & Rog |
ლოლ დავიდ ფერერი :დ
ReplyDeleteოღონდ როჯერმა ეს წითელი კასინკა მოიხსნას და რა ვიცი, არ უხდება არანაირად :/
ვაღიარებ, სათაური რომ დავინახე, მეთქი, ნატალიას რა დაემართა :| უჰ, ახლა დავმშვიდდი.
ჩოგბურთელები კოსტიუმებში :) და რა ელეგანტურები არიან. ქართველ ბიჭებზე ეს ელეგანტურობა ასე არ მხვდება თვალში
ReplyDeleteუწმაწური არ მეგონა, მაგრამ ის კი ვიფიქრე, ჩვენ ნატალიასაც სეზონურმა ასთენიამ დარია ხელი-მეთქი :))))
სოფი, როჯერს წითელი ფერი უყვარს მგონი, ხშირად აცვია ამ ფერის მაისურები :)) ფერერს რაც შეეხება, როგორც წავიკითხე, შავი კოსტიუმი ეცვა თავიდან, რაღაც გადაისხა და გამოიცვალაო. არ ვიცი, რამდენად მართალია ოღონდ :))
ReplyDeleteნინა, ჰო, ხანდახან ვარ ხოლმე ეგეთ ხასიათზე რომ უწმაწური სიტყვები ვიძახო, მაგრამ ვცდილობ პოსტებში არ გადმოვიტანო :))
დიდი სლემი.
ReplyDelete:)
მუზარადი იმ პონტშია როგორც პუჩინის "დარდი" :)
ვიღაცა კრეტინმა, რომელმაც არც ინგლისური იცოდა და არც ჩოგბურთი თარგმნა მუზარადად და წავიდაააა....
Lord Vader, ლოლ, ადრე 'დიდი სლემი' დავწერე და სოფიმ შემისწორა, დიდი მუზარადიაო და ახლა პირიქით :D მე საერთოდ 'დიდ სლემს' ვამბობ & ვწერ ხოლმე, ზოგადად :P :))
ReplyDeleteქ'მონ ენძიიიი )))
ReplyDeleteika, არ ვიცი რომელ 'ენძის' გულისხმობდი, მაგრამ ფაქტია რომ ორივე გამოეთიშა ტურნირს :))
ReplyDeleteდღეს კი დიადი დღეა - ფედალი გველის :)