Thursday, February 13, 2014
სამი ფერი
ნაცრისფერი
რომ მკითხონ, ყველაზე დიდი დარდი რომელიაო, მე ვუპასუხებდი აი ეს დარდი-მეთქი - უთქმელი და ჩუმი, ამბად რომ ვერ მოყვები. თუ მოყვები, გაგიკვირდება, ნუთუ ხმამაღლა ნათქვამი ასეთია ჩემი დარდი, სრულიად სხვანაირი და გაუგებარი. როცა შენთვის ხელებს ნერვიულად იმტვრევ, თან გულში ჩურჩულებ, ღმერთო, მაკმარე ეს, რამე უფრო დიდი უბედურება არ დამატეხო თავსო.
ყვითელი
თუ მკითხავთ, დიდი სიხარული როგორიაო, მე გიპასუხებთ - აი ის, სტამბულში რომ ჩავედი და თავი დაბრუნებულად ვიგრძენი; ყველაფერი რომ თავის ადგილას იყო - მზეც, ადამიანებიც, შემწვარი წაბლებიც და ფერადი შენობები..
ლურჯი
რომ მკითხოთ, ბედნიერება როგორიაო, გეტყვით - ის მომენტი, როცა ყველაფერი თავის ადგილას არის; ისე, როგორც სტამბულში იყო-მეთქი.
Tuesday, February 11, 2014
The only voice that matters
"God, the women in these magazines... Some of them are actual brides, you
know, they're not all models. All smiling... It's like the only thing
in the world that matters is that they find the perfect shoes to match
that dress. God, you know, I knew these girls, I went to school with
them... It's funny. I used to feel sorry for them. They're simple girls.
They just wanna find the guy and get married, you know? Live. I don't
know, I think you're either born simple or you're born... me. I wanna be
the person who gets happy over finding the perfect dress, I wanna be
simple, 'cause no one holds a gun to the head of a simple girl.."
I'm not Cristina Yang.
I'm not Cristina Yang.
Monday, February 10, 2014
Somewhere in London
You must be somewhere in London
You must be lovin' your life in the rain.
You must be somewhere in London...
ეს ფოტო ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა ნასამ, მარსიდანაა გადაღებული.
ის პაწაწინა, ნათელი წერტილი არის დედამიწა.
უცნაურია, როცა ვუყურებ და ვფიქრობ, რომ იქ არის რუსეთი და ამერიკა, ჰიროსიმა და ნაგასაკი. სადღაც ვიღაც საუზმობს, ვიღაცას უძილობა ტანჯავს, ვიღაც კი კვდება..
ჩვენთან ორშაბათი დადგა. თავის საშინელი ტკივილები მტანჯავს. ყველა ჩემი მეგობარი სადღაც გაეშურა. ასე მგონია, თითქოს ჩემს first aid ყუთს დასტაცეს ხელი და სადღაც შორს წაიღეს. ამიტომ აღარ ვიცი, როცა გამიჭირდება, ვის მივაშურო, ვისთან გავიქცე. არადა, მარსიდან დედამიწა ისეთი პატარა ჩანს. სინამდვილეში კი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ გასაჭირში გასაქცევი ადამიანები შორს გადაიკარგონ.
Put an ocean and a river between everybody else,
Between everything, yourself and home.
Put and ocean and a river,

![]() |
| Photo by NASA’s Curiosity Rover. |

Saturday, February 8, 2014
Happiness is..
Facebook-ზე არის ასეთი პეიჯი: The Happy Page, სადაც წერენ წვრილმან (თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან) ბედნიერებებზე.
მეც მინდა, ყოველგვარი განვრცობის და სიტყვაუხვობის გარეშე მოგიყვეთ,
ბედნიერებაა, როცა შენი ერთი მეგობარი ატლანტაში, მეორე კი ოლბანიშია და სამივე ერთად უყურებთ The National-ის ლაივ-კონცერტს სიდნეიში.

