Sunday, August 2, 2009

ომი, მჭადები და მე

   გუშინ დეიდასთან გამოვედით ისევ მე და დედა. ვიფიქრე, ცოტას დავისვენებ–თქო. მაგრამ ნატალია ბჭობდა, დედა და დეიდა იცინოდნენო – ეს ორი დღეა სულ მჭადებს მაცხობინებენ – კარგი დიასახლისივით სიმინდის ფქვილში მაქვს ხელები და ქურასთან ვტრიალებ. კომპს ხომ არ მიმაკარეს – ხან დეიდა ზის, ხან დედა. გუშინ ღამით როგორც კი დავჯექი, მესენჯერში დეიდაშვილი შემოვიდა, რომ დაინახეს სასწრაფოდ დაურეკეს. მეც რა უნდა მექნა, გამოვრთე ჩემი ფეისბუქი და ბლოგი და ოთახიდან გავიძურწე. 

 დღეს დილით ძიძაც გავხდი – პატარა დეიდაშვილისშვილმა რომ გაიღვიძა, ხელ–პირი დავბანე, კვერცხი შევუწვი და ვაჭამე :D

   ეხლახანს კომპთან როგორც იქნა მოვხვდი და მეძახიან – მჭადებს არ გააკეთებო? :D  გავძახე მეზარება–თქო, ცოტა უხეშად კი გამომივიდა, მაგრამ ძალიან გაუტკბათ ჩემი მჭადები, enough  :D

 ახლა მარტო ვარ, ცოტა ხნის წინ წავიდნენ და როგორ ბედნიერი ვიყავი, რამდენიმე წუთით. პატარაც წასულია, ვნატრობდი – ღმერთო, ოღონდ ჯერ არ მოიყვანონ–თქო, და ამ პოსტის წერის დროს დარეკა ტელეფონმა – მოყავთ და მალე აქ იქნება. 

  პ.ს მინდა რომ აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით დავწერო პოსტ[ებ]ი, დღეს დავიწყე და draft-ში შევინახე, ჯერ მხოლოდ 1,5 დღეზე დავწერე, მაგრამ იმხელა გამოდის, კიბორგას პოსტები მოგონილი იქნება :D ვეცდები შევამოკლო, თუ მაინც გრძელი გამოვიდა, არ დავპოსტავ საერთოდ. თქვენ რას ფიქრობთ ისე, ღირს საერთოდ ამაზე წერა? 

7 comments:

  1. არაუშავს, ჩემი პოსტიც დიდი იქნება ომთან დაკავშირებით მაგრამ მაინც დავწერ.. :)))

    შვიდში გამოვაქვეყნებ.. :)

    იმ პერიოდის ჩანაწერებია.. ხუთი დღის..

    საინტერესოა.. ;)

    ReplyDelete
  2. როგორ მომინდა მჭადი, ვერ წარმოიდგენ :| რამდენი ხანია არ მიჭამია. მე კი ისე მიყვარს მჭადის გამოცხობა, სხვა რაღაცების გაკეთებას, დალაგებას, მაგალითად, მირჩევნია სულ მჭადები და "მაჭკატები" ვაცხო =))

    ReplyDelete
  3. პ.ს. თუ გეწერინება, უნდა დაწერო, რაზეც შენ გინდა, იქნება ომი თუ მშვიდობა, როგორც დიდი ლევ ნიკალაევიჩი იტყოდა ;)

    ReplyDelete
  4. mcgadebii mec momindaa :D:D
    daweree sainteresoaa bevri tvalit mag sashinelebis danaxva,tumca sul araa sasiamovno gasaxsenebeli :(

    ReplyDelete
  5. ჩემთვის იმდენად უსიამოვნოა, თავს ვარიდებ მაგაზე ფიქრს. მიხარია რომ 8 ში აქ არ ვიქნები.იმედი წელს ყველაფერი კარგად იქნება,...

    რა საცოდავები ვართ.. ასე რო ვიმედოვნებთ.. ინებ წელს მაინც არ დაგვბომბონ რუსებმა...

    ReplyDelete
  6. "თქვენ რას ფიქრობთ ისე, ღირს საერთოდ ამაზე წერა?"
    არა. წყლის ნაყვაა ნებისმიერი მიმართულებით. სხვა თემაზე ჯობია დროის დახარჯვა.

    რა ლაკონური ვიყავი :D

    ReplyDelete
  7. draft-ში დავწერ, წერის სურვილს დავიკმაყოფილებ და მერე ალბათ გამოქვეყნება აღარც მომინდება :D

    ReplyDelete