ახლა ღამის 2 საათია, თითქმის. მე სამსახურში ვარ. გარეთ კანტიკუნტად მოძრაობენ მანქანები, ბენზინგასამართ სადგურზე ვიღაცას ღვიძავს.
ზაფხულის მიწურულია.
ეხლახან დავასრულე ეს ფილმი და მინდა, რომ ხმამაღლა ვიტირო, ძალიან ხმამაღლა. ვიქვითინო.
ვთვლი, რომ ომი ყველაზე დიდი საშინელებაა ამქვეყნად და ყველაზე მეტად მისი მეშინია, ძალიან მეშინია.
კირას მწვანე კაბა მიდგას თვალწინ. ეხლა მე რომ მეცვას ეს კაბა, დავლევდი 1 ჭიქა ვისკის, მერე ქვევით, აივანზე ჩავიდოდი და მოვწევდი.
ზაფხულის მიწურულია, გუშინ შესანიშნავი წიგნი წავიკითხე - ტიპი მეზობელი საფლავიდან. თქვენ ვის დანახვაზე გიხტით საკვერცხეები სიხარულისგან?
აი, ვზივარ სამსახურში და მახსენდება ჩაგდებული კონკურსი, რომელზეც დიდ
იმედებს ვამყარებდი. რატომღაც მეგონა, რომ რაღაც გამომივიდოდა.
გამოგვივიდოდა, უფრო სწორედ. არ ვიცი, ან მე შევცდი თანაგუნდელების
შერჩევაში, ან ლიდერის თვისებები, როგორც ასეთი, ჩემში არ არსებობს. მე ძალიან მჭირდებოდა ამ კონკურში მონაწილეობა. მხოლოდ მონაწილეობა, და ესეც კი არ გამომივიდა.
ხანდახან მგონია, რომ ის ბავშვი ვარ, ოჯახში გამორჩეული რომ არის. გამორჩეული იმით, რომ როცა უნებურად საშაქრეს გატეხავს, დედა მაშინვე საყვედურებით ავსებს - აი ხომ ვიცოდი, რომ ასეც იზამდი.
ეხლაც ასეთი, სამდურავით სავსე ხმა მესმის - ხომ ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა, ხომ ვიცოდი! ყოველთვის მარცხდები! ან გეშინია და არაფერს აკეთებ, ან აკეთებ და არ გამოგდის.
ყურს თუ კარგად დავუგდებ, ეს ხმა მე მეკუთვნის.
ღმერთო ჩემო, როგორ მინდა ხმამაღლა ვიტირო. ზაფხულის მიწურულია და წინ შესანიშნავი, თბილი შემოდგომაა. ქარვისფერი შემოდგომა, ალერსიანი ამინდებით და მზიანი დღეებით. თუნდაც წვიმიანი. წინ შემოდგომაა.
Saturday, August 25, 2012
Friday, August 17, 2012
Fake Empire
![]() |
| We're half-awake in a fake empire |
ზუსტად აღარ მახსოვს, როდის მოვუსმინე პირველად The National–ს. მაგრამ კარგად მახსოვს, როდის შემიყვარდა და რა სიმღერით.
იმ სიმღერაზე მოგვიანებით დავწერ, მანამდე კი უნდა მოგიყვეთ, მეტ ბერნინგერი როგორ უგზოუკვლოდ შემიყვარდა თავის ხმის გამო. აი ჯერ ნანახიც არ მყავდა, როგორი იყო, მაგრამ უკვე მიყვარდა. და როცა დავინახე, თავისი ოდნავ გაჩეჩილი, ქერა თმით, წვერით და ცისფერი თვალებით, მივხვდი რომ არ შევმცდავარ. რაღაცნაირად, ისეთი ტიპია, დასტოინი რა : )
თქვენ არ თვლით, რომ საოცარი ხმა აქვს? ყოველ მოსმენაზე, როგორც კი იწყებს სიმღერას, ჟრუანტელი მივლის.
ეს ვიდეო ერთი ჩვეულებრივი ლაივია, მათი ერთ–ერთი ძალიან კარგი სიმღერის – Fake Empire.