Monday, February 3, 2014
ზაზუნას მეორე დღე
სოც.ქსელები ნელ-ნელა და თავისთავად, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. გინდა თუ არა, მაინც იგებ რომ ვიღაც ანჟელა.კ-მ დღეს დონატები და ყავა მიირთვა, ჯოზეფ კ.-მ კი კალათბურთში საყვარელი გუნდის თამაშს უყურა.
სტენლი კუბრიკი ჭკვიანი კაცი იყო. ალბათ სადაც არის, კარგად იცის, როგორ მიყვარს და ყოველ ჯერზე, როცა მის ფილმებს ვუყურებ და შთაბეჭდილებების ნაკადი მეჯახება, ზის და ოდნავ ირონიულად იღიმის.
სოც.ქსელებზე გეუბნებოდით. ძალიან მაკვირვებს ერთი საკითხი, რომელიც ბოლო დროს ჩემი ვირტუალური ცხოვრების ზოგიერთ მოსახლეს შევნიშნე, ძირითადად, გოგონებს. მათ ძალიან მოსწონთ საკუთარი თავის ქების (ძირითადად) ირიბი აღმნიშვნელი სტატუსები, რომელსაც ხშირად, პერმანენტული ხასიათი აქვს. ისინი რატომღაც, მუდმივად ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ძალიან წარმატებულები და ნიჭიერები არიან. სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერი გამიგია, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე რამდენად მეცოდინება მისი ბედნიერი ცხოვრების შესახებ, როცა პირადად შეიძლება არც არასდროს შევხვდე.
ამასობაში, ზაფხულისთვის ჩემი თმა საკმარისად გრძელი იქნება, იმისათვის რომ ბათუმის მზეზე ოდნავ გახუნდეს და როცა ზღვის მარილით გაჟღენთილი ამოვალ სანაპიროდან, პრივეტში გარე მაგიდასთან ჩამოვჯდე და თურქული ყავა შევუკვეთო, რომელიც იმ სიცხეში ყოვლად ამოვარდნილი იქნება კონტექსტიდან.
ჯერ არ ვიცი, როგორ და რა ვითარებაში, ან ვისთან ერთად წავალ ბათუმში, მაგრამ ერთი რამ უდავოა - მარილიანი თმები და თურქული ყავა პრივეტში, აუცილებლად იქნება.
ახლა არც იმის დროა, ზაფხულზე ვფიქრობდე, და მითუმეტეს, ბათუმში წასვლას ვგეგმავდე, მაგრამ დღეს, 7-ის ნახევარი რომ გახდა და სამსახურიდან გამოსულს ჯერ კიდევ დღის შუქი დამხვდა, აუტანელ ყინვასაც კი არ მივაქციე ყურადღება, ისე გამიხარდა გაზაფხულის მოახლოება.
არადა, გაზაფხულამდე ჯერ კიდევ შორია. მე ფოლკნერს ვკითხულობ და ასე არასდროს, არაფრის კითხვა გამჭირვებია. იყო წიგნები, რომლებიც არ მომწონდა და ძალისძალად ვკითხულობდი, ისეთებიც იყო, რომლებიც მომწონდა, მაგრამ დროის უქონლობის გამო გამიგრძელდა კითხვის პროცესი და არის ფოლკნერი, რომელიც ძალიან, ძალიან მიფორიაქებს სულს და მეშინია, წიგნისკენ ხელი გავიწვდინო და გადავშალო.
Wednesday, January 29, 2014
ანა - ჩემი მეგობარი.
"If I murdered someone, she’s the person I’d call to help me drag the corpse across the living room floor.
She’s my person."
ანა ჩემი მეგობარია.
ჩვენ ერთმანეთს დიდი, ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ.
[წინასწარ ვითხოვ პატიებას, პოსტში ხშირად გამეორდება სიტყვა "ჩვენ", მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ.. ჩვენ!]
მე არ მახსოვს, როგორი იყო ჩემი ცხოვრება, სანამ ანას გავიცნობდი. თუმცა არა. მანამდე იყო ნატალია ანამდე, მერე კი - ნატალია ანას შემდეგ (ან, ანასთან ერთად, როგორც გენებოთ). ჩვენ ერთად დავიწყეთ განვითარება, უფრო ბევრ რამეზე ფიქრი, გავიჩინეთ მეტი ინტერესები (და მეგობრები), ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც. ერთმანეთს ძალიან შევუწყვეთ ხელი, რომ გავმხდარიყავით უფრო კარგი, მოაზროვნე და ჭკვიანი ადამიანები. ანუ ისეთები, როგორებიც ვართ ახლა :)
ანა პირველად 2002 წელს, სექტემბრის ერთ დილას გავიცანი, როცა ორივემ ერთ ჯგუფში შევაბიჯეთ და ექიმობისთვის მზადებას შევუდექით. მაშინვე არ დაგვცემია თავზე ზეციური ნიშანი, ეს ის გოგოა, მალე შენი პერსონა რომ გახდებაო. მეორე კურსიდან კი, როგორც ჰოლდენ კოლფილდი იტყოდა, მაგრად დავმეგობრდით.