ჩვეულებრივი იყო, მანამ, სანამ 1:10–დან არ ვუყურე, ხალხი როგორ ყვება მუსიკის რიტმს ტაშით და უკან ჩამავალი მზის სხივები ანათებს. ლამის ვიტირე. რა მაგარია, მუსიკას ყველა ერთად რომ გრძნობს და ყველას რაღაც დიდი მუხტი აერთიანებს. მეც იქ რომ ვყოფილიყავი იმ მომენტში, ხმამაღლა ვიტირებდი ბედნიერებისგან.
ოდესმე თუ მოვხვდები მათ ლაივზე, დარწმუნებული ვარ, ბევრს ვიტირებ. ადრენალინისგან ფეხებში სისუსტეს ვიგრძნობ და გულისცემა ყურებს დამიხშობს.
მუსიკის ღმერთებო, დაე კოსმოსში ავიდეს ჩემი სურვილი და როდესმე უკან დამიბრუნდეს.
რაც შეეხება ჩემი ყველა დროის ფავორიტი სიმღერას, რომელიც ისე მიყვარს, რომ ხანდახან არც მინდა, სხვებს გავუზიარო და ეხლაც ბევრი ვიფიქრე, მეხსენებინა თუ არა აქ. ეს არ არის მარტო სიმღერა, ეს არის ამბავი, ფილმი, ისტორია, რომელიც შენ გადაგხდა, ან ამ წუთას ხდება შენს თავს. რომლის მოსმენისას სხვა განზომილებაში გადავდივარ და ყველა პრობლემა ამაოა და უმნიშვნელო. ან მგონია, რომ თავდავიწყებით ვარ შეყვარებული ვიღაცაზე, რომელიც არ ვიცი ვინ არის, მაგრამ თან დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს.
მოუსმინეთ და თუ შეიძლება, უკან დამიბრუნეთ : )
Thursday, August 16, 2012
End of summer. End of story.
საღამოა, გრილი ნიავი უბერავს, სახლში ახალი მოსული ვარ. კომპიუტერს ვუზივარ და ვცდილობ თავი მოვუყარო აზრებს, რამდენი ხანია ვგეგმავ პოსტის დაწერას. გუშინაც ვაპირებდი, როცა გავიგე, რომ ჯულია ჩაილდის 100 წლისთავი იყო, მაგრამ ამაზე მერე.
შვებულება ისე უცებ გაფრინდა, რომ ახლაც, როცა დილით მაღვიძარა რეკავს, მგონია რომ ჩემი სოფლის რკინის საწოლში ვწევარ და შემიძლია ეს აბეზარი წკრიალი გამოვრთო და საწოლის ჭრიალით შევიბრუნო გვერდი.
ბავშვობაში ისეთი სიტყვები, როგორიცაა "სამსახური" და "შვებულება", ისე საოცარ რამედ მეჩვენებოდა, მეგონა ისინი, ვისაც ეს რამეები ჰქონდა, ძალიან დიდები და სერიოზულები იყვნენ. მერე, მეც რომ გამიჩნდა იგივე საოცრებები, მივხვდი, რომ ადამიანი საერთოდაც არ იზრდება. მე ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი 5, 10 და 15 წლის წინ. ისევ არ მიყვარს ბევრ უცნობ ადამიანთან ერთად ყოფნა, თავს ისევ ისე უხერხულად ვგრძნობ ასეთ დროს და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
ისევ ძალიან მიყვარს ბევრ ახლობელ ადამიანთან ერთად ყოფნა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, როცა მათთან ერთად ვზივარ და მათ ვუყურებ.
არაფერიც არ იცვლება. ყველა ბავშვს უნდა გავაგებინოთ, რომ არავინ არ იზრდება და დიდებსაც ისევე აქვთ იგივე სურვილები, რაც პატარაობისას ჰქონდათ. უბრალოდ, რაღაცების დამალვას ვსწავლობთ და ათასი ვალდებულებები გვემატება.
მინდა, რომ 3 თვიანი არდადეგები მქონდეს ზაფხულში და უდარდელად გავატარო მთელი ის დრო. ნაცვლად ამისა, 2 კვირიანი დასვენებისას, პირველი კვირა ვერაფრით ვაჯერებდი ჩემს თავს რომ დილით არსად ვიყავი გასავარდნი და მუდმივად აფორიაქებული ვიძინებდი. მეორე კვირას, ყოველ საღამოს ვალერიანის მიღებით და სოფელში არაფრის კეთებით, როგორც იქნა სასურველ სიმშვიდეს მივაღწიე და ზუსტად ამ დროს, უცებ ყველაფერი დამთავრდა.
სოფელში ზუსტად ისე ვიყავი, როგორც ვგეგმავდი – უნდა ვიჯდე და ვიყო–მეთქი. აი ეგრე, ვიჯექი და ვიყავი.
ყოველდღე ვაკეთებდი მცირე ჩანაწერებს, ეხლა რომ გადავხედე, ძირითადად ამინდზე ვწერ, როგორც მჩვევია.
04.08.12 11:02 ჩავედით დვალთაში, ვარ ძალიან მტვრიანი, თმა მაქვს ბობ მარლივით :D ეხლა შემოვედი სახლში.
05.08.12 17:40 ცხელა, ყავის წყლის ადუღებას ველოდები. ყველაფერი მეზარება, სულ მეძინება. გუშინ ფიჭვებში ვიყავი.დღეს მთელი დღეა არაფრის კეთებით ვარ დაკავებული. აჰ, მებრძოლთა კლუბი წავიკითხე და wow, wow, wow!
06.08.12 12:42 ღამით ტურა იყო ამოსული და ყმუილმა გამაღვიძა. ეხლა დილის ყავის რიტუალი მაქვს. დღის შემდგომ პერიოდში ვგეგმავ ბადმინტონის თამაშს. ქარია და იმედია მოვახერხებ.
07.08.12 12:37 დილიდან თავი მტკივა. მზე აჭერს და ქარია. ცოტახნით ვიყავი გასული მზეში და უფრო გამიძლიერდა ტკივილი. დენი წავიდა, მანამდე ვუყურებდი ჯ.ლოს და პიტბულს (gosh). ვსვამ ნელთბილ ყავას. გუშინ ბადმინტონი ვითამაშე და მას შემდეგ ხელი მიკანკალებს.
16:52 ფრენი და ზუი წავიკითხე, საოცრად კარგია. ვერ ვხვდები, თამაში ჭვავის ყანაში რატომ არის უფრო პოპულარული. ცხელა და ოთახში ვარ შემოკეტილი.
22:28 ვარსკვლავი ჩამოვარდა ისე ლამაზად, რომ აღფრთოვანებისგან სურვილის ჩაფიქრება დამავიწყდა.
08.08.12 16:58 ვწევარ და ვუყურებ რიჰანას "Umbrella"–ს ლაივს (ლაივს!). მინდა შაურმა და ამ სურვილს ვერაფერს ვუხერხებ უკვე 2 დღეა. შაურმავ, მინდიხარ! შენ ძალიან შორს ხარ და ჩვენი შეხვედრა შეუძლებელია ამჟამად.
09.08.12 18:00 ბაღში ვზივარ ბალახზე, უბერავს ქარი. აქ იმ მიზნით ჩამოვედი, რომ მოვშორებოდი ყველაფერს და არაფრის კეთებაში გამეტარებინა შვებულება. მაგრამ მივხვდი რომ ადამიანები და ხმაური მენატრება. ამაზე დარდი დიდხანს არ მომიწევს, შვებულება მალე მთავრდება. (შენიშვნა: ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, მხოლოდ რამდენიმე წამით მეგონა რომ ასე მინდოდა, სინამდვილეში სულ მალევე გამოვუტყდი ჩემს თავს რომ ძალიანაც მომწონდა უადამიანებოდ ყოფნა)
20:23 დვალთური საღამოა, მშვიდი, ჰაერი ადამიანების ხმებით არის სავსე. დღეს ძალიან ცხელოდა, ეხლაც ნიავიც კი არ იძვრის, მაგრამ აგრილდა ნელ–ნელა. მე აივანზე ვზივარ, მინდა შოკოლადი და მაღაზიაში ასვლა წარმოუდგენლად მეჩვენება. ადამიანებთან მინდა, მაგრამ თან მარტო ყოფნაც მსიამოვნებს. ბებო ხახვს წნავს და თან დედას ელაპარაკება.
10.08.12 20:21 ალგეთზე ვიყავით ჩასული, ვიბანავე და შემწვარი სიმინდი ვჭამე. Fucking mood.
11.08.12 15:36 ცხელა და უსაქმურობის ბოლო დღეებს ვითვლი. ჯერ პიჟამაც არ გამიხდია, ბებო კარტოფილის ხინკლისთვის ემზადება.