ანა ის გოგოა, რომელთანაც შემიძლია ჩემი ემოციები ისე გამოვფინო, რომ არ შემრცხვეს. არადა, მე ყველაზე ნაკლებად, სწორედ ჩემი ემოციების გასაჯაროება მიყვარს. მე და ანას არასდროს გვიჩხუბია [უბრალოდ შეუძლებელია ანასთან ჩხუბი, სიტყვაზე მენდეთ :)].
ჩვენ გვაქვს ჩვენი ქალაქები, ქვაფენილიანი ქუჩებით. ეს დროსა და სივრცეში გარდამავალი, წარმოსახვითი ქალაქებია, სადაც ათასგზის გვივლია, ფეხით გაგვითელავს, მაგალითად, ნერუდოვას ქუჩა, და ერთი სახლის პაწაწინა აივანზე, ცხელი შოკოლადიც გვაქვს მირთმეული. ბარსელონაში 2012 წელს ვიყავით, თუმცა მგონია, რომ ჩვენი ბარსელონა ჯერ კიდევ გრძელდება და ხანდახან გავრბივართ იქ, რომ ის მზიანი დილა და მარწყვის ჯემიანი პურები გავიხსენოთ.
ჩვენ გვაქვს სამოსელი პირველი. მანუელო კოსტა, ერთ-ერთი დიდი კანუდოსელი, ისე გვიყვარს, როგორც არავის. ეჰ მანუელო, მანუეეეელ...
მე ზუსტად ვიცი, რომ წინადადებაზე: "მისმინე დომენიკო, მე ალექსანდროს უფროს ძმა ვარ.." (ჩემი ინტერპრეტაციაა, შესაძლოა ზუსტად წიგნს არ მიყვება), ანასაც ზუსტად ისეთივე დენები უვლის ტანში, როგორც - მე.
და მაშინ, როცა ანა მეკითხება, თუ ვიცი, რომელი პერსონაჟი შეუყვარდა ყველაზე მეტად "ლილე იროელიდან", მე შემიძლია შეუცდომლად გამოვიცნო, რომ ეს არის კოპალა. იმიტომ, რომ თავიდანვე მეც ის გამოვარჩიე და შევიყვარე.
ანას შეუძლია, მცირე რაღაცებისგან ბედნიერების შექმნა. შეუძლია, ადგეს და მაგალითად, წვიმის შემდეგ მზის გამონათებით გაბედნიერდეს. მერე ისე დაჟინებით გთხოვს, რომ შენც ბედნიერი იყო, ბუზღუნებ კიდეც, მაგრამ ხვდები, რომ მისმა დაჟინებამ გაჭრა.
ჩვენი ურთიერთობა, რაღაც უხილავი ძალებით, გადაბმულია მერედიტის და კრისტინას ურთიერთობასთან. თუმცა ბოლომდე არც მე ვგავარ კრისტინას და მითუმეტეს არც ანა - მერედიტს. (თუმცა კი მას ჰყავს თავის McDreamy).
დღევანდელ დღეს, როცა ხალხისთვის ცინიზმი ერთ-ერთი იარაღი გახდა, თითქოს ჩვეულებად იქცა, რომ ვიღაცას ან რაღაცას აქილიკებდე, ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ ანას და თორნიკეს მყუდრო სახლში, დავლიოთ ყავა, ვჭამოთ გრილიაჟი და ადამიანების სიკეთეზე ვილაპარაკოთ.
და ახლა, როცა ის დედამიწის მეორე მხარესაა, ყველაზე შორს, მე ვგრძნობ მის სიახლოვეს ისევე ძლიერ, როგორც მაშინ, იმ დღეებში, როცა მის მზიან სამზარეულოში ვისხედით დილაობით, ვსვამდით ყავას და ათას ამბავზე, მსუბუქსა თუ მძიმეზე, ერთნაირი გულწრფელობით ვლაპარაკობდით.
და ბოლოს, მე და ანამ (განსაკუთრებით ანამ), კარგად ვიცით, რომ მთავარია სიარული. არ აქვს მნიშვნებლობა, რატომ და როგორ, მთავარი ერთია - სიარული.
და სულ ბოლოს, მე ბოლოჯერ დავწერ სიტყვას "ჩვენ".
ეს სიმღერა ჩვენია, თუ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში, იცის მხოლოდ ანამ და მეტი არაფრის თქმა არ არის საჭირო.

Tuesday, January 28, 2014
Postcards from Italy
The times we had
oh, when the wind would blow with rain and snow
were not all bad..
we put our feet just where they had, had to go
never to go.
ღმერთო, როცა ლურჯი ვეშაპები დაბრუნდებიან, მაშინ გამაღვიძე; როცა ერისენა ტენეცკაიას ისევ ატმის სურნელი აუვა, მაშინ.
მანამდე კი, მგონია, რომ კონსტანტინოპოლის სიყვარული მართლაც უკანასკნელი იყო და რომელიღაც ძველ, გერმანულ ციხე-კოშკში, ღამღამობით გარდაცვლილი ქალწულის მოჩვენება ქვითინებს.
ბეირუთი კი იმ ტკბილ დღეებზე მღერის, მტირალა ტირიფის ქვეშ ქორწილი რომ გაიმართება.

Subscribe to:
Posts (Atom)