23:28 თავი მტკივა და მეძინება, გარეთ ხმაურია – მეზობლები მწვადს წვავენ. არ მინდა თბილისში :/
12.08.12 12:53 საღამოს მივდივართ, ეკლესიაში ვიყავი გასული, ახლა ბაღში ვზივარ და სასტიკად მცხელა. Fucking mood
13:58 ვბარგდებით. არ მინდა წასვლა. მაგრამ ძველებურად მაინც არ იყო არაფერი, არც ბავშვებთან ერთად მიცეკვია ქუჩაში და არც ბადმინტონი მითამაშია ბევრჯერ. Wonderland გაქრა.
20:35 Waiting..

Wednesday, August 1, 2012
Valar Morghulis
ჩართეთ და მოუსმინეთ ამ სიმღერას. რომ დამთავრდება, თავიდან დაიწყეთ. მერე ისევ მოუსმინეთ, და ისევ და ისევ..
იმიტომ, რომ ზამთარი მოდის.
ის ძალიან ახლოსაა და ცივი სუსხი უკვე იგრძნობა. შორიდან მებრძოლების შეძახილი და იარაღის ჟღარუნი ისმის, სადღაც ხმლების ნაპერწკლებიც გაკრთება და ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებს.
ზამთარი ახლოსაა, მაგრამ ჩვენ გრძელი და ბასრი ბრჭყალები გვაქვს, ისეთივე გრძელი და ბასრი, როგორიც ჩვენს მტერს. ისმინეთ ჩვენი ღრიალი!
ჩვენში დრაკონის სისხლი ჩქეფს და სიცივის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო დუღდება.
ისმინეთ ჩვენი ღრიალი!
მე ვარ დროგო, დიდი ქხალი და დოთრაკიელების ლიდერი.
მე ვარ ედარდ სტარკი, ვინტერფელის მბრძანებელი.
ისმინეთ ჩვენი ღრიალი!
მე ვარ დაინერისი – თქვენი ქხალისი.
მე ვარ ჯონ სნოუ, ღამის გუშაგი.
ისმინეთ ჩვენი ღრიალი!
მე ვარ თეონ გრეიჯოი და ჯეიმი ლანისტერი, არია სტარკი და ჯორაჰ მორმონი – ისმინეთ ჩვენი ღრიალი!
მოემზადეთ – ზამთარი მოდის!
Sunday, July 29, 2012
About Today
რატომ ხდება ასე, როცა ძალიან ცუდად ხარ, აი ისე, ცუდად რა, მიზეზიც რომ არ იცი, ვინმეს რომ მოუყვე, მაინცდამაინც მაშინ ხდება ყველა შენს მიმართ მომთხოვნი და ყველას ამ დროს ახსენდება ვალდებულებები მათ მიმართ და მოითხოვენ. არადა ხომ ვარ ჩემთვის, ვიცინი სისულელეებზე და თავს მაქსიმალურად ვიკავებ. მათი მოვალეობა მხოლოდ ისაა, უბრალოდ ადგნენ და თავი დამანებონ. აი უკვე მეგობრობასაც არ ვითხოვ არავისგან, ჩემი დევიზია – ყველა თავის თავისთვის. ხოდა დაე, იცოდეთ ეს ყველამ. ისიც კი მეზარება, რომ ეს კონკრეტულ ადამიანებს ავუხსნა და თუ აქ ნახავენ, ფრიად გამიხარდება.
ვიცი, ყველას ძალიან კიდია, მეორე ადამიანი როგორ გრძნოს თავს და ამ პოსტის დანიშნულებასაც ვერ ვხვდები ახლა; ალბათ მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ოდნავ მაინც მომეშვას. შევეცდები რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად შევაწუხო სხვები.
თან, ჯერჯერობით მიზეზების ახსნის ნაცვლად უბრალოდ გაღიმება შესანიშნავად გამომდის.
ხოდა ეგრეა რა, ისეთ დროში ვცხვრობთ, ვინმე 10 წუთით მაინც თუ მოისმენს შენს ამბებს, დიდად მადლობელი უნდა დარჩე.
ჩემი ერთგული მეგობარია ფული. რომელიც თვეში ერთხელ გამოჩნდება და რამდენიმე დღეს ჩემთან ერთად ატარებს. მერე დარჩენილ დროს მასზე ოცნებაში ვატარებ.
ფულზე გამახსენდა, 1000 რამ მაქვს შესაძენი, მე კიდევ ავდექი და ზარაში სეილზე კაბა ვიყიდე გუშინ, რომელსაც ყოველდღე ვერ ჩავიცვამ. ჩემმა ქვეცნობიერმა ეგრევე დამსაჯა და წუხელ სიზმარში ვნახე, რომ იგივე ნაჭრის თმისსამაგრი ვიყიდე მანგოში და მერე უკან დავუბრუნე. რეალურად კი ეს მშვენიერი კაბა შემრჩა და ეხლა დაველოდები ისეთ დღეს, როცა შევძლებ ჩავიცვა და ვიბრწყინო [მრწყინავი თვლები აქვს ზედ და იმიტომ].
ა, ხო, კიდევ, შვებულებაში ვარ, როგორც იქნა [აქ უნდა იყოს "იუჰუ!" ან რამე მსგავსი შეძახილი, მაგრამ მეზარება]. ზღვა არ მინახავს დიდი ხანია და წელსაც ვერ ვნახავ. ისეთი პირი უჩანს, რომ ეს შესანიშნავი შვებულება მთლიანად თბილისში უნდა გავატარო. იწვიმოს მაინც. თბილისური ზაფხული ერთ–ერთი ყველაზე ცუდი ზაფხულია ზაფხულებს შორის.
Saturday, June 30, 2012
All Tomorrow's Parties
შაბათი დღები მიყვარს, როცა არ ვმუშაობ და საშუალება მაქვს მთელი დღე სახლში გავატარო, ფეისბუქზე ვიჯდე საათობით და ყველა სიახლეს გავეცნო, უმეტესწილად – უსარგებლოს. შიგადაშიგ სამზარეულოს მივმართო საკვების ან ყავისთვის და მერე კვლავ კომპიუტერს დავუბრუნდე. ვუყურო სექსი დიდ ქალაქში–ს მორიგ სერიას, მერე ისევ ფეისბუქზე ვსქროლო და პარალელურად ვუსმინო ბევრ მუსიკას.
ზოგადად, დღევანდელი ცხოვრების გიჟური რიტმის გამო ფიქრისთვის დრო აღარ რჩება. ძირითადად, ათას სისულელეზე გიწევს ტვინის მომართვა. ასეთი უსაქმური დღეები საჭიროა, როცა არაფერი არ უნდა აკეთო და უბრალოდ იფიქრო.
ერთი ძალიან კარგი ფეისბუქ–ფრენდი მყავს, საინტერესო ფოტოებს დებს ხოლმე. დღეს ეს ფოტო რომ ატვირთა, ვიფიქრე, რომ სწორედ ამგვარი რამეებისთვის ვცხოვრობთ ამ სამყაროში.
სხვა ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ასეთი რაღაცების კეთება შევძლოთ. ხომ ძალიან მარტივია, მაგრამ ხშირად მავიწყდება, რა არის მართლა ღირებული, რა გაივლის და რა რჩება სამუდამოდ. ხშირად მავიწყდება, რომ ამ ზაფხულს ლაშქრობაში უნდა წავიდე, რომ არც ერთი შანსი არ უნდა გავუშვა ხელიდან ახალი და საინტერესო ადამიანების გასაცნობად.
მე სულ ვითვლი ასეთ დღეებს, როცა რაღაც საინტერესო მოხდა. ზოგიერთი დღე ისეთი უმნიშვნელოა, რომ გულს მირევს - არც ერთი საინტერესო ადამიანი, არც ერთი საინტერესო დეტალი, ერთ ახალ სიმღერასაც რომ ვერ აღმოაჩენ.
ხანდახან კი უბრალოდ მეზარება. მახსოვს, ოუფენ ეარის მეორე დღეზე წასვლა ლამის გადავიფიქრე, მერე ბილეთს დავხედე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ როგორც არ უნდა ცუდი ყოფილიყო ის დღე [თან ხომ ვიცოდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა], მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი, იმით, რომ კიდევ რაღაც გავაკეთე.
ეგაა ცხოვრება, მხოლოდ შეგრძნებები რჩება თავში, დანარჩენი ისევ გარეთ გამოდის.
და მომავალში, არ ვიცი, დახვრეტის მოლოდინში კედელთან ვიდგები თუ რას გავაკეთებ, ეს უბრალო საღამოც გამახსენდება, როცა ვუსმენდი ლიაპის ტრუბეცკოის და თავს უბრალოდ, კარგად ვგრძნობდი.

Sunday, June 10, 2012
ბაბუაწვერას ღვინოს დღეები
ჩემს თავს პირობა უნდა მივცე, რომ საინტერესო ზაფხული მექნება.
აუცილებლად უნდა მქონდეს საინტერესო ზაფხული. სხვაგვარად არ გამოვა. ყველაზე მეტად სპონტანურად გამოსული კარგი ამბები მიყვარს და ამჯერადაც ამის იმედზე ვიქნები.
ალბათ ეგრეა ზოგადად, ბევრს უნდა საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ ეზარებათ. და მერე ასეთები ვხდებით ყველა – დილით ზომბებივით მივდივართ ოფისებში, მერე 8 საათის განმავლობაში ვუყურებთ მონიტორს, საღამოს ასევე, ინდიფერენტული სახით ვბრუნდებით სახლში და კვლავ შევყურებთ მონიტორს, სადაც ვირტუალურად ვაფიქსირებთ, რომ ამის დედაც, საინტერესო ცხოვრება გვინდა გვქონდეს!
მეც ეგრე ვარ, ამის დედაც, საინტერესო ცხოვრება მინდა მქონდეს! ხოდა აი ეგრე, რობოტივით ვმუშაობ, ფულს კი სამსახურიდან გამოწვეული სტრესის მოხსნაში ვხარჯავ: ყოველ საღამოს მივდივარ სადმე და ვჭამ.
ხო, ამ ეტაპზე აი ეგაა ჩემი ცხოვრება – ვმუშაობ და ვჭამ.
არადა ყველაფერი სხვაგვარად მინდა რომ იყოს.
მინდა რომ ზოგიერთ ღამებში აი უცებ, ავდგე, წავიდე და ლუდი დავლიო, მერე ფეხით ვიარო თბილისის ქუჩებში და დილით სამსახურში გამოუძინებელი და დაღლილი თვალებით მივიდე. მე მაინც მეყვარება ჩემი ასეთი სახე, იმიტომ რომ ზედ წინა ღამის კვალი იქნება.
ლაშქრობაში უნდა წავიდე აუცილებლად, რადაც არ უნდა დამიჯდეს. არადა როგორ გამიჭირდება, ვიცი, მე – ასფალტის ადამიანს, მაგრამ მაინც წავალ და საერთოდ არ დავიწუწუნებ.
მარიხუანას მოწევა მინდა და ჯანდაბა, მაინც მოვწევ, რაც არ უნდა მოხდეს.
ჩემი ბაბუაწვერას ღვინო უნდა დავწერო. ავდგები და ზაფხულის საინტერესო დღეებს დავითვლი. აი, დღევანდელი დღე უკვე ჩაეწერა ასეთი დღეების სიაში.
თუ შენიშნეთ, რომ დღეს ჰაერში ჭეშმარიტი ზაფხული ტრიალებდა? აი, მე, ანამ და მარიმ შევნიშნეთ. ბევრი ვისეირნეთ, ვჭამეთ ნაყინი და დავლიეთ ლიმონათი [ნუ, მარიმ დალია :)]. ასე მეგონა, ბრედბერის სამყაროში ამოვყავი თავი. არადა, მანამდეც ყოფილა ასეთი, ზაფხულისეული დღეები, უბრალოდ სახელი არ ერქვა ხოლმე და ახლა უკვე ბაბუაწვერას ღვინოს დღეებს დავუძახებ.
რა მშენიერია თბილისი ზაფხულობით არა?
ეს ფეხბურთის ჩემპიონატის ზაფხულები განსაკუთრებით მიყვარს – სახლში მუდმივად კომენტატორის ხმა რომ გაისმის და შიგადაშიგ მამაჩემის და ჩემი ძმის შეძახილებიც დაემატება ხოლმე, მერე დედა გაივლის შეწუხებული სახით და წუწუნებს, რომ აღარ შეუძლია ამდენი ფეხბურთის ატანა.
მოკლედ, 60–იანი წლების ამერიკულ ზაფხულში მგონია თავი – ვითომ მაცვია ჭრელი, ფრიალა კაბა, ვზივარ კართანაზე, ვსვამ homemade ლიმონათს და ჰაერში ეს მუსიკა ჟღერს.
Subscribe to:
Posts (Atom